>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT62152019   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 621520
რაოდენობა
1 ერთეული
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
27/08/2019 17:00 - 17/09/2019 15:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
884 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 3380 e
ვაჭრობის ბიჯი: 100 e
საგარანტიო თანხა: 12168 e
ტელეფონი: 595796226;599151908
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქალაქიქუთაისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტირაოდენობა1
ბრძანების ნომერი51შეფასების თანხა3380
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიზომის ერთეულიერთეული
ტელეფონის ნომერი595796226;599151908
აღწერილობა
აღწერილობა
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: 2487353, 599151908; 595796226.
მოკლე აღწერილობა
·      დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით-ტაქსით (სედანის, ჰეჩბექის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების გადაცემა.  

პირობა
·       აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.
·       უფლების გადაცემის ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წელი. 
·       უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა განისაზღვროს სააუქციონო საწყისი ფასის წლიური ოდენობის 30%-ით (12168 ლარი), რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უფლების გადაცემის ვადას.
·       საწყისი ფასი აუქციონზე ვაჭრობის დასაწყებად შეადგენს 3 380 (სამი ათას სამას ოთხმოცი)  ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის 1 (ერთი) თვის ღირებულებას. 

·  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია უფლების გადაცემის საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად შემოთავაზებული მაქსიმალური საფასურის  ოდენობა.
·       იჯარის ხელშეკრულება ფორმდება აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
·       აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიააუქციონის ფარგლებში გამარჯვებულის მიერ   შეთავაზებული მაქსიმალური თანხის ორმაგი  ოდენობით,  „აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების გზით ან ამავე რაოდენობის თანხაზე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 7 კალენდარული დღით საგარანტიო თანხა/საბანკო გარანტია  აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება უფლების გადაცემის ვადის გასვლიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.     

   აუქციონში გამარჯვებულს/ოპერატორს (ოპერატორი - პირი, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისა და აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლება) არ აქვს უფლება აეროპორტების გაერთიანების წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს თავისი  უფლება-მოვალეობები მესამე პირებს. 
·       ოპერატორი ვალდებულია ყოველთვიურად აეროპორტების გაერთიანებას გადაუხადოს მზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის ღირებულება.  

·       მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში ან დროებით კანონიერ მფლობელობაში/სარგებლობაში ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება.
·       სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე 4 (ოთხი) წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან.
·       მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსულ ენებს ცოდნა.
·       სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა დაიცვან დადგენილი დრესკოდი და შემოსილები უნდა იყვნენ სუფთა და მოწესრიგებული (არასპორტული) სამოსით.
·       სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, გამართულ მდგომარეობაში, ტექნიკური და ვიზუალური დაზიანებების გარეშე, აღჭურვილი კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. სატრანსპორტო საშუალების სალონი და გარე ვიზუალი უნდა იყოს სუფთა, კუსტარული გადასაკრავებისა და მოპირკეთების გარეშე. სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით. არ უნდა იყოს ტრამვასაშიში კონსტრუქციული ელემენტები.
·       არ დაიშვება არაქარხნული წესით დამონტაჟებული რაიმე სახის დამატებები ან განხორციელებული ცვლილებები, გარდა სპეციალური ქარხნული წესით დამზადებული დახურული საბარგო კონტეინერისა ან სპორტული ინვენტარის დასამაგრებელი ქარხნული მოწყობილობებისა, რომელიც შესაძლებელია დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე.
·       არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მარჯვენა საჭიანი სატრანსპორტო საშუალებები.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
·       სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს არაუმეტეს 4  ადგილიანი და არანაკლებ 4 კარიანი, მითითებული ადგილების რაოდენობა გულისხმობს უშუალოდ მგზავრებისთვის გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. აკრძალულია არაქარხნული წესით დამონტაჟებული / ჩადგმული დასაჯდომი ადგილების გამოყენება.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალების საბარგო უნდა იყოს არანაკლებ 380 ლიტრი მოცულობის.
·       სატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელს უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების ღვედი.
·       სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებისათვის არ უნდა იყენებდეს თხევად ან ბუნებრივ აირს.  სატრანსპორტო საშუალება შეიძლება იყოს დიზელზე, ბენზინზე ან/და ელექტრო ძრავით.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ერთი ფერის. ოპერატორმა ისინი საკუთარი სახსრებით უნდა გააფორმოს ბრენდირებული სტიკერით. ბრენდირების დიზაინი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შპს „საქართველოს აეროპორტის გაერთიანებასთან“.
·       ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მომსახურებით სარგებლობის შესაძლბელობა დაბრკოლებების გარეშე გააჩნდეთ შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებსაც.
·       სატრანსპორტო საშუალების სალონში, მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს ე.წ. „საინფორმაციო ფურცელი“ სადაც მითითებული იქნება: მძღოლის სახელი და გვარი (ფოტოსურათი სავალდებულოა), ოპერატორის სახელწოდება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მგზავრობის ფასები (მათ შორის, მიმართულებების მიხედვით) შესაბამისი ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მოთხოვნები მომსახურების ხარისხის მიმართ:
·       მგზავრთა გადაყვანის დაწყების მომენტიდან უფლების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ოპერატორ უნდა გააჩნდეს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარი (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით), ასევე ტრანსპორტით გადაყვანის დროს მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 5 000 (ხუთ ათასი) ლარი თითოეულ მგზავრზე (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით) და ჯამური ლიმიტით 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარი წლის მანძილზე იმგვარად, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ჯამურად შესაძლებელი იყოს ერთდროულად სულ მცირე 5 მგზავრისათვის სადაზღვევო თანხის გადახდის შესაძლებლობა.
·       მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ან/და მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების კანონმდებლობით შემდგომში განსხვავებულად დარეგულების შემთხვევაში, აეროპორტი უფლებამოსილია გადახედოს ხელშეკრულებაში განსაზღვრულ დაზღვევის პირობებს და დაარეგულიროს იგი კანონმდებლობის შესაბამისად.
·       სატრანსპორტო კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მგზავრზე უნდა გასცეს გადახდის ჩეკი და ინვოისი. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებაც.
·       ფასები უნდა იყოს ფიქსირებული, ან უნდა ხდებოდეს ფასის აღრიცხვა სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული მრიცხველის საშუალებით. დაშვებულია ორივე ალტერნატივის ერთდროულად გამოყენება, გარკვეული მიმართულებებზე (მათ შორის: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) ფასის დაფიქსირების გზით. ფასი, როგორც ფიქსირებული მიმართულების, ასევე   მრიცხველის კილომეტრაჟის მიხედვით, წინასწარ უნდა შეთანხმდეს აეროპორტების გაერთიანებასთან, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს მგზავრთათვის თვალსაჩინო ადგილზე.
·         ამასთანავე, მგზავრობის ფასი (გადასახადების ჩათვლით) ქუთაისის აეროპორტიდან  და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე  არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი - 200 ლარი, ბათუმი - 120 ლარი, ქუთაისი - 30 ლარი. მგზავრობის ფასი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებით ერთი მიმართულებით შესრულებული ერთი მარშრუტისათვის მგზავრ(ებ)ის მიერ გადასახდელ მაქსიმალურ ჯამურ ღირებულებას.
·         დადგენილი მაქსიმალური ფასის გადახედვა შესაძლებელი იქნება საქართველოში საწვავის ფასის და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ოპერატორის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მგზავრობის ფასი ყველა მიმართულებით უნდა მიესადაგებოდეს საბაზრო ფასს. 
აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
Ø  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (თუ გამარჯვებული ფიზიკური პირია);
Ø  ხელშეკრულების შესრულების გარანტია (საბანკო გარანტიის ან თანხი დეპონირების სახით);
Ø  ავტომობილების სია, სარეგისტრაციო მოწმობების ასლები, დროებით სარგებლობაში ქონის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაინტერესებული პირის საკუთრება არ დგინდება სარეგისტრაციო მოწმობით);
Ø  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
Ø  მძღოლების სია, მართვის მოწმობების ასლები;
Ø  მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობისა და მგზავრების სიცოცხლისა და ჯამრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი, აუქციონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი დოკუმენტაცია. (დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ნომრები, რომელთა ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანიც ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით);
Ø  ავტომობილის ბრენდირების დიზაინის ნიმუში;
Ø  საინფორმაციო ფურცლის ნიმუში;
Ø  ოპერატორი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან 30 დღის ვადაში აეროპორტების გაერთიანების  მიერ მითითებულ მისამართზე წარმოადგინოს ავტო სატრანსპორტო საშუალებები დათვალიერებისა და განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის.
წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტებს აეროპორტების გაერთიანება განიხილავს წარმოდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
ოპერატორის მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტების და ინფორმაციის წარმოუდგენლობის, არასრულად წარმოდგენის ან წარმოდგენილი დოკუმენტების აუქციონის პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აეროპორტების გაერთიანება უფლებამოსილია,  განუსაზღვროს გამარჯვებულს დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ოდენობით.
გამარჯვებულის მიერ აუქციონის პირობებთან სრულად შესაბამისი  დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის თაობაზე.  
·         ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანის უფლების ყველა პირობის მუდმივი დაცულობა, მგზავრთა გადაყვანის უფლების მოქმედების მთელ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, უზრუნველყოს მგზავრთათვის მისი მომსახურების მიწოდება/შეთავაზება უწყვეტ რეჟიმში. ამავე დროს, ოპერირება განახორციელოს მხოლოდ აეროპორტების გაერთიანებასთან წინაწარ შეთანხმებული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლების მეშვეობით.
·         ოპერატორმა მგზავრთა გადაყვანის უფლების მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად, წინასწარ, საანგარიშო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მოსაკრებლის გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ოპერატორს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
·         იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი დაარღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მგზავრთა გადაყვანის პირობებს (გარდა წინა პუნქტში აღწერილი დარღვევისა) და ვალდებულებას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით მისცეს გაფრთხილება ან დააკისროს პირგასამტეხლო, 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეულ დარღვევაზე ცალ-ცალკე, ერთჯერადად. „აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით ხარვეზის აღმოფხვრამდე შეუჩეროს ოპერირების უფლება ოპერატორს ან მისცეს გაფრთხილება, რაც არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს შესაბამისი პერიოდისთვის მგზავრთა გადაყვანის უფლების მოსაკრებლის გადახდისგან. აეროპორტების გაერთიანება უფლებამოსილია დარღვევის ხასიათისა და სიხშირის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის ხელშეკრულება. ამავე დროს, ერთი ინსპექტირების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა არსებით ვალდებულებებზე, არ იქნება ჩათვლილი ცალ-ცალკე დარღვევად დარღვევების სიხშირის განსაზღვრის მიზნებისთვის.
·         დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვით.
·         საწარმოს   გაყიდვის შემთხვევაში ქონების შემძენი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის ხელშეკრულება.
·         ოპერატორი ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია საკუთარი სახსრებით მიიღოს  სარეჟიმო ტერიტორიაზე შესასვლელი საშვები.
·          ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსის სწავლების გავლა საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით მისი ყველა იმ თანამშრომლის მიერ, რომელიც თავის ფუნქციია-მოვალეობებს ასრულებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.
·         იმ შემთხვევაში, თუ „აეროპორტების გაერთიანებამ“ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა უკან უბრუნდება.
·            გამარჯვებულ პირს  /ბე-ს თანხა ეთვლება  საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას).
·         გამარჯვებულის მიერ უფლების გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება.
·         გამარჯვებულის მიერ, სააუქციონო პირობებით დადგენილ ვადაში, ამავე პირობებით განსაზღვრული დოკუმენტების და ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ დოკუმენაციაში არსებული ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება.
·         აუქციონში გამარჯვებულზე მგზავრთა გადაყვანის  უფლება გადადის უფლების გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.
·         ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულების  შემდეგ.
ოპერატორი აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებს განათავსებს მხოლოდ საამისოდ აეროპორტების გაერთიანების მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. აეროპორტების გაერთიანება უფლებას იტოვებს წინასწარ 2 კვირით ადრე გაფრთხილების საფუძველზე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეცვალოს ავტომობილებისათვის გამოყოფილი ადგილები ან/და ადგილების რაოდენობა. ადგილების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, გამოყოფილი უნდა იყოს გასაჩერებელი ადგილები არანაკლებ 5 (ხუთი) სატრანსპორტო საშუალებისთვის.    
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლება.
 
შენიშვნა: უფლების ექსკლუზიურობა გულისხმობს იმას, რომ აეროპორტების გაერთიანება იძლევა გარანტიას, რომ მგზავრთა ტაქსებით გადაყვანის  უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში და რომელთანაც გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაყვანის თაობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში უფლების არმქონე პირების სატრანსპორტო საშუალებები არ იქნებიან დაშვებული აეროპორტების გაერთიანების მიერ უფლების მქონე პირებისთვის ამ პირობების შესაბამისად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მგზავრთა გადაყვანის უფლების არმქონე პირებზე უძრავი და მოძრავი ქონება არ გაიცემა სარგებლობის უფლებით,  აეროპორტში სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების მიზნებისთვის. ამასთანავე, აეროპორტების გაერთიანება არავითარი ფორმით არ იქნება პასუხისმგებელი მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მგზავრთა გადაყვანის უფლების მქონე პირებისთვის ამ პირობების შესაბამისად სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა) ტურისტული მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შემთხვევებზე, რომელიც გამიზნული იქნება მგზავრების კონკრეტული ჯგუფის გადასაყვანად და წინასწარ შეთანხმდება აეროპორტების გაერთიანებასთან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ცალ-ცალკე. აეროპორტების გაერთიანება არავითარი ფორმით არ იქნება პასუხისმგებელი, აეროპორტის ტერიტორიაზე მესამე პირების მიერ მგზავრებისთვის რაიმე სახის შეთავაზების განხორციელებაზე თუ დაცულია წინამდებარე პუნქტის მოთხოვნები.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.