დასახელება: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა #6-ში (ს.კ #34.02.62.434) მდებარე 169,21 კვ.მ ფართობი, მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნით
სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
შენობის პროექტი
არასტანდარტული
შენობის მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
სათავსო
გადახდის ბოლო ვადა
06.09.2021
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა
1877
სარგებლობაში გადაცემის ვადა
5 წელი
ზომის ერთეული
კვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი
599151908; 595796226
აღწერილობა
აღწერილობა
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში.საკონტაქტო ტელ: +995599151908, +995595796226
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა
დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასაცემი 169,21 კვ.მ ფართი მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის #6 შენობა-ნაგებობაში (ს/კ 34.02.62.434). ფართი მოიჯარის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. დეტალური ინფორმაცია და პირობები იხილეთ ქვემოთ. ლოკაცია და პირობებში მითითებული სხვა დანართები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებად.
პირობა
·აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან. ·იჯარით გადასაცემი ფართი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა N6-ში 169.21 კვ.მ ფართობი (დანართი #1-ის შესაბამისად), მათ შორის, დახლის და სამზარეულოს ტერიტორია - 48.31 კვ.მ. მაგიდების გაშლის ფართი დახლის გარშემო - 120.9 კვ.მ. დასაშვებია მცირედი კორექტირება ფართის განაწილებასთან დაკავშირებით ისე, რომ არ შეიცვალოს იჯარით გადასაცემი/გადაცემული ფართის ჯამური მოცულობა, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით. დათქმა დანართ N1-თან დაკავშირებით: დანართში იჯარით გადასაცემი ფართობი მონიშნულია მწვანედ. წარწერები, აღნიშვნები და სხვა ინფორმაცია, რომელიც დატანილია დანართზე, გარდა მოფრენა-გაფრენის დარბაზების ტერმინალში განლაგებისა და იჯარით გადასაცემი ფართობისა, მითითებულია მხოლოდ ინფორმაციის სახით. აეროპორტი არ კისრულობს დანართში მოცემული სხვა ინფორმაციის უცვლელი სახით შენარჩუნების ვალდებულებას. აეროპორტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეცვალოს იგი. ·დანიშნულება - დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართში უნდა მოეწყოს მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი (შემდგომში - ობიექტი). აღნიშნული გულისხმობს დახლებიდან და თაროებიდან პროდუქციის რეალიზაციას, ისევე როგორც მზა პროდუქციის თან წაღების სერვისისა (ე.წ. Take Away) და ადგილზე კვების მომსახურების მიწოდებას. ობიექტში კვების მომსახურება უნდა ხდებოდეს დახლიდან, თვითმომსახურებით, თუმცა მოიჯარის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია კვების მომსახურების მიწოდება მაგიდასთან მომსახურებით. პროდუქციის რეალიზება, გარდა დახლიდან გასაყიდი საკვები პროდუქციისა უნდა ხდებოდეს თაროებიდან; ·სარგებლობის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელი. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) წლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გადახედვა. ასეთ შემთხვევაში, ახალი ფასი უნდა განისაზღვროს იმ დროისთვის არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხისა; ·ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური მინიმალური საწყისი ოდენობები განისაზღვროს, წლიურ მგზავრთნაკადზე მიბმული სქემის შესაბამისად. კერძოდ: · 0 – 500,000 მგზავრი: 3,000.0 (სამიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით); · 500,001 – 1,000,000 მგზავრი: 5,000.0 (ხუთიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით); ·1,000,001-დან და ზემოთ მგზავრი: 7,500.0 (შვიდიათასხუთასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით). ·აუქციონზე ვაჭრობა გაიმართება წლიური 0 – 500,000 მგზავრის შემთხვევაშიგადასახდელ საიჯარო თვიურ მინიმალურსაწყის ოდენობაზე. 500,001 – 1,000,000, ისევე როგორც 1,000,001 და ზემოთ მგზავრთნაკადის შემთხვევაში, თვიური საიჯარო თანხის მინიმალური საწყისი ოდენობები დაკორექტირდება აუქციონში ნავაჭრის პროპორციულად და ხელშეკრულებაში დაფიქსირდება პროპორციულად გაზრდილი ოდენობები. მაგალითისთვის: იმ შემთხვევაში თუკი აუქციონი დასრულდება 3,900.0 ლარზე, ზემოთმოცემული ფასები თითოეული გაიზრდება 30%-ით - მაგალითისთვის, 500,001 – 1,000,000 მგზავრზე, თვიური საიჯარო ქირა გახდება 6,500.0 ლარი. თვიური საიჯარო ქირა 100,000,001 და მეტ მგზავრზე გახდება 9,750.0 ლარი. · აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი/წარმოსადგენი უპირობო და გამოუხმობის საბანკო გარანტიის/ბეს თანხაგანისაზღვროს 10,800.0 (ათიათასრვაასი) ლარის ოდენობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ვადას. ·ხელშეკრულების საბოლოო თვიური საიჯარო თანხა განისაზღვროს მოიჯარის მიერ ყოველთვიური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მგზავრთნაკადზე დამოკიდებული საიჯარო თანხის თვიური ოდენობისა, ზემოთ მითითებული სქემისა და პირობების შესაბამისად. ·ინტერნეტით სარგებლობის საფასური, ისევე როგორც ელექტროენერგიით სარგებლობის საფასური წარმოადგენს მოიჯარის ხარჯს. ელ. ენერგიის მრიცხველი მეიჯარის მიერ დამონტაჟებულია ობიექტისთვის. წყლით სარგებლობის საფასური შედის იჯარის ღირებულებაში. ·გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე; ·მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში სრულად მოაწყოს ობიექტი ოპერირებისთვის. ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ ვადის ამოწურვამდე პერიოდი სრულად, ითვლება საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდად. ამავე ვადის დასრულებისას, მოიჯარე ვალდებულია დაიწყოს ობიექტის ოპერირება ამ აუქციონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად (შემდგომში - საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდი). აღნიშნული ვადა ცალმხრივი შეტყობინებით შესაძლებელია გადაიდოს აეროპორტის მიერ არაუმეტეს ორი თვის ვადით; ·ობიექტმა ოპერირება უნდა დაიწყოს საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდის ბოლო დღის მომდევნო კალენდარულ დღეს. ·საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდში თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით. გამოცდილება და მისი დადასტურება: ·გარდა ქვემოთმოცემული საგამონაკლისო შემთხვევისა, აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის ობიექტის, ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება, უწყვეტად ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (ჩაითვლება 2018, 2019, 2020 ან/და 2021 წლებიდან რომელიმე სამი ერთმანეთს მიყოლებული წელი). ამასთან, აუქციონში გამარჯვებისას უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის ობიექტი ამავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში. ამასთან, კომპანიას ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (ჩაითვლება 2018, 2019, 2020 ან/და 2021 წლებიდან რომელიმე სამი ერთმანეთს მიყოლებული წელი) ცალ-ცალკე თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს ბრუნვა არანაკლებ 3,000,000 (სამი მილიონი) ლარისა ან მეტი. ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აეროპორტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოუდგინოს:: ა) შესაბამისიამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რითიც დასტურება შესაბამისი უძრავი ქონების/ფართის ფლობა/სარგებლობა; ბ) შესაბამისი ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (მათ შორის მოქმედი), რითიც დასტურდება შემდეგი ეკონომიკური საქმიანობის სახეები კომპანიაზე: C.10.85.0 კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება ან I.56.10.0 რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; ასევე, G.47.11.0 საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით; გ) ერთი სავაჭრო ნიშნით ობიექტების ოპერირების დასადასტურებლად, გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს იფორმაცია, რომელიც დადასტურებს აუქციონში გამარჯვებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მომენტისთვის, ერთი და იგივე სავაჭრო ნიშნით შესაბამისი ობიექტების ოპერირებას; დ) ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების დადასტურება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე კომერციული ბანკის ოფიციალური წერილის ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე. ე) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ნაცვლად/დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას იჯარის ხელშეკრულებები, რომელიც მოიცავს შესაბამის ინფორმაციას. ·ზემოაღნიშული მოთხოვნებიდან გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონში გამარჯვებული გეგმავს ობიექტის განთავსებას ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რომელიც მსგავსი ტიპის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტით წარმოდგენილია მინიმუმ ორ ქვეყანაში, გარდა საქართველოსი.აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია სასაქონლო ნიშნით იდენტიფიცირებული კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდი. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სალიცენზიო ხელშეკრულება, ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ან/და სასაქონლო ნიშანზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი დასტური, რომელიც დაადასტურებს აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოიჯარის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების დაკარგვის ან/და გამოყენების უფლების სხვაგვარად შეზღუდვის შემთხვევაში, რაც შეუძლებელს გახდის ან გაართულებს მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, აეროპორტი უფლებამოსილია დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ·კალენდარული წლის იანვრის თვიდან ითვლება აეროპორტის მგზავრთანაკადი, რომლის პროგნოზს წლის დასაწყისში ან ხელშეკრულების გაფორმებისას, აეროპორტი უგზავნის მოიჯარეს. მოიჯარისთვის აღნიშნული კალენდარული წლის მანძილზე თვიური საიჯარო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა ხდება აღნიშნული პროგნოზიდან გამომდინარე. კალედარული წლის დასასრულისას, არაუგვიანეს პირველი თვის 10 რიცხვისა, მოიჯარეს გადაეგზავნება აეროპორტის წლიური მგზავრთანაკადის ფაქტობრივი მონაცემები, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდება წლის ჭრილში მოიჯარის მიერ გადასახდელი თვიური საიჯარო თანხის მინიმალური ოდენობა. ასეთ შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებები გაქვითონ სამომავლო გადახდებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს უახლოესი მომდევნო ყოველთვიური ანგარიშსწორებისას ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მიმდინარე კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე. ·მაშინ, როდესაც ყოველთვიური საიჯარო ქირის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა ხდება არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის პროგნოზის ან/და ფაქტობრივი მონაცემების კალკულაცია ხდება ქვემოთმოცემული პრინციპით: 1.არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის პროგნოზი გამოიანგარიშება შესაბამისი საპროგნოზო თვეებისთვის ჯამური საპროგნოზო მგზავრთნაკადის რაოდენობიდან თვიური საშუალო მგზავრთნაკადის გამოანგარიშებით და აღნიშნული ციფრის 12-ზე გამრავლებით. 2.არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის ფაქტობრივი მონაცემი გამოიანგარიშება შესაბამისი განვლილი თვეების ჯამური ფაქტობრივი მგზავრთნაკადის რაოდენობიდან თვიური საშუალო მგზავრთნაკადის გამოანგარიშებით და აღნიშნული ციფრის 12-ზე გამრავლებით. ·მოიჯარე ვალდებულია ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული ანგარიში, მის მიერ ობიექტიდან ყოველდღიურად გაყიდული ყველა პროდუქციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ. ყოველთვიური ანგარიში, სხვა ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველდღიური ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ ზეტ ანგარიშის ასლებს, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ - ტერმინალიდან ამონაწერების ასლებს. ·აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება: ყოველ კალენდარულ წელს, არაუგვიანეს 30 ივნისისა, მოიჯარე ვალდებულია წარუდგინოს მეიჯარეს ამონაწერი წინა საიჯარო წელს ობიექტზე მოიჯარის წლიური ბრუნვის (თვეების მიხედვით) შესახებ აუდირებული დასკვნიდან. დასაშვებია ცალკე აუდიტორული დასკვნის წარმოდგენაც ობიექტზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აეროპორტი უფლებას იტოვებს დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტიას/ბეს ვადა ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე გასდის, მოიჯარე ვალდებულია გაუგრძელოს ასეთ გარანტიას მოქმედების ვადა, ან აუდირებული დასკვნა წარმოადგინოს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე. თუ საგარანტიო თანხა/ბე დეპონირებულია აეროპორტის ანგარიშზე, აეროპორტი უფლებამოსილია არ დააბრუნოს საგარანტიო თანხა/ბე, აუდირებული დასკვნის წარმოდგენამდე; ·აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 15,000.0 (თხუთმეტიათასი) ლარი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ამავე ოდენობით , რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 7 დღით. ·აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ობიექტის სავაჭრო სახელი და არ შეცვალოს იგი აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. აღნიშნული სავაჭრო ნიშანი უნდა იყოს იგივე სავაჭრო ნიშანი, რომლითაც გამარჯვებული დაადასტურებს ამ აუქციონით მოთხოვნილ გამოცდილებას, თუ მხარეთა შორის სხვაგვარად არ შეთანხმდება. ·მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ობიექტზე წარმოადგინოს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატივებთან შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომში - შესაბამისობის სერტიფიკატი). მოიჯარე ვალდებულია შესაბამისობის სერტიფიკატი ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რასაც დროთა განმავლობაში გაითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, წარმოადგინოს პერიოდულად, აეროპორტების გაერთიანების მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში; დაზღვევა: ·ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს ობიექტის ოპერირების დაწყებამდე, მოიჯარემ აეროპორტს უნდა წამოუდგინოს ობიექტის მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მოქმედი პოლისი (GTPL). ასეთი დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ობიექტის ოპერირების სრული პერიოდის მანძილზე. სადაზღვევო პოლისში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მითითებული უნდა იყოს როგორც დამატებით დაზღვეული. ·მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის თანამშრომლებსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დასაქმებულებს, გაუკეთოს ფასდაკლება (მინ. 40%), ობიექტში ხელმისაწვდომ ადგილზე კვების კატეგორიაში მყოფ პროდუქციაზე; ·ობიექტი უნდა პასუხობდეს აეროპორტში წარმოდგენილი მგზავრების ყველა სეგმენტის მოთხოვნებს; ·აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, პარკი რომელიც განკუთვნილი იქნება ობიექტიდან საქონლის რეალიციისას ასეთი საქონლის ან პროდუქტის მოსათავსებლად, მისი გადატანის მიზნით, დაბრენდოს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ლოგოთი (დიზაინი აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით); ·ობიექტში წარმოდგენილი სერვისის/პროდუქციის სარეალიზაციო ფასი შესაბამისი/შესადარი უნდა იყოს მათ საბაზრო ღირებულებასთან; ·აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს კვების ობიექტის მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით, რომლის დიზაინიც წინასწარ უნდა შეუთანხმდეს აეროპორტს, ოპერირების დაწყებამდე; ·ობიექტის მომსახურე პერსონალი სასაუბრო დონეზე უნდა ფლობდნენ ინგლისურ და ქართულ ენებს; ·აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი/სტანდარტი; ·ობიექტის ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია, რის თაობაზეც ობიექტში უნდა გაკეთდეს სპეციალური აღნიშვნები მინიმუმ ქართულ და ინგლისურ ენებზე; ·ობიექტში, მომხმარებელზე გათვლილი ნებისმიერი ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ·მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტის მუშაობა ყოველ დღე 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით ავიარეისების განრიგის გათვალისწინებით; ·ობიექტში შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისევე პლასტიკური ბარათით (მათ შორის VISA, MasterCard), უკონტაქტოდ. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დეტალური ჩეკის, ინვოისის ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის გაცემა; ·მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის, მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ/დალაგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით; ·მოიჯარე ვალდებულია, თავად მიიღოს ზომები მის სარგებლობაში არსებული ფართის და შესაბამისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, საიჯარო ფართის ან ინვენტარის მესამე პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში; ·ობიექტის მიერ, მკაცრად უნდა იყოს დაცული სანიტარული ნორმები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარული ნორმების მუდმივ რეჟიმში დაცვის სათანადო კონტროლი. განსახორციელებელ მინიმალურ რეკლამასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ·მოიჯარე ვალდებულია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად განახორციელოს მარკეტინგული აქტივობა ობიექტის (მათ შორის სარეალიზაციო პროდუქციის) რეკლამირებისთვის. აღნიშნული მიზნით, მოიჯარემ ყოველწლიურად უნდა გამოყოს მინიმალური სავალდებულო სარეკლამო ფონდი, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: üსახელშეკრულებო ურთიერთობის პირველი წლისთვის: მინიმალური სავალდებულო სარეკლამო ფონდი (დღგ-ს ჩათვლით) = (აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი x 12) x 0.5% üყოველი შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის წლისთვის: მინიმალური სავალდებულო სარეკლამო ფონდი (დღგ-ს ჩათვლით) = (მიმდინარე წლის საიჯარო თვიური ქირა x 12) x 0.5%ზემოაღნიშნული ფონდის მიზნობრივი გამოყენება დადასტურებდება ამ აუქციონის პირობების შესაბამისად ყოველწლიურად წარმოსადგენი აუდიტის დასკვნის ფარგლებში. ·აეროპორტი იტოვებს უფლებას, თავად ან მესამე პირების მეშვეობით განახორციელოს სარეკლამო მომსახურების გაწევა ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაუშებელია ობიექტში მესამე პირების, მათი საქმიანობის ან/და პროდუქციის სარეკლამო მასალის ნებისმიერი სახითა და ფორმით გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოიჯარე ობიექტში უკეთებს აღნიშნულ პროდუქციას რეალიზაციას. ·ობიექტიდან დასაშვებია მხოლოდ აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფების პროდუქციის რეალიზაცია. ქვემოთ მოცემულია მინიმალური სარეალიზაციო პროდუქციის კატეგორიები/სასაქონლო ჯგუფები და განსაკუთრებული მოწესრიგება ზოგიერთი კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფის პროდუქციის რეალიზაციის მიმართ. აეროპორტი იტოვებს უფლებას უარი უთხრას ობიექტს ნებისმიერი ახალი შემოთავაზებული კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფის პროდუქტის რეალიზაციაზე. მინიმალური პროდუქციის კატეგორიების/სასაქონლო ჯგუფების თაობაზე გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნას აეროპორტის მიერ, მოიჯარის მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში. ·მინიმალური პროდუქციის კატეგორიები/სასაქონლო ჯგუფები, რომელთა რეალიზაციაც უნდა მოხდეს ობიექტის მიერ: 1.ადგილზე კვება: -ცივი არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის მინერალური წყალი, გაზიანი მინერალური წყალი); -ცხელი არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის ყავის ნაირსახეობა, ჩაის ნაირსახეობა); -სენდვიჩები (მინიმუმ ოთხი სახეობა, მათ შორის ვეგეტარიანული ალტერნატივით); -პურ - ფუნთუშეული და ტკბილი დესერტი (მათ შორის მინიმუმ ორი სახეობის კრუასანი, ხაჭაპური და სხვა მინიმუმ ორი სახეობის გამომცხვარი პროდუქტი, მათ შორის ვეგეტარიანული ალტერნატივით); -სალათი (მინიმუმ ორი სახეობა, მათ შორის ვეგეტარიანული ალტერნატივით); -საუზმე და ლანჩ მენიუ; -საკვები პროდუქცია მომხმარებელთათვის ლაქტოზასა და გლუტენთან შეუთავსებლობით; -ვეგანური საკვები პროდუქცია. 2.სასურსათო საქონელი (მათ შორის არაალკოჰოლური სასმელი, ბაკალეა, სნეკი (მათ შორის ტკბილი და მარილიანი), ტკბილეული, შოკოლადი, რძის ნაწარმი, საღეჭი რეზინი), აეროპორტთან შეთანხმებით; 3.საყოფაცხოვრებო საქონელი (მათ შორის პირბადე და ხელის სადეზინფექციო ხსნარი) (მათ შორის სამგზავრო ზომის და სპეციფიკის), აეროპორტთან შეთანხმებით; 4.ყვავილების თაიგულები (დამატებით, დასაშვებია მცირე ზომის ქოთნის სასაჩუქრე ყვავილებიც); 5.ჟურნალ-გაზეთები. ·ზოგიერთი კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფების პროდუქცის რეალიზაციის განსაკუთრებული მოწესრიგება: მოიჯარე უფლებამოსილია, აეროპორტის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, ქვემოთმოცემული პროდუქციის რეალიზება მოახდინოს მითითებული პირობების შესაბამისად: 1.დაუშვებელია ადგილზე მოხმარების მიზნით ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია, გარდა ლუდის ან/და 1%-4% ალკოჰოლის შემცველობის პროდუქტისა, რომელიც გაიყიდება ბოთლით. დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის თან წაღების (ე.წ. Take Away) სერვისის შეთავაზება. ალკოლოკური სასმელის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ თაროდან, მთლიანი/შეფუთული ბოთლებით; 2.თამბაქოს რეალიზაცია - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა მხოლოდ კოლოფით. დაუშვებელია თამბაქოს რეალიზაცია ბლოკით. ·აუქციონში გამარჯვებული პირი (მოიჯარე) ვალდებულია აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, საკუთარი სახსრებით მოაწყოს საიჯარო ფართი, აღჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარითა და ავეჯით (მათ შორის სამზარეულოთი, გამწოვით, მაგიდებით და სკამებით, დახლით), ასევე ოპერირებისთვის აუცილებელი დანადგარებით, აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით; ·ხელშეკრულების დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ მოწყობილი უძრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული საიჯარო ქონებასთან რჩება აეროპორტის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. ·ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მოამზადოს და აეროპორტთან შეათანხმოს ობიექტის შიდა განლაგება და დიზაინი, მოთხოვნის შემთხვევაში ნიმუშებიც. მაგიდების გაშლის ფართი და განლაგება უნდა შეთანხმდეს აეროპორტთან. შეთანხმების მიზნით აუქციონში გამარჯვებულმა აეროპორტს უნდა წარუდგინოს ობიექტის რენდერები, ზომების, მასალებისა და ფერების მითითებით. აეროპორტის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს დამატებითი ინფორმაცია; ·გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილი დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს აეროპორტის კონცეფციასა და დიზაინს და ჰარმონიულად ერწყმოდეს მის ინტერიერს. აღნიშნული პრინციპის დასაცავად, აუქციონის პირობებს თან ერთვის აეროპორტის რენდერები (დანართი N2), ობიექტის ხედი (დანართი N3), ობიექტის დახლის შემოთავაზებული ზომები და დიზაინი (დანართი N4), ობიექტის კედლის განშლა და სექციის ფრაგმენტები (დანართი N5), რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის დიზაინის შემოთავაზებისას; ·აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გაითვალისწინოს აეროპორტის შენიშვნები ობიექტის შიდა განლაგებისა და დიზაინის (მათ შორის ფერის, მასალის, ზომების) თაობაზე; ·ობიექტის სავაჭრო სახელი/ნიშანი ხილვადი უნდა იყოს სამგზავრო ტერმინალის მოფრენის დარბაზის საერთო სივრცის ნებისმიერიწერტილიდან. ·აეროპორტთან შეთანხმებული განლაგება და დიზაინი თან დაერთვება ხელშეკრულებას; ·დაუშვებელია მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი. ტექნიკური დეტალები: ·ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 30 კილოვატს. საჭიროების შემთვევაში, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია აღნიშნული მოცულობის გაზრდა აეროპორტის ინფრასტრუქტურისა და ელ. მომარაგების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აეროპორტი უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნილი სიმძლავრის გაზრდაზე; ·ობიექტამდე მიყვანილია სასმელი წყალი, კანალიზაცია და ქსელური ინფრასტრურა; ·ობიექტზე მოწყობილია ვენტილაცია-გაწოვის სისტემა. ხელმისაწვდომი ვენტილაცია-გამწოვის სიმძლავრის ლიმიტი შეადგენს 1,800 კუბ.მ-ს, რომლის გაზრდაც აეროპორტის წინასწარი თანხმობით შესაძლებელია მაქსიმუმ 2,500 კუბ.მ-მდე. გაზრდის ხარჯებს სრულად გაიღებს მოიჯარე; ·ობიექტზე გათბობა-გაგრილება უზრუნველყოფილია ცენტრალური სისტემით, მხოლოდ ღია სივრცეებში, რომლის საფასურსაც მოიცავს საიჯარო ქირა. გათბობა-გაგრილებასთან დაკავშირებული, განსხვავებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნული მოაწყოს აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯით, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით; ·აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს საიჯარო ფართის დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზით ან გენერატორით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს საიჯარო ფართში არსებული მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა. რეისების შემცირებისას, გადახდის განსხვავებული წესის შეთანხმება: იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა 39 (ოცდაცხრამეტი) ან ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისი, თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება, მოიჯარის მიერ ობიექტიდან ყოველთვიური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით, მიუხედავად წლის მანძილზე დაგეგმილი მგზავრთნაკადის საპროგნოზო ოდენობისა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში 40 (ორმოცი) ან მეტი საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი თვიდან მოქმედებს იჯარის ყოველთვიური ღირებულებისა და მისი გადახდის სტანდარტული წესი. რეისების გაუქმებისას, ხელშეკრულებით დროებით შეჩერების პირობა: მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, აეროპორტიდან არ იგეგმება საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისების განხორციელება ხელშეკრულების მოქმედება დროებით შეჩერდება და მოიჯარე განთავისუფლდება იჯარის ყოველთვიური ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან, ასეთი თუნდაც ერთი რეისის განახლებამდე ვადით. საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეის(ებ)ის განახლებისთანავე, განახლდება ხელშეკრულების მოქმედება და ობიექტის ოპერირება. ასეთ დროს, ხელშეკრულების მთლიანი მოქმედების პერიოდი რჩება უცვლელი. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პირობით სარგებლობის მიზნით, მოიჯარემ წერილობით უნდა მიმართოს აეროპორტს, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აეროპორტი ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაუდასტუროს მოიჯარეს, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პუნქტის ამოქმედების საკითხი, ამ აუქციონის პირობების სრული დაცვით. რეისების გაუქმებისას, ოპერირების დროებით შეჩერების პირობა: იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში აეროპორტიდან იგეგმება 19 (ცხრამეტი) ან ცხრამეტზე ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისების განხორციელება, მოიჯარე უფლებამოსილია გააჩეროს ობიექტის ოპერიორება, რის შესახებაც ოპერირების გაჩერებამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მეიჯარეს. ასეთ დროს მეიჯარე თავისუფლდება მხოლოდ ფართში ობიექტის ოპერირების ვალდებულებისგან, ყველა სხვა პირობა და ვალდებულება რჩება უცვლელი. ასეთ დროს საიჯარო თანხა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით. ·აეროპორტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს ობიექტის მდგომარეობისა და პროდუქციის/მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და დასაბუთებული შენიშვნები წარუდგინოს მოიჯარეს, რის შემდეგაც აეროპორტი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორებისათვის კონკრეტულ ვადას, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები; ·მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში წარუდგინოს მას სტატისტიკური ინფორმაცია ობიექტის რეალიზაციების შესახებ მოთხოვნილი პერიოდისთვის, თარიღების, საათების, სარეალიზაციო ფასების, პროდუქციის კატეგორიების, სასაქონლო ჯგუფებისა და სახეობების მითითებით; ·მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან მარკეტინგული აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით; ·აეროპორტი უფლებამოსილია შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, 6 თვით ადრე, მოიჯარისთვის გაგზავნილი წერილობით შეტყობინების საფუძველზე. აეროპორტს აღნიშნული უფლება წარმოეშობა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 3 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. ·მოიჯარე უფლებამოსილია შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, 6 თვით ადრე, აეროპორტისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ·დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ექვს თვეს. ·მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს. ·მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს. ·აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა. ·საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. ·მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები. ·საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, განსაზღვროს რეისებზე ან/და მგზავრთნაკადზე მორგებული ოპერირების, ხელშეკრულების მოქმედებისა და გადახდის განსხვავებული პირობები,მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები აუდიტის მიერ დადგენილ ოდენობაზე. ასევე, აეროპორტი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათალისწინებული პირობების არსებობისას.
ზოგადი სააუქციონო პირობები:
·იჯარის უფლების გადაცემის ყოველთვიური საწყისი და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით. ·აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის გადაცემის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება. ·თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. ·გამარჯვებულპირსგადახდილიბეეთვლებახელშეკრულებითგათვალისწინებულსარგებლობაშიგადაცემისსაფასურისოდენობაშისაბოლოოანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). ·აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ·აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში: Øდადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; Øხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში; Øიმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. ·აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ მოგეცემათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.
ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:
1) ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
2) საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
3) eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
4) ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი
5) ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
1. ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.
გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).
საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
• აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.
• აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა, შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.
სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.
2. საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.
საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
• დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში, სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.
3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა eMoney-ის ელექტრონული საფულის მეშვეობით.
eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
• მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.
• მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).
გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.
• აუქციონში
დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება შესაბამისი გადახდის
განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში
მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს
თანხების დაბრუნებას).
5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის დაწესებულებაში. საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ ლოტში, ირჩევს საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი. რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
მას შემდეგ რაც დასრულება აუქციონი:
• გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.
• დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
წესები და პირობები
(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)
ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).
ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების განკარგვის ხელშეწყობა ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.
ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში.
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება
1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.
2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.
3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.
7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“
8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).
2. ინტერნეტმაღაზია
1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო .
2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.
3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.
4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.
მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.
სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ, მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.