>
პარტნიორები
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აღნაგობა/იჯარა შესყიდვის უფლებით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 117207RBS67090620   
აუქციონის #: 117207
ლოტის #: 670906
დაწყება/დასრულება
05/08/2020 14:00 - 03/09/2020 23:00
ნახვა:
779 ჯერ
საწყისი ფასი: 92347793.79 e
ვაჭრობის ბიჯი: 50000 e
საგარანტიო თანხა: 100000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 14.11.2020
ტელეფონი: +995574997709
თვისებები
განმკარგავი: სს საპარტნიორო ფონდი
ქვეყანასაქართველოქალაქიბორჯომი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მესხეთის ქუჩა N16საკადასტრო კოდი64.23.05.031
Rs რუკის მხარდაჭერასაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა70
ტელეფონის ნომერი+995574997709
აღწერილობა
აღწერილობა

საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 64.23.05.031) და მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (ამ ქონების ზუსტი ჩამონათვალი განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტში) იჯარით და აღნაგობით გაცემა. გამარჯვებული ასევე ავტომატურად შეიძენს შესყიდვის ოფციას მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის გამოყენების პირობები მოცემულია ქვემოთ;

აუქციონის საწყისი ფასი - 92,347,793.79 ლარს (30,052,326.4 (ოცდაათი მილიონ ორმოცდათორმეტი ათას სამასოცდაექვსი აშშ დოლარი და 40 ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში), რომლის გადახდის ვალდებულებაც აუქციონში გამარჯვებულს ექნება მხოლოდ შესყიდვის ოფციის გამოყენების შემთხვევაში. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აუქციონის დღისთვის დადგენილი გაცვლითი კურსით (ლარი/აშშ დოლარი) ამასთან არცერთ შემთხვევაში საბოლოო ფასი ვერ იქნება 30,052,326.4 (ოცდაათი მილიონ ორმოცდათორმეტი ათას სამასოცდაექვსი აშშ დოლარი და 40 ცენტი) აშშ დოლარზე ნაკლები;

იჯარის და აღნაგობის ვადა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა - 10 წელი. ამ პერიოდში შესყიდვის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ჩაითვლება მხოლოდ შესყიდვამდე ბოლო ორი წლის საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ოდენობა;

წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება - შესყიდვის ფასის 8% (ღირებულება დაფიქსირდება აშშ დოლარში);

აუქციონში გამარჯვებულმა ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით (ტექსტი მისაღები უნდა იყოს სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის). საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი და უპირობო და აღემატებოდეს აღნაგობა/იჯარის პერიოდს (გადახდის ვალდებულებას) მინიმუ 45 დღით.

აუქციონით განკარგვას დაქვემდებარებული ობიექტის მონაცემები შესაძლებელია იხილოთ საკადასტრო კოდის მიხედვით. გარდა ამისა, დასაშვებია ვიზიტი ობიექტზე და მისი დათვალიერება წინასწარ შეთანხმებული ფორმით. აუქციონით ხორციელდება აქტივების და არა ბიზნესის განკარგვა, ამიტომ ფინანსური მონაცემების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული/საჯარო არ იქნება ხელმისაწვდომი.

თქვენთვის საინტერესო სხვადასახვა საკითხების დასაზუსტებლად გთხოვთ მიმართოთ საპარტნიორო ფონდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: email: bliauction@fund.ge; bliauction@partnershipfund.ge).  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: ა) თანდართული ხელშეკრულების ტექსტი არ ექვემდებარება ცვლილებას, თუ საპარტნიორო ფონდი ან/და მესაკუთრე საკუთარი შეხედულებისამებრ სხვაგვარად არ გადაწყვეტს და შესაბამისად, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადებს უარს ნებისმიერი მიზეზით ან თუნდაც უმიზეზოდ, მათ შორის ხელშეკრულების პირობების მიუღებლობის გამო, საპარტნიორო ფონდი ან/და მესაკუთრე მოითხოვს გადახდას აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიის შესაბამისად; ბ)მესაკუთრეარიკისრებსრაიმევალდებულებასმიმდინარე/კაპიტალურრემონტთანან აუქციონში გამარჯვებულის მიერ ამ კუთხით გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით   დააგრეთვენებისმიერიშეთავაზებახელშეკრულებაში, რომელიცითვალისწინებსჩვენიმხრიდან(მესაკუთრე) რაიმევალდებულებებისაღებასქონებისნივთობრივნაკლთანდაკავშირებით(აუქციონიეფუძნება.. AS IS სტანდარტს) ან/დასასტუმროსშემოსავლებისრაიმენაწილშიგარანტირებასთანდაკავშირებით, ან სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან, გარდაერთადერთივალდებულებისა, რომქონებაგაიცესაღნაგობა/იჯარით, ხოლო შესყიდვისოფციის ფასის გადახდის შემთხვევაშიქონებაგადაეცეს საკუთრებაში, განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზეუარადდა შესაბამისად გამოთხოვილი იქნება აუქციონში მონაწილეობისსაბანკოგარანტია.

განმკარგავი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე აუქციონზე ფაილის სახით აიტვირთა ხელშეკრულების ფორმა.

მოკლე აღწერილობა

საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" ქონების იჯარით და აღნაგობით გაცემა. გამარჯვებული ასევე ავტომატურად შეიძენს შესყიდვის ოფციას, რომლის გამოყენების პირობები მოცემულია ქვემოთ

აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 92,347,793.79 ლარს (30,052,326.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში).

წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება - შესყიდვის ფასის 8%.

პირობა

საჯარო აუქციონი ჩატარდება 2020 წლის 4 სექტემბერს, შემდეგ მისამართზე: საქართველო, . თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს საპარტნიორო ფონდი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

შენიშვნა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკური პირს

) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, აუქციონში მონაწილოების (იგულისხმებაგამარჯვებისშემთხვევაშიხელშეკრულებისხელმოწერადაპირველიოდენობის(წლიურისაიჯაროქირისდააღნაგობისსაფასურისღირებულება) გადახდა) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 70 დღით;

რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 04.09.2020 12:30-დან - 14:30-მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 14:30-მდე იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად). აუქციონი ჩატარდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ერთი პირი განაცხადებს;

აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამოთხოვილ იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:

ა) უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უარად ჩაითვლება აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა;

ბ) უარი განაცხადა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები.

თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და გამოთხოვილ იქნება აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხოლო თუ აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა ან/და ვერ გაიმარჯვა, უბრუნდება საბანკო გარანტია, აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში;

იმ მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა აუქციონში უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს გარანტიის გონივრულო ვადით დატოვებაზე, თუ სურს მის მიერ დაფიქსირებული ფასით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის გამოყენება, გამარჯვებული მონაწილის მიმართ აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აუქციონის შედეგები არ გაუქმდება, ხოლო ასეთ მონაწილეზე ასევე გავრცელდება გამარჯვებული მონაწილის მიმართ მოქმედი წესები (მათ შორის გარანტიის გამოთხოვის და შედეგების გაუქმების ნაწილში). რამოდენიმე ასეთი მონაწილის არსებობის შემთხვევაში, რიგითობა განისაზღვრება ფასის სიდიდის მიხედვით;

ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი წლის საიჯარო/აღნაგობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე ვადაში ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 3,000,000.00 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიის ტექსტი მისაღები უნდა იყოს სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი და უპირობო და აღემატებოდეს აღნაგობა/იჯარის პერიოდს (გადახდის ვალდებულებას) მინიმუ 45 დღით;

ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში, თუ კანონმდებლობით ლარით ანგარიშსწორება არ იქნება სავალდებულო, რა შემთხვევაშიც გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს გამყიდველის ანგარიშზე ჩარიცხული ლარის ისეთი კურსით კონვერტაცია, რომ გამყიდველის ანგარიშზე ლარში ჩარიცხული თანხა დაკონვერტირდეს აშშ დოლარებში ზემოთ მითითებული ოდენობით.

აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება;

აუქციონის პროცედურები საპარტნირო ფონდის ან/და მესაკუთრის (სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი) ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლიტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა);

აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტას ან/და რაიმე ვალდებულებას მესაკუთრის ან/და საპარტნიორო ფონდის მხრიდან;

აუქციონს ატარებს სს "საპარტიორო ფონდი" როგორც სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" (/ 40444085447) აქციონერი და შესაბამისად აუქციონის შედეგები დგება მხოლოდ სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის" (მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის გამარჯვებულსა და სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალს შორის). აუქციონის პროცედურები ხორციელდება მესაკუთრე იურიდიული პირის დირექტორის მონაწილეობით.