>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა #6-ში მდებარე 21 კვ.მ ფართობი (დარბაზი, საერთო სივრცე) - სუვენირების რეალიზაციის ობიექტის მოსაწყობად

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT81060622   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 810606
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/08/2022 13:00 - 09/08/2022 17:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
662 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 4500 e
ვაჭრობის ბიჯი: 100 e
საგარანტიო თანხა: 9000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 01.10.2024
ტელეფონი: 599151908; 595796226
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიკვადრატულობა(მ²)21
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
საკადასტრო კოდი34.02.62.434Rs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ბრძანების ნომერი#35 03.08.2022წ.შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა782სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელი
ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ:  +995599151908, +995595796226

საკონტაქტო Email: auctions@airports.ge

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასაცემი 21 კვ.მ ფართი მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის #6 შენობა-ნაგებობაში (ს/კ 34.02.62.434), გაფრენის დარბაზში.

ფართი მოიჯარის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს სუვენირების რეალიზაციის ობიექტის მოსაწყობად(ლოკაცია - დანართი N1 იხ.მიმაგრებულ ფაილად ). დეტალური ინფორმაცია და პირობები იხილეთ ქვემოთ.

პირობა

·         აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან.
·         დანიშნულება - დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული 21 კვ.მ ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს სუვენირების რეალიზაციის ობიექტის მოსაწყობად. (ლოკაცია - დანართი N1-ის შესაბამისად)
·         დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა - 2 წელი. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს ერთი წლით.  ვადის გაგრძელების შემთხვევაში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია საბაზრო პირობების გათვალისწინებით განსაზღვროს საიჯარო ქირის სხვა ოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო თანხაზე ნაკლები.  
·         აუქციონზე ვაჭრობის დასაწყებად ყოველთვიური საწყისი საიჯარო ღირებულება განისაზღვროს 4500 ლარის ოდენობით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით).
·         უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - 9000 ლარი (რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას).
·         საბოლოო ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება, თვის განმავლობაში პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასისა.
·         იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე აუქციონის მიმდინარეობის მომენტისთვის ქუთაისის აეროპორტში, ამავე მიზნით და ამავე საგანზე გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლის ვადაც იწურება 2022 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ხელშეკრულების დასრულებიდან/შეწყვეტიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მოიჯარე ვალდებულია გაათავისუფლოს საიჯარო ფართი მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისგან,  აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ძალაში შევა 2022 წლის 16 აგვისტოდან, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მას დაეკისრება საიჯარო ქირის გადახდის უზრუნველყოფის ვალდებულებაც (აღნიშნული ვადა შესაძლებელია დაკორექტირდეს ცალმხრივად, აეროპორტის მიერ).
·         თუკი მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 16 აგვისტოს შემდეგ პერიოდში, მისი ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
·         გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
·          ინტერნეტით სარგებლობის საფასური წარმოადგენს მოიჯარის ხარჯს. ელექტროენერგიით, წყლით, კონდიცირებითა და გათბობა-გაგრილებით სარგებლობის საფასური შედის იჯარის ღირებულებაში.
·         აუქციონი გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს სუვენირების რეალიზების საქმიანობის გამოცდილება, აეროპორტთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე არანაკლებ ბოლო ორი წლის (2019, 2020, 2021 ან/და 2022 წლებიდან რომელიმე ორი, ერთმანეთს მიყოლებული წელი) განმავლობაში და ანალოგიური ობიექტი უნდა გააჩნდეს საქართველოს ან/და მის ფარგლებს გარეთ, მასშტაბით მინიმუმ 2 (ორი) ლოკაციაზე ან/და მინიმუმ 1 (ერთი) ლოკაციაზე საერთაშორისო აეროპორტში.
·         აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებლად აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქმიანობის მიმართულებით ფუნქციონირებას.
·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც მოიჯარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაუბრუნდება მოიჯარეს, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან 7 კალენდარული დღის ვადაში  ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხეშეკრულების ვადას არანაკლებ 7 დღით.
·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს იჯარით აღებული ფართის მოწყობა, აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული დიზაინით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  დიზაინი აეროპორტთან უნდა შეთანხმდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
·         დაუშვებელია მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი.
·         აუქციონში გამარჯვებულმა მოწყობის სამუშაოები უნდა აწარმოოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს აეროპორტს ოპერირებაში. 
·         ობიექტებმა ოპერირება დაიწყოს    ობიექტების მოწყობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია აღნიშნული ვადის ცვლილება.
·         მოიჯარემ ობიექტის მუშაობა უნდა უზრუნველყოს ყოველ დღე 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით ავიარეისების განრიგის გათვალისწინებით.
·         ობიექტში შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისევე პლასტიკური ბარათით (მათ შორის VISA, MasterCard), უკონტაქტოდ. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დეტალური ჩეკის, ინვოისის ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის გაცემა.
·         მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის, მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ/დალაგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით.
·         მოიჯარე ვალდებულია, თავად მიიღოს ზომები მის სარგებლობაში არსებული ფართის და შესაბამისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, საიჯარო ფართის ან ინვენტარის მესამე პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში.
·         მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან მარკეტინგული აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი  აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით.
·         მოიჯარეს ენიჭება უფლებამოსილება აღნიშნულ ფართში განახორციელოს სხვადასხვა კატეგორიის ქართული სასუვენირო პროდუქციის რეალიზება, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა ნებადართულია. გასაყიდი პროდუქციის კატეგორიების ჩამონათვალი წინასწარ უნდა შეთანხმდეს აეროპორტთან. აეროპორტი უფლებამოსილია უარი თქვას ნებისმიერი კატეგორიის პროდუქციის რეალიზაციის უფლების მინიჭებაზე. ამასთან, მოიჯარე ვალდებულია სარეალიზაციო ასორტიმენტში წარმოდგენილი ჰქონდეს პროდუქცია იმერეთის რეგიონის, მათ შორის ქალაქ ქუთაისის ბრენდინგით.
·         აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული ანგარიში, მის მიერ ქუთაისის აეროპორტის ობიექტიდან ყოველდღიურად გაყიდული ყველა პროდუქციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ. აღნიშნული ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნას ელექტრონულად, ელ.ფოსტის საშუალებით. ყოველთვიური ანგარიში, სხვა ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველღიური ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ ზეტ ანგარიშის ასლებს, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ - ტერმინალიდან ამონაწერების ასლებს. ყოველ კალენდარულ წელს, არაუგვიანეს 30 ივნისისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარუდგინოს მეიჯარეს ამონაწერი წინა საიჯარო წელს ქუთაისის აეროპორტის ობიექტებზე მოიჯარის წლიური ბრუნვის (თვეების მიხედვით) შესახებ აუდირებული დასკვნიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აეროპორტი ატყობინებს აუქციონში გამარჯვებულს აღნიშნულის შესახებ და აძლევს დამატებით  10 სამუშაო დღის ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, აეროპორტი უფლებას იტოვებს დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.  იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტიას/ბეს ვადა ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე გასდის, მოიჯარე ვალდებულია გაუგრძელოს ასეთ გარანტიას მოქმედების ვადა, ან აუდირებული დასკვნა წარმოადგინოს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე. თუ საგარანტიო თანხა/ბე დეპონირებულია აეროპორტის ანგარიშზე, აეროპორტი უფლებამოსილია არ დააბრუნოს საგარანტიო თანხა/ბე, აუდირებული დასკვნის წარმოდგენამდე.
·         მოიჯარე, უფლებამოსილია საიჯარო ფართში ისარგებლოს აეროპორტის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით. ცენტრალური გათბობა-გაგრილების სიტემის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება აეროპორტს. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარის საქმიანობისთვის არ არის საკმარისი აეროპორტში არსებული ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემის სიმძლავრე, იგი უფლებამოსილია, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, თავად მოახდინოს საიჯარო ფართის გათბობა-გაგრილებით დამატებითი უზრუნველყოფა.
·         ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოვატს. საჭიროების შემთხვევაში, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია აღნიშნული მოცულობების გაზრდა აეროპორტის ინფრასტრუქტურისა და ელ. მომარაგების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აეროპორტი უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნილი სიმძლავრის გაზრდაზე.
·         აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს საიჯარო ფართის დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზით ან გენერატორით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს საიჯარო ფართში არსებული მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა.
·         მოიჯარის მიერ ტერმინალის სივრცეში პირადი უსადენო ქსელის(WiFi) მოწყობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია უსადენო ქსელის პარამეტრები წინასწარ შეათანხმოს ადგილობრივ IT სამსახურთან.
 
რეისების შემცირებისას, გადახდის განსხვავებული წესის შეთანხმება: 
·         იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში იგეგმება 39 (ოცდაცხრამეტი) ან ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის განხორციელება, საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება 110 ლარის ოდენობით,  საიჯარო ფართით სარგებლობის ყოველი დღისთვის. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ერთი რეისი გადავა 2 კალენდარულ დღეზე, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიჯარო ქირის დაანგარიშების მიზნებისთვის, აღნიშნული ჩაითვლება საიჯარო ფართით სარგებლობის 1 დღედ.
·         ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში 40 (ორმოცი) ან მეტი საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი თვიდან იმოქმედებს სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური ღირებულებისა და მისი გადახდის სტანდარტული წესი.
 
რეისების გაუქმებისას, ხელშეკრულებით დროებით შეჩერების პირობა:
·         იმ შემთხვევაში თუ აეროპორტიდან არ იგეგმება საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისების განხორციელება ხელშეკრულების მოქმედება დროებით შეჩერდება და მოიჯარე გათავისუფლდება სარგებლობის გადაცემის ყოველთვიური ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან, ასეთი თუნდაც ერთი რეისის განახლებამდე ვადით. საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეის(ებ)ის განახლებისთანავე, განახლდება ხელშეკრულების მოქმედება და ობიექტის ოპერირება. ასეთ დროს, ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი პერიოდი დარჩება უცვლელი. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პირობით სარგებლობის მიზნით, მოიჯარემ წერილობით უნდა მიმართოს აეროპორტს, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აეროპორტი ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაუდასტუროს მოიჯარეს, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პუნქტის ამოქმედების საკითხი, ამ აუქციონის პირობების სრული დაცვით.
·         მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში წარუდგინოს მას სტატისტიკური ინფორმაცია ობიექტის კომერციული საქმიანობის შესახებ მოთხოვნილი პერიოდისთვის, თარიღების, საათების, მომსახურებების კატეგორიების, მითითებით (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, სტატისტიკურ ინფორმაციაში არ იგულისხმება: კონფიდენციალური, პერსონალური ან კომერციული ხასიათის შემცველი ინფორამაცია).
·         მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.
·         მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს.
·         აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა.
·         საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.
·         მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები.
·         ხელშეკრულების დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ მოწყობილი უძრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული საიჯარო ქონებასთან რჩება აეროპორტის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. მოძრავი ინფრასტრუქტურის/ინვენტარის საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით.
·         დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.
·         საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები.
·         დაუშვებელია უფლებების გადაცემა მესამე პირებისთვის ან/და საიჯარო ფართის ან/და მისი ნაწილის ქვეიჯარა, აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე.
·         უფლების გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
·         აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის გადაცემის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება.
·         თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
·         გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას).
·         სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.
·         აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
·         აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში:
Ø  დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
Ø  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;
Ø  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. 
·         აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
·         ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.