>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საწარმოო დანიშნულების უძრავ- მოძრავი ქონება

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 106268AF5991723   
აუქციონის #: 106268
ლოტის #: 59917
საქმის ნომერი
A23005956
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
02/03/2023 16:00 - 09/03/2023 17:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
1433 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 48811025.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 976220.50 e
საგარანტიო თანხა: 4881102.50 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 03.04.2023
თვისებები
განმკარგავი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის სააღსრულებო ბიურო.
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ქუჩა N84საქმის ნომერიA23005956
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)0
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი01.12.01.003.195; 01.12.01.003.205; 01.12.01.003.233; 01.12.01.003.211; 01.12.01.003.213
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
გადახდის ბოლო ვადა20.03.2023საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა97622050.00
აღწერილობა
აღწერილობა
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია საწარმოო დანიშნულების უძრავ- მოძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ქუჩა N84. საწარმო განთავსებულია ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება: 1) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.211, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1990.00 კვ.მ; 2) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.233, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 2286.00 კვ.მ; 3) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.213 საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1919.00 კვ.მ; 4) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.205 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ ერთსართულიან შენობა-ნაგეობას, სადაც განთავსებულია ავტოსადგომები და ადმინისტრაციული ნაგებობა. შენობის შიგნით შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემით მიწის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი: 460.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1; 5) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.195 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 211147,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 50 დარეგისტრირებული შენობა ნაგებობა:
შენობა N1 წარმოადგენს სამრეცხაო ნაგებობას, შენობა N2 წარმოადგენს ოთხსართულიან შენობას, შენობა N3 წარმოადგენს სამსართულიან შენობას, შენობა N4, N5, N6, N7 და N8 წარმოადგენს სამსართულიან ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, შენობა N10 წარმოადგენს ერთსართულიან შენობა-ნაგებობას, შენობა N11 წარმოადგენს ორსართულიან სასაწყობე შენობა-ნაგებობას, შენობა N12 წარმოადგენს ორსართულიან სასტუმროს, შენობა N13 წარმოადგენს ერთსართულიან დამხმარე ნაგებობას, შენობა N14 სათუნუქეს, შენობა N15 და N16 წარმოადგენს ლაბორატორიას, შენობა N17 წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას, შენობა N18 და N19 წარმოადგენს ელმავალმშენებლის საამქროს, შენობა N20 დაშლილ მდგომარეობაშია, შენობა N21 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, შენობა N22 წარმოადგენს შენობა N23-ის დამხმარე ნაგებობას, შენობა N23 წარმოადგენს სამჭედლო საამქროს, შენობა N25, N26 და N27 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობებს, შენობა N28 წარმოადგენს პლაზმური ჭრის საამქროს, შენობა N29 წარმოადგენს საამქროს, შენობა N30 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, შენობა N31 დანგრეულია, შენობა N30 N32, N33 და N34 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, შენობა N35 წარმოადგენს სასაწყობე შენობას სარდაფით, შენობა N36 წარმოადგენს რკინის კონსტრუქციას (გამაგრილებელი სადგური), შენობა N37 წარმოადგენს ერთსართულიან სამღებროს დამხმარე ნაგებობას, შენობა N38 წარმოადგენს სამღებრო საამქროს, შენობა N39 წარმოადგენს დეპოს (ელმავლის გამოსაცდელი შენობა), შენობა N40 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, რომლის ნაწილი განთავსებულია მიწის ქვეშ, შენობა N41, N42 და N43 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობებს, შენობა N44 წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას, შენობა N45 წარმოადგენს ხის საამქროს, შენობა N46 წარმოადგენს ერთსართულიან საკომპრესორო ნაგებობას, შენობა N47 წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას, შენობა N48 წარმოადგენს ერთსართულიან საამქროს, შენობა N49 წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას (დენის გამანაწილებელი), შენობა N50 წარმოადგენს რკინის კონსტრუქციულ ნაგებობას. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული შენობა ნაგებობა N20, N24 და N31 აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული.
მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია შენობა ნაგებობები, რომლებიც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება, კერძოდ: დაურეგისტრირებელი რკინის ნაგებობა (კონსტრუქცია), რომელიც წარმოადგენს ქვიშის სამრეცხაოს. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია დაურეგისტრირებელი შენობა ნაგებობა რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის ნაგებობას. ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები.
აღნიშნულ უძრავ ქონებებზე განთავსებული მოძრავი ქონება იხილეთ დანართის სახით.

--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება ელექტრონულად ამავე ვებ-გვერდზე ან ხელზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს სათავო ოფისში ან იუსტიციის სახლებში. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  2 749 649 ან 1420
პირობა
ყურადღება!შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს.ყურადღება!სარეალიზაციო ქონებაზე, კერძოდ სამ უძრავ ქონებაზე: ს/კ 01.12.01.003.211; ს/კ 01.12.01.003.233; ს/კ 01.12.01.003.213 რეგისტრირებულია გარდამავალი შეზღუდული სარგებლობის უფლება: 1) ხელშეკრულება N26/11-16 უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ N161354137, დამოწმების თარიღი: 26/11/2016; დამატებითი შეთანხმება N1, რეესტრის ნომერი N180294583, დამოწმების თარიღი 21/03/2018.2) სერვიტუტის ხელშეკრულება N01/05-18, რეესტრის ნომერი N180482630, დამოწმების თარიღი: 01/05/2018; დამატებითი შეთანხმება N1, მხარეთა შორის სერვიტუტის შესახებ 01.05.2018 წ. გაფორმებულ ხელშეკრულებაზე N01/05-18, რეესრტის ნომერი: N180532128, დამოწმების თარიღი 11/05/2018;3)დამატებითი შეთანხმება N1 მხარეთა შორის „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ 14.12.2017 წ. გაფორმებული N14/12-17 ხელშეკრულებაზე, რეესტრის ნომერი: N180573522, დამოწმების თარიღი 21/05/2018;4) ხელშეკრულება N01/10-18, სერვიტუტის შესახებ, რეესტრის ნომერი N181285119, დამოწმების თარიღი: 17/10/2018;5) ხელშეკრულება N03/10-18 სერვიტუტის შესახებ, რეესტრის ნომერი: N181536969, დამოწმების თარიღი 19/12/2018;6) ხელშეკრულება სერვიტუტის შესახებ, რეესტრის ნომერი N200421654, დამოწმების თარიღი 08/07/2020;7) ხელშეკრულება N09/03-18 უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ N180247575, დამოწმების თარიღი 09/03/2018; განცხადება რეესტრის ნომერი: N200846852, დამოწმების თარიღი 19/10.2020.იხ. დანართი.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ


გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე. 

 

   ელექტრონული აუქციონების სისტემა ,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი.

1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

 გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ანგარიშის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

·         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

·         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცაშემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი,   ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

 საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია : თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვა ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

·         გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

·         დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო  მომხმარებელს  ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონშისხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

  ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს   eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

  eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

  ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

 მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

·         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება  გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

·         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

  ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 10:00-19:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა). 

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

·         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

·       აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაშისაბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდირის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

·         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

·         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის  ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომმომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს,პროცედურებს და პირობებს და წარმოეშვასააღსრულებო წარმოებათაშესახებსაქართველოს კანონით და ამ ბრძანებით გათვალისწინებულიუფლებები და ვალდებულებები.

2. მომხმარებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას იძენსwww.nbe.gov.ge ან/და  www.eauction.ge ვებგვერდების მეშვეობით.

 

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულპირს.

2. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულმობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს,ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს.აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის დააქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

3. ვებგვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

 

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ავტორიზაციაშესაძლებელია შესაბამის ფორმაშიმომხმარებლის სახელის“ („დასახელების”) დაპაროლისშეყვანის გზით.

 

მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვისსაინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილისაგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვსკალათაში“, საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზეაუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა.ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არარის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთავინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვისრიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსგაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ დაგანახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯისგათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობააღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადებაშესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატებისგზით. ყოველი შემდგომიფასის დადებაზრდის ლოტის ფასს.

7. ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონისდასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალიფასისდადებას“.

8. ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადისამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერფასის დადებამოხდააუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში,აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.

9. ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა მომხმარებლისელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნისშესაბამის შეტყობინებას.

 

მუხლი 5. (ამოღებულია)

 

მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო  უფლებამოსილია:

) ვებგვერდზე განათავსოს ნებისმიერი ცვლილება აუქციონის ჩატარებისპროცედურებთან დაკავშირებით;

) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის,უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელებისან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ანაღსრულების ეროვნულ ბიუროს;

შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლავებგვერდზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანებისმოთხოვნათა დარღვევით;

) გააკონტროლოს ყველა ქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმედარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს,შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამისგანკარგულებას.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

) დაიცვას აუქციონის ჩატარების პროცედურები;

) აღსრულების ეროვნული ბიუროს  მიერ დადგენილ დროში აანაზღაუროსქონების ღირებულება და უზრუნველყოს  შეძენილი ქონების გატანა.

5 . მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნითმონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

 

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდაშესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდwww.eauction.ge- ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებადშესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკოგარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზემთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკოდაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტისთანხის, ასევე საგარანტიო თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნულიფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტისშესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღებისშესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასისგადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკოდაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამისთანხას.

3. საბანკო პლასტიკური  ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაშიმომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიოთანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავსინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტისსაბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ,დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებ ელი ირჩევს ერთ-ერთანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაშიმომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკოპლასტიკური  ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკოპლასტიკური  ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონებისღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღისვადაში.

5. ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხისსრულად გადახდის შემდეგ.

6. (ამოღებულია - 17.01.12 №12).

7. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

8. ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში,გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებისსაფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზემაღალი ფასი.

 

მუხლი 8. შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროსააღსრულებოწარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის შესაბამისადგამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლებისშესახებ.

2. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარააუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული ვადაში, იგი კარგავსგარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულებისმიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯითუზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარებისაქტით.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულებაშესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.

 

მუხლი 9. კონფიდენციალობა

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოსმომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.