დასახელება: მცენარეების მოვლის საშუალება
რეიტინგი: |
(0
ადამიანი)
|
---|---|
განაცხადის #: | 5863AC119 |
აუქციონის #: | 5863 |
ლოტის #: | 1 |
რაოდენობა |
72 ცალი |
შტრიხკოდი |
2000003882854 |
დარჩენილი დრო |
|
დაწყება/დასრულება |
10/12/2019 15:00 - 16/12/2019 15:00 |
ლოტის სტატუსი |
გაყიდული |
ნახვა: |
218 ჯერ |
მიმდინარე ფასი: | 0 e |
თქვენი ფასი: | e |
ბიჯი: |
დადება
|
ფასის ისტორია: | 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა |
---|---|
საწყისი ფასი: | 378.00 e |
ვაჭრობის ბიჯი: | 7.56 e |
საგარანტიო თანხა: | 113.40 e |
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: | 22.01.2020 |
ტელეფონი: | 2601601 |
თვისებები | ||||||||||||||||||||||
განმკარგავი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო | ||||||||||||||||||||||
|
აღწერილობა | ||||||
|
ხელშეკრულება
რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით,
თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ
წინამდებარე ხელშეკრულებას.
ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შეიძინოს /ლიზინგისფორმით სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება ,ივაჭროს ან გამოიყენოსსხვა რაიმე მომსახურება, რომელსაც თავაზობს ვებგვერდი,უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს.
ვებგვერდის გამოყენებამდე, გთხოვთ დეტალურად გაეცნოთაღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ,თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედებისფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ განაცხადეთ თანხმობახელშეკრულების მოქმედების თქვენზეგავრცელებაზე.
ხელშეკრულების პირობების გაცნობა და დადასტურება არ წარმოშობს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას.
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ საჯაროსამართლის იურიდიული პირი ,,საქართველოს ფინანსთასამინისტროს მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში –სააგენტო) და ნებისმიერი პირი, რომელიც დარეგისტრირდებავებგვერდზე (შემდგომში -მომხმარებელი).
მუხლი 1. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები
1. წინამდებარე ხელშეკრულებაში, გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან სხვა რამ გამომდინარეობს:
ა) სააგენტო - საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საიდენტიფიკაციო კოდი 205081249, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. #4, რომელიც აფორმებს წინამდებარე ელექტრონულ ხელშეკრულებას.
ბ) მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული ფორმით დათანხმებით, სააგენტოსთან აფორმებს ელექტრონულ ხელშეკრულებას.
გ) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც ინეტრნეტაუქციონზე ვაჭრობისას, დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს და გაიმარჯვებს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტაუქციონში.
დ) მხარე - სააგენტო, მომხმარებელი ან/და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული.
ე) მხარეები - სააგენტო, მომხმარებელი ან/და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ერთობლივად.
ვ) ინტერნეტაუქციონი - სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ ელექტრონული აუქციონების სისტემისwww.eaution.ge-ს საშუალებით გამოცხადებული აუქციონი.
ზ) ინტერნეტმაღაზია - სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ ელექტრონული სავაჭრო ობიექტი, სადაც ვაჭრობა წარმოებს ვებგვერდისwww.eaution.ge-ს მეშვეობით.
თ) ელექტრონული ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტრონული ფორმით.
ი) კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
კ) ქონება - ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის’’ განსაკარგავად გადაცემული ქონება.
ლ) ვებ-გვერდი www.eaution.ge - სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ ელექტრონული აუქციონების სისტემა.
მ) ბე - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება ინტერნეტაუქციონში მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა.
ო) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ, ქონების პრივატიზებისას წარსადგენი უპირობი და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
პ) ვებ-გვერდის www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა -სერვისების ერთობლიობა რომლის საშუალებითაც მომხმარებელი/ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირი წარადგენს/იხდის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე, ქონების საპრივატიზებო საფასურს შემდეგი მეთოდებით:
ა) საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ანგარიშსწორება;
ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდა;
გ) პირადი ანგარიშიდან გადარიცხვა(ინტერნეტ ბანკინგი);
დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა;
ე) გ) eMoney -ელექტრონული საფულე;
ვ) განვადება.
მუხლი 2 . ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულება, ვებგვერდზე შესაბამისიინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელსშესაძლებლობას შეიძინოს/ლიზინგის ფორმით სარგებლობაშიმიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებადა/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონება.
2. წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა უფლებამოვალეობებს, ელექტრონული აუქციონების სისტემისwww.eauction.ge-ს საშუალებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო პროცედურების გავლის, ელექტრონული ვაჭრობის განხორციელების, თანხის გადახდის, ქონების გადაცემის, ქონების მიღებისას და გატანისას.
3. ქონების შეძენით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ელექტრონული აუქციონების სისტემაში www.eauction.geდარეგისტრირება, ხელშეკრულების პირობების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება ნიშნავს სააგენტოსთან წინამდებარე პირობებით ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმებას;
მუხლი 3 . რეგისტრაციის პირობები
1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ დაიურიდიულ პირს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულიქონების შემძენი/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიმღები და/ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების შემძენიშეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი დასაქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადინომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“, ,,დაბადების თარიღის“ და ,,მომხმარებლის სახელის“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერავტომატურად ხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთაბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება. მონაცემების უტყუარობისშემთხვევაში, ხდება სქესის და იურიდიული მისამართის ველების ავტომატური შევსება. რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზეფიზიკური პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმისდარჩენილი ველები: „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტისმისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი.“
3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომერს,“ რის შემდეგაც სისტემის მიერავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთაბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება. მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში, ხდება „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ და „დასახელების“ ველების ავტომატური შევსება. რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზეიურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმისდარჩენილი ველები: „მომხმარებლის დასახელება,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, „მობილური ტელეფონისნომერი“ და “საბანკო რეკვიზიტები.
4. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი „დადასტურებისელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას,ასევე აქვს სიახლეების ხელმოწერის შესაძლებლობა.
5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაშიმითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნისაქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზევებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის გახნის შემდგომ,მომხმარებელი ავსებს ორ ველს: აქტივაციის კოდს დარეგისტრაციის დროს მითითებულ პაროლს. ინფორმაციისვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიურისისტემაში და ამით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.
მუხლი 4. ავტორიზაცია
ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვისავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლისსახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.
მუხლი 5. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება
1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს/ლიზინგის ფორმითსარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.
2. სააგენტო, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თურომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო ბეს გადახდა ანუპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორისელექტრონული) წარდგენა/გააქტიურება, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას.
3. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.
4. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოსინტერნეტაუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო დაგამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის ელექტრონული)წარადგინოს/გაააქტიუროს თითოეული ლოტისთვის ცალცალკე.
5.ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთარაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულიადანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურადუზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრებისმინიჭებას).
6. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობააქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის(ინტერნეტაუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის,მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ დაგანახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯისგათვალისწინებით.
7. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისითანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიღების თაობაზე. ფასისდადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველიჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასისდადება“ ზრდის ლოტის ფასს.
8. ინტერნეტაუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიცინტერნეტაუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლოგანახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტაუქციონი გამოცხადდა პირობებით,რომელიც დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, ასევე მან უნდა დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
9. ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადისამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასისდადება“ მოხდა ინტერნეტაუქციონის ვადის ამოწურვამდედარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტაუქციონისვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდებავაჭრობის დასრულებამდე.
10. ინტერნეტაუქციონის დასრულების შემდგომ სისტემაგამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე დამობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია ვებგვერდზე, აგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონისა და ლოტის ნომრის მითითებით.
11. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბეჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
12. ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე, საბანკოპლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაუბრუნდებაინტერნეტაუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 5 საბანკოდღის ვადაში იმ საბარათე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბეს გადახდა, ხოლო www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორებისსერვისით სარგებლობისას, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, ინტერნეტაუქციონის შედეგების დადგომისთანავე, მის მიერ გადახდის დროს მითითებულანგარიშზე, ან სს ,,ლიბერთი ბანკის'' ნებისმიერ ფილიალში,პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
მუხლი 6. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებისლიზინგის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგისფორმით სარგებლობაში გადაცემის დროს, ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულ პირს ქონება გადაეცემა სარგებლობაშიგანსაზღვრული ვადით, საზღაურის სანაცვლოდ, მისი შესყიდვისუფლებით.
2. ინტერენტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან,არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში, სააგენტოსა და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდებახელშეკრულება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებისლიზინგის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, რომლისსაფუძველზეც მხარეები თანხმდებიან შესაბამის პირობებზე.
მუხლი 7. ინტერნეტმაღაზია
1. ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვისმომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია.
2. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლიამხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომელსაც მითითებული აქვსსიმბოლო .
3. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევისშემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელისდაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდისგვერდზე.
4. ინტერნეტ–მაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ისპირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.
მუხლი 8. www.eauction.ge -ს მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესი და პირობები:
1. www.eauction.ge-ს მობილურ ვერსიით - მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ქონების შეძენა ინტერნეტაუქციონის/ინტერნეტმაღაზიის გზით.
www.eauction.ge -ს მობილური აპლიკაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მობილური ტელეფონის მეშვეობით გამოიყენოს ვებგვერდის ძირითადი მოდულები: რეგისტრაცია, ავტორიზაცია, გადახდები და ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება; განახორცილოს მიმდინარე და დასრულებული ლოტებისძიება შემდეგი პარამეტრებით: ლოტის დასახელებით და განაცხადის ნომრით; გაფილტროს ქონება: პარტნიორების, კატეგორიების, VIP, საუკეთესო შემოთავაზებების და ახალი დამატებული ლოტების, დასრულებამდე დარჩენილი დროის და ფასის მიხედვით.
2. სააგენტო www.eauction.ge-ს მობილური აპლიკაციის სარგებლობის დროს არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მობილური ტელეფონის გაუმართაობის ან ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
მუხლი 9. მხარეთა უფლებამოსილება
1. სააგენტო უფლებამოსილია :
ა) შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ინტერნეტაუქციონშიმონაწილეობის მიღების წესი, ინტერნეტ–მაღაზიის მეშვეობითქონების შეძენის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს. ამცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინიგანთავსდება ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის,რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონომოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო,რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითონსააგენტოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგიტრაცია და შესვლავებგვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორადმოქმედებს;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან დარაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისიზომები.
2. სააგენტო ვალდებულია :
ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს და ინტერნეტმაღაზიისმეშვეობით ქონების შემძენს, შესაბამისი თანხის გადახდისშემდეგ, ხოლო ლიზინგის ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების სარგებლობაში მიმღებს, ხელშეკრულებისპირობების შესაბამისად, გადასცეს ქონება;
ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
3. მომხმარებელი უფლებამოსილია :
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს/ლიზინგის ფორმითსარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულიქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია :
ა) დაიცვას ხელშეკრულების პირობები;
ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს ქონებისღირებულება;
გ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შეძენილიქონების მიღება;
დ) მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურადგაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.
მუხლი . 10 ანგარიშსწორება
1. ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე შესაძლებელია ქონების შეძენა/სარგებლობის უფლების მიღება სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით, კერძოდ:
ა) ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი);
ბ) პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდი;
გ) eMoney -ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;
დ) ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი(ინტერნეტ ბანკინგი);
ე) ელექტრონული საბანკო გარანტიით გადახდის მეთოდი;
ვ) ელექტრონული განვადებით ნივთის შეძენის მეთოდი.
მუხლი 11. გადახდის მეთოდები:
1. ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი(ბილინგი):
ა) მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბეს/დარჩენილიღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახებაელექტრონული აუქციონის სისტემაში.
ბ) გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკშიუნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი.
გ) ბეს გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ინტერნეტაუქციონზე შეტანილი თანხების ვებგვერდზე ასახვა.
დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა, შესაბამისი სერვისის მეშვეობით, აცნობებს სს ,,ლიბერთი ბანკს“ იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც სს ,,ლიბერთი ბანკის“ საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
1) აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების ბეს/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხებასააგენტოს ანგარიშზე.
2) აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები უბრუნდებათ პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს პირად მონაცემებში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.
ე) აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საკომისიოს განსაზღვრავს ლიბერთი ბანკი.
ვ) სხვა ბანკების მეშვეობით სააგენტოს სატრანზიტო ანგარიშზე ჩარიცხული ბეს/დარჩენილი ღირებულების თანხები ან პირდაპირ სააგნეტოს ანგარიშზე გადახდილი თანხები არაისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონებისსისტემაში. ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდისქვითარი წარადგინოს სააგენტოში, ხოლო თანხის უკან დასაბრუნებლად განცხადებით მიმართოს სააგენტოს.
2. პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდი:
ა) მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ბეს/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა.
ბ) პლასტიკური ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის პლასტიკური ბარათის საგადახდოსისტემაში, სადაც ავსებს პლასტიკური ბარათის მონაცემებს დაახორციელებს გადახდას.
გ) ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელიავტომატურად მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობისუფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემის შესაბამისი სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგები ეცნობება ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
1. გამარჯვებულ მომხმარებელს ბეს თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.
2. დამარცხებულ მომხმარებელს ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.
ე) თანხის ელექტრონულად გადახდის შემთხვევაში,მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/დარჩენილი ღირებულების თანხადა ასევე ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
ვ) აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, ხოლო აუქციონში დამარცხების შემთხვევაში, ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.
3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი:
ა) მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბეს/დარჩენილიღირებულების გადახდა eMoney-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით.
ბ) www.eauction.ge-ს სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney-ს ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ახლად დარეგისტრირებული ყოველი მომხმარებლისათვის.
გ) eMoney-ს გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney -სსაგადახდო სისტემაში,სადაც ახორციელებს გადახდას.
დ) ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ,მომხმარებელი მოიპოვებს კონკრეტულ ლოტზე აუქციონშიმონაწილეობის უფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney -ს ანგარიშზე.
ე) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა შესაბამისი სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ს საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
1) აუქციონში გამარჯვებული მონაწილის ბეს/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე eMoney-ს მიერ დაწესებული ვადების განმავლობაში.
2) მომხმარებელს, აუქციონში დამარცხების შემთხვევაში, გადახდილი ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.
3) ბეს/დარჩენილი ღირებულების თანხის ელექტრონულადგადახდის შემთხვევაში, მოხმარებლის საბარათე ანგარიშზეუნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/დარჩენილი ღირებულების თანხა და ასევე ბანკის საკომისიო,eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი (ინტერნეტ ბანკინგი):
ა) მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბეს/დარჩენილიღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის (ინტერნეტ ბანკინგის) გამოყენებით.
ბ) აღნიშნული მეთოდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში,რეკომენდირებულია საგარანტიო თანხის გადარიცხვაგანხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 28საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 10:00-19:00, შაბათ-კვირის გარდა), რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა.
გ) გადარიცხვა ხორციელდება შემდგენაირად: ლოტზეწარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" წარმოდგენილიჩანაწერი სრული სიზუსტით უნდა მოინიშნოს და იგივესიზუსტით ჩაიწეროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.
დ) მას შემდეგ, რაც დასრულდება აუქციონი:
1) აუქციონში გამარჯვებული მონაწილის ბეს/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
2) აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ბეს თანხები დაუბრუნდებათ უკან გადარიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე.
5. ელექტრონული საბანკო გარანტიით გადახდის მეთოდი
ა) ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებაშესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც მითითებულიაელექტრონული საბანკო გარანტიის ვადა.
ბ) რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტული საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის დაწესებულებაში. საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ ლოტში, ირჩევს საგარანტიო თანხის გადახდას, აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი დაPIN კოდი, რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
გ) მას შემდეგ, რაც დასრულდება აუქციონი:
1) აუქციონში გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ,ელექტრონული საბანკო გარანტია განიბლოკება. დამარცხებულმომხმარებელს გაუუქმდება ელექტრონული საბანკო გარანტია.
6. ელექტრონული განვადებით ნივთის შეძენის მეთოდი
ა) ლოტის გვერდზე, რომლის ღირებულება აღემატება 150 ლარს და რომელზეც დაწესებულია ბეს თანხა, მომხმარებლისთვისხელმისაწვდომია დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული განვადების მეშვეობით.
ბ) განვადებით ქონების შეძენის შემთხვევაში,მომხმარებელიგადამისამართდება სს ,,ლიბერთი ბანკის“ ონლაინ განვადების გვერდზე, სადაც ავსებს განაცხადს და უთითებს ლოტისთვის შესაძენი ღირებულების სავარაუდო თანხას.
გ) განაცხადის შევსების შემდეგ, მოხმარებელს უკავშირდება ბანკის თანამშრომელი, რომელიც აცნობებს ბანკის მიერ მიღებულ გადაწყევტილებას განვადების დამტკიცების/არ დამტკიცების შესახებ.
დ) გამარჯვების შემთხვევაში, იმ მომხმარებელთან, რომელსაც დაუმტკიცდა ელექტრონული განვადება, ბანკი აფორმებს ხელშეკრულებას და ინტერნეტ აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს ანგარიშზერიცხავს ლოტის სრულ ღირებულებას.
ე) იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ იქნება ასახული სისტემაში, აღნიშნული მომხმარებელს არ ჩაეთვლება გადახდაში, ხოლოსააგენტო იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
ვ) თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებითწარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.
12. ქონების საფასურის გადახდის ვადა
1. ინტერნეტაუქციონი
ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა ქონების საფასური უნდა გადაიხადოს ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს10 (ათი) კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიისთანხა) უკან არ უბრუნდება.
ბ) ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით რეალიზების/პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია განისაზღვროს ქონების საფასურის გადახდის უფრო ხანგრძლივი ვადა (რაც მითითებული იქნება სააუქციონო განაცხადში).
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგისფორმით სარგებლობაში მიღების შემთხვევაში, ლიზინგის საგნისშესყიდვის მთლიანი ღირებულება და სარგებლობის თანხა, ასევეთანხის გადახდის ვადები განისაზღვრება სააგენტოსა დაინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებულიხელშეკრულებით.
დ) ქონების შეძენის შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლებისმოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის და ქონებისმიღების (პირგასამტეხლოს არსებობის შემთხვევაში, მისი გადახდის) შემდეგ.
ე) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2 . ინტერნეტმაღაზია :
ა) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში,ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საბანკო პლასტიკურიბარათით ვებგვერდიდან.
ბ) გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლისმიერ არჩეული ქონება იჯავშნება 10 წუთით, რომლისგანმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოსქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არგანხორციელდა 10 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება დაქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციისმიზნით.
გ) წარმატებული გადახდის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლიამიუთითოს, თუ სად და როდის სურს მას შეძენილი ქონებისმიღება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ექვემდებარება ადგილზემიტანის სერვისს.
მუხლი 13. ქონების მიღება
1.ინტერნეტაუქციონის მეშვეობით ქონების შეძენისის შემთხვევაში:
ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხისგადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაშისაკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ არ სარგებლობს ,,ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა დაუწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო/საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში არანაკლებ 1 ლარისა.
გ) ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით რეალიზების/პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია განისაზღვროს ქონების გატანის უფრო ხანგრძლივი ვადა (რაც მითითებული იქნება სააუქციონო გაანაცხადში).
დ) თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევისთვის დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.
2 . ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენისის შემთხვევაში:
ა) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენისას, მყიდველივალდებულია არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაშიგაიტანოს ეს ქონება, იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებაზე არვრცელდება ,,ადგილზე მიტანის" მომსახურება. ამ პირობისშეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებასქონებაზე და მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება ,,ადგილზემიტანის" მომსახურება, მყიდველმა ვებგვერდზე უნდა შეავსოსადგილზე მიტანის განაცხადი და 24 საათის განმავლობაშიმიიღებს შეძენილ ქონებას.
3. სხვა პირობები ინტერნეტაუქციონთან დაკავშირებით:
ა) სააგენტოს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვისქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე მხარეთადა/ან უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებით.
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგისფორმით სარგებლობაში მიღების შემთხვევაში, ქონებისმიწოდების ვადა და ადგილი განისაზღვრება სააგენტოსა დაინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებულიხელშეკრულებით.
გ) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონებისმიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისიხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არგამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონებაუნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს,რაოდენობას და ხარისხს.
დ) სააგენტოს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება ითვლებაშესრულებულად ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონებისშემძენის/ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების მყიდველისგანკარგულებაში გადაცემის შემდეგ, ინტერნეტაუქციონისშემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებისმომენტიდან.
ე) რეალიზებული/პრივატიზებული და გადაცემული (გარდალიზინგის ფორმით საგებლობაში გადაცემისა) ქონება არშეიძლება დაუბრუნდეს სააგენტოს.
მუხლი 14. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებულივალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდშესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეებიპასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შეძენილ ნებისმიერ ქონებასთან/ქონების ერთობლიობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი შესაძლო საგადასახადო ან/და სხვა სახის ვალდებულებები.
მუხლი 1 5 . კონფიდენციალურობა
1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეულიპაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
2. აკრძალულია ხელშეკრულების მე-3 მუხლში მოცემულიპარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობასმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაციათავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლიცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდაშეცვალოს.
მუხლი 1 6 . მოქმედი კანონმდებლობა
1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზემოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვასმხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით,წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.
მუხლი 1 7 . დამატებითი პირობები
1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. ისეთი სახეობის ქონების შეძენის შემთხვევაში, რომლისრეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ სამსახურში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე შეძენილი ქონებისგატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟოპროცედურების განხორციელებაზე.
4. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებახორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილურიტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაცჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.