>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: წილის გასხვისება

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 117207RBS72122021   
აუქციონის #: 117207
ლოტის #: 721220
დაწყება/დასრულება
02/07/2021 14:00 - 31/07/2021 18:00
ნახვა:
960 ჯერ
საწყისი ფასი: 2071044.50 e
ვაჭრობის ბიჯი: 10000.00 e
საგარანტიო თანხა: 41104.7 e
ტელეფონი: +995574997709
თვისებები
განმკარგავი: სს საპარტნიორო ფონდი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6ქვეყანასაქართველო
Rs რუკის მხარდაჭერაგადახდის ბოლო ვადა30.08.2021
ტელეფონის ნომერი+995574997709
აღწერილობა
აღწერილობა

სს „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში არსებული 90% წილის მესაკუთრეს. სს „საპარტნიორო ფონდი“ ასხვისებს მისი წილის ნაწილს, კერძოდ - 50%-ს.

ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებს ქონების უფლებრივ მდგომარეობას (აღნიშნული დოკუმენტები (იგულისხმება გამყიდველის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი) გადაეცემა აუქციონში მონაწილეობაში დაინტერესებულ პირს მასთან კონფიდენციალურობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ; აუქციონში მონაწილეობა გულისხმობს, რომ მონაწილეს რაიმე პრეტენზია ქონების ნაკლთან დაკავშირებით არ გააჩნია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუქციონი ეფუძნება ე.წ. „AS IS“ სტანდარტს, შესაბამისად შპს „ქართული ნატუალური პროდუქტების“ შემოსავლების რაიმე ნაწილში გარანტირებასთან დაკავშირებით ან სს „საპარტნიორო ფონდზე“ სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით წინადადებები, გარდა ერთადერთი ვალდებულებისა, რომ წილი მყიდველს გადაეცეს საკუთრებაში, განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად და შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება. ხელშეკრულების პირობები, გთხოვთ, იხილოთ სააუქციონო დოკუმენტაციაში.

აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 2,071,044.50 ლარს (655 000 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში შემდეგი კურსით 3.1619 (აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლით კურსი (ლარი/აშშ დოლარი)).

ბიჯის ოდენობა შეადგენს 10,000 (ათი ათას) ლარს, რომლის წარდგენა სავალდებულოა მაშინაც, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობს.

თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად, გთხოვთ, მიმართოთ სს „საპარტნიორო ფონდს“ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: auctiongnp@fund.ge.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულების ტექსტი არ ექვემდებარება ცვლილებას, თუ სს „საპარტნიორო ფონდი“ საკუთარი შეხედულებისამებრ სხვაგვარად არ გადაწყვეტს და შესაბამისად, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადებს უარს ნებისმიერი მიზეზით ან თუნდაც უმიზეზოდ, მათ შორის ხელშეკრულების პირობების მიუღებლობის გამო, სს „საპარტნიორო ფონდი“ მოითხოვს გადახდას აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიის შესაბამისად.

მოკლე აღწერილობა

საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ (ბელარუსის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული კომპანია, სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა №193045723) კაპიტალში სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი 90% წილიდან 50% წილის ნასყიდობა.

შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ფლობს ბელორუსის რესპუბლიკაში ალკოჰოლის იმპორტის კვოტებს.

აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 2,071,044.50 ლარს (655,000  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში).

პირობა

საჯარო აუქციონი ჩატარდება 2021 წლის 2 აგვისტოს 18:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს „საპარტნიორო ფონდი“.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

შენიშვნა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ, თუ არარეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს

) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ.: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 13000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (ეკვივალენტი ლარში), აუქციონში მონაწილოების და გადახდის (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და გადახდის განხორციელება) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიის ვადა აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 45 (ორმოცდახუთი) დღით.

რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 02.08.2021წ. 15:30-დან - 17:30-მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონზე არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 17:30-მდე, იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად). აუქციონი ჩატარდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ერთი პირი განაცხადებს.

აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და  მოთხოვნილი იქნება გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:

ა)  უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე;

ბ) უარი განაცხადა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე;

გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები, მათ შორის არ წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მოთხოვილ იქნება აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, ხოლო თუ აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეს, რომელმაც სააუქციონო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა ან/და ვერ გაიმარჯვა, უბრუნდება საბანკო გარანტია, აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში.

იმ მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა აუქციონში უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს გარანტიის გონივრულო ვადით დატოვებაზე, თუ სურს მის მიერ დაფიქსირებული ფასით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის გამოყენება, გამარჯვებული მონაწილის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, აუქციონის შედეგები არ გაუქმდება, ხოლო ასეთ მონაწილეზე, ასევე, გავრცელდება გამარჯვებული მონაწილის მიმართ მოქმედი წესები (მათ შორის, გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის და შედეგების გაუქმების ნაწილში). რამოდენიმე ასეთი მონაწილის არსებობის შემთხვევაში, რიგითობა განისაზღვრება ფასის სიდიდის მიხედვით.

ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე ვადაში ხელშეკრულების ხელმოწერამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 52000 (ორმოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (ეკვივალენტი ლარში), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიის ვადა აუქციონის ჩატარების თარიღს უნდა აღემატებოდეს 45 (ორმოცდახუთი) დღით. ასეთი გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად. მითითებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა არ წარმოქმნის აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებას.

ნასყიდობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში, თუ კანონმდებლობით ლარით ანგარიშსწორება არ იქნება სავალდებულო, რა შემთხვევაშიც მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გამყიდველის ანგარიშზე ლარის იმ ოდენობის ჩარიცხვა, რაც საკმარისი იქნება გამყიდველის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობის აშშ დოლარის შეძენა გამყიდველის მომსახურე ბანკში არსებული კურსით.

აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება.

აუქციონის პროცედურები სს „საპარტნიორო ფონდის“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის, ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა).

აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტს, მოწვევას ოფერტზე ან/და რაიმე ვალდებულებას სს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან.