საჯარო აუქციონი ჩატარდება 2021 წლის 2 აგვისტოს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს „საპარტნიორო ფონდი“. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს: ა) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; შენიშვნა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკური პირს ბ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); გ) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, აუქციონში მონაწილოების (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი გადასახდელის (წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება) გადახდა) გადახდის უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა აუქციონის ჩატარების თარიღს უნდა აღემატებოდეს 70 დღით; რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 02.08.2021 11:30-დან - 13:30-მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 13:30-მდე, იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად). აუქციონი ჩატარდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ერთი პირი განაცხადებს; აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მოთხოვნილი იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უარად ჩაითვლება აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა; ბ) უარი განაცხადა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მოთხოვილი იქნება აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, ხოლო თუ აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა ან/და ვერ გაიმარჯვა, უბრუნდება საბანკო გარანტია, აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში; იმ მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა აუქციონში, უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს გარანტიის გონივრულო ვადით დატოვებაზე, თუ სურს მის მიერ დაფიქსირებული ფასით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის გამოყენება, გამარჯვებული მონაწილის მიმართ აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აუქციონის შედეგები არ გაუქმდება, ხოლო ასეთ მონაწილეზე ასევე გავრცელდება გამარჯვებული მონაწილის მიმართ მოქმედი წესები (მათ შორის გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის და შედეგების გაუქმების ნაწილში). რამდენიმე ასეთი მონაწილის არსებობის შემთხვევაში, რიგითობა განისაზღვრება ფასის სიდიდის მიხედვით; ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი წლის საიჯარო/აღნაგობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე ვადაში ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 2,500,000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიის ტექსტი მისაღები უნდა იყოს სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის“. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი და უპირობო და მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს აღნაგობა/იჯარის პერიოდს (გადახდის ვალდებულებას) მინიმუმ 45 დღით; ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში, თუ კანონმდებლობით ლარით ანგარიშსწორება არ იქნება სავალდებულო, რა შემთხვევაშიც მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გამყიდველის ანგარიშზე ლარის იმ ოდენობის ჩარიცხვა, რაც საკმარისი იქნება გამყიდველის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობის აშშ დოლარის შესაძენად გამყიდველის მომსახურე ბანკში არსებული კურსით. აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება; აუქციონის პროცედურები საპარტნირო ფონდის ან/და მესაკუთრის (სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“) ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა); აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტს, მოწვევას ოფერტზე ან/და რაიმე ვალდებულებას მესაკუთრის ან/და საპარტნიორო ფონდის მხრიდან; აუქციონს ატარებს სს "საპარტიორო ფონდი" როგორც სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" (ს/ნ: 404408547) აქციონერი და შესაბამისად აუქციონის შედეგები დგება მხოლოდ სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის" (მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის გამარჯვებულსა და სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალს შორის). აუქციონის პროცედურები ხორციელდება მესაკუთრე იურიდიული პირის დირექტორის მონაწილეობით.
|