>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის ახალ ფლიგელში სწრაფი გადახდის აპარატის დაყენება

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 50419ESL63726519   
აუქციონის #: 50419
ლოტის #: 637265
დაწყება/დასრულება
02/12/2019 15:00 - 13/12/2019 15:00
ნახვა:
343 ჯერ
საწყისი ფასი: 510 e
ვაჭრობის ბიჯი: 50 e
საგარანტიო თანხა: 1530 e
ტელეფონი: 555432313
თვისებები
განმკარგავი: საქ-ოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიკვადრატულობა(მ²)3
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
Rs რუკის მხარდაჭერაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით აღმაშენებლის ხეივანი N64
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსოსარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
ტელეფონის ნომერი555432313
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

სარგებლობაში გადასაცემი ქონება - თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის  განკუთვნილ ახალ ფლიგელში 3 ცალი სწრაფი გადახდის აპარატისათვის განსაზღვრული 3 კვ.მ. ფართი, 
სარგებლობაში გადასაცემი ქონების მისამართ: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64 (საკ. კოდი 01.72.14.034.610)
სარგებლობის გამცემი ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიმისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

პირობა

ყურადღება:

           აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებს გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

           აუქციონის გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის საბოლოო თანხის შემომთავაზებელ  მონაწილეზე)

პირობები:

           ფართი იჯარით გაიცემა მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატის განთავსების მიზნით და დაუშვებელია სხვა ტიპის აპარატის განთავსება

           აუქციონის მონაწილეობის მიმღები აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები

           აპარატები უნდა განათავსოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის განკუთვნილ ახალ ფლიგელში

           გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შეიმუშაოს და მეიჯარესთან  ხელშეკრულებით შეათანხმოს სერვისის განხორციელების პირობები;

           გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ფუნქციონირების დაწყება საიჯარო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის ვადაში.

           სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებ პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისი ხარჯების გაღება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;

           აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით:

           აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონი გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება უძრავი ქონების განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

           სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;

           საბანკო გარანტია/ბე 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას და გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.

           აუქციონში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია ქონების განმკარგავი ორგანიზაციის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უპირობოდ, მიუხედავად აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა. განხორციელებული ინვესტიციები არ ანაზღაურდება.

აღწერილობა

აუქციონის ჩატარების დრო: 2019 წლის 13 დეკემბერი 15:00 საათი.

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

განცხადებების მიღების დრო: www.eauction.ge-ზე აუქციონის გამოცხადებიდან, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, განცხადებების მიღება დასრულდება 2019 წლის 13 დეკემბერს 13:00 საათზე.

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6

საწყისი საიჯარო ქირა: - სამივე აპარატის განთავსებისთვის საჭირო ფართის ერთი თვის საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეადგენს  510 (ხუთას ათ) ლარი.

ბე/გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა - 1530 (ათას ხუთას ოცდაათი ლარი) ლარი

ბილეთის ფასი: - 25 ლარი

აუქციონის ჩატარების პირობები - აუქციონის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 ოქტომბრის N326 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“ დებულების შესაბამისად

ბიჯის სიდიდე - 50 (ორმოცდაათი) ლარი

გადაცემის ვადა - 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)    შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;

ბ)   უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტი ან „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:  „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი/ანგარიშის N – 7 0775 7520;

გ)    მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი/ანგარიშის N – 7 0775 7125;

დ)    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე)     სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით.

ვ) იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.