>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 29.04.36.062) იჯარის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL88134223   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 881342
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
18/04/2023 12:00 - 28/04/2023 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
526 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 5000.00 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)წყალტუბო, პრომეთეს მღვიმემიწის ფართობი(მ²)1273
ქვეყანასაქართველოგადახდის ბოლო ვადა01.05.2023
ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 29.04.36.062) იჯარის უფლებით გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმეს ტერიტორიაზე არსებულ 1273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 29.04.36.062) ატრაქციონის (როლერი) მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერების შესაბამისად და ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ა

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (800 000 (რვაასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ტურისტული მომსახურების მიმღების ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

3 პირველი პუნქტის „აბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტრირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად. 

4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით, ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობისთვის დამატებით, გადაიხადოს 1 350 (ათას სამასორმოცდაათი) ლარი (დღგ-ს გარეშე).

5. იჯარის უფლების ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) წელი.

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების გადაცემის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მიღება). 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1 %-ის ოდენობით.