1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის
ტერიტორიაზე არსებულ 24 130 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ((41.12.37.043
საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 14142 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
41.12.37.048 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 9988 კვ.მ. მიწის ნაკვეთი)
თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,
რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ
350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და
არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მიერ გადაცემული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად (არქიტექტურული პროექტი
აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის
ვადაში); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით
განახორციელოს არანაკლებ 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების
უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში
წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (2
800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც
არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების
ვადას.
2. ტურისტული მომსახურების მიმღები სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
შეთანხმებით უფლებამოსილია:
ა) სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს დამატებითი ინფრასტრუქტურა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხარჯით შეიტანოს ცვლილებები გადაცემულ
არქიტექტურულ პროექტში.
3. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან ტურისტული მომსახურების მიმღების ბრალეული
ქმედებით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე ინვესტიციის
ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის
გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. 4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას
ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების
მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე),
ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მიმღები
ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, იჯარით
გადაცემული ქონების სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 6650 (ექვსიათას ექვსას
ორმოცდაათი) ლარი დღგ-ს გარეშე.
5. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი
ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 266 ლარი).
(ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან
აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების გადაცემის ხელშეკრულების ხელის
მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს
განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ
ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მიღება).
6. პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება
დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად იმ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც
რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს
აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად.
7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1% ოდენობით.
8. ტურისტული მომსახურების გადაცემის ვადა განისაზღვრა 40 (ორმოცი) წლით. |