>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. არმირებული ბეტონის ფილა მეორადი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 76452JBP84437422   
აუქციონის #: 76452
ლოტის #: 844374
რაოდენობა
1.00 ცალი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
01/12/2022 17:00 - 04/12/2022 18:00
ლოტის სტატუსი
შეწყვეტილი
ნახვა:
67 ჯერ
ლოტის სტატუსი
Stoped
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 228.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 57.00 e
საგარანტიო თანხა: 76.00 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 21.12.2022
ტელეფონი: 574008857
თვისებები
განმკარგავი: ადიგენის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დ. ადიგენიბრძანების ნომერიბ112. 112223297
ქვეყანასაქართველოქალაქიადიგენი
რაოდენობა1.00მდგომარეობაკარგი
გადახდის ბოლო ვადა19.12.2022საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა15
შეფასების თანხა380.00ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი574008857
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულიააუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გამოცხადდე სადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა დაქონებისმართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისიდოკუმენტაციანასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოსაუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაშითუ მყიდველი თანხას სრულად გადაიხდის გამარჯვების ოქმი სგაფორმებიდან15 კალენდარულ დღეზე ადრე და ასახვა მოხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის საბიუჯეტოა ნგარიშზეამ შემთხვევაში მოხდებ ანასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის გაფორმება ვადაზეადრე.

ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა  უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

საბოლოო ნასყიდობის ფასის100% გადახდა უნდაგანხორციელდეს გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან  15 კალენდარულ დღეში;

თანხის სრულად გადახდის შემდეგ მოხდება აუქციონის ხელშეკრულების გაფორმება და საკუთრების მოწმობის გაცემა;

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე“/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშწორებისას.

მოკლე აღწერილობა
ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. საპრივატიზაციოდ გამოტანილია 1 ცალი ბეტონის ფილა (ზომები 6.20X1,20X0,220), აღნიშნული ფილები არის კარგ მდგომარეობაში.
პირობა

აქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი

(შედგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისსარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისსაწყისი საპრივატიზაციო საფასურისქირის საფასურისქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების“ შესაბამისად (22.07.2015 მდგომარეობით)

.

1.     ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1.1  ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტიქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისაშემძენი შეიძლება იყოსსაქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული  პირი  ან ისეთ პირთა გაერთიანებარომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებიახოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი.

1.2   ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების/საკუთრებაში არსებული აქციების და წილების სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები  შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

1.3  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ვებგვერდზე wwweauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები).

)რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება.

)პირობებიანი აუქციონის შემთხვევაშიელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა.

საბანკო დაწესებულების მეშვეობითაგრეთვე „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“- გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება   (ელეტქრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველებმარომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულადთითეული ქონებისთვის ცალ-ცალკე.

1.4  .ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლებაუარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზეთუ დარღვეულია „1.3“  პუნქტის მოთხოვნები.

2.     ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი    

2.1  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველირომელიც აკმაყოფილებს „1.3“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებსსაწყის საპრივატიზაციო საფასურზე  ბიჯის დამატების შემთხვევაშიიძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის სტატუსს.

2.2  ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

2.3  ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

2.4  ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მის შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.

2.5  ელექტრონულ აუქციონში მონაწილე  პირსრომელსაც სურს საწყისი საპრივატიზაციო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობაონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყისს საპრივატიზაციო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევეფიქსირდება ონლაინ რეჟიმშივაჭრობა გრძელდებასანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასსმუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად (სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულადაუქციონის იმ მონაწილეზერომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

2.6   თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე  (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრობოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასიმაშინ ფასის შეთავაზების დროს გაგრძელდება 2 წუთითდასრულების მითითების მომენტიდანთუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასიდრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთითსანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხამაგრამთუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნა შეთავაზებულიელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

2.7  ვაჭრობის დასრულებისასგამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებსელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ იმფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებრაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

2.8  ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს „ბე“/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. „ბე“ აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზეხოლო საბანკო გარანტია დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2.9  თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზითრომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირებირომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებადდადგენილი წესითგადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულადუპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიაარა არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაშიელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულადუპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2.10ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშითუ:

)ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

)ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმააუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაშისრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

2.11.  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეაგრეთვესრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშითუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისსარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისსაწყისი საპრივატიზაციო საფასურისქირის საფასურისქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესებით“ განსაზღვრული წესი და პირობები.

3. მხარეთაუფლება-მოვალეობები

3.1 აუქციონატორი (მუნიციპალიტეტიუფლებამოსილია:

ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობები ელექტრონული აუქციონის შემთხვევაშიდა განათავსოს ვებგვერდზე;

შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემებისრაიმე შეცდომისუზრუნველყოფისმომხმარებლის მხრიდან უკანონოდ მოქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამორომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდზე ან აუქციონატორს;

შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზეთუ ჩათვლისრომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიმიიღოს შესაბამისი ზომები.

3.2.  აუქციონის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების შემთხვევაშიელექტრონულ აუქციონში მონაწილესმისი წერილობითი მომართვის საფუძველზეელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაშიუბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიათუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაშიაღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.

3.3  აუქციონატორი ვალდებულიაკანონით დადგენილი წესითგადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში-საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).

3.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:

შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;

ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3.5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:

დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულებახოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთვევაშიდადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.

 4. ანგარიშსწორება

4.1 მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე „ბე“-/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდაასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი  ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელი საბანკო დაწესებულებაშიინტერნეტბანკინგის საშუალებითსაბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებითუპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შეუძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდისასევე „ბე“-/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმებიაღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელისლოტის  (ლოტის სრული ღირებულების მითითებითდა აუქციონატორის შესახებდასახელებისა და ანგარიშის ნომრ(ებ)ის მითითებით.

4.3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე „ბე“-/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდაასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  სრული ღირებულების გადახდა ხორციელდებასაბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებით.

4.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

5. გარიგების გაფორმება დაქონებისმიღებისპასუხისმგებლობა

        აუქციონში გამარჯვებულთან  გარიგების გაფორმების წესიქონების მიღების ვალდებულებებიხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიღების პასუხისმგებლობის წესი და პირობებიდასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისსარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისსაწყისი საპრივატიზაციო საფასურისქირის საფასურისქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესით“.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.