ახალი სერვისი მომსახურების სააგენტოსგან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვეგ გვერდზე eauction.ge სთავაზობს მომხმარებელს გაყიდოს თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ინტერნეტ აუქციონის, ინტერნეტ მაღაზიისა და საჯარო აუქციონის საშუალებით. მომსახურების გამარტივების მიზნით პორტალს დაემატა ახალი ფუნქცია რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად განათავსონ სარეალიზაციო ქონება ჩვენს ვებ გვერდზე. მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა eauction.ge - ზე შესაძლებელია ელექტრონული აპლიკაციის შევსების გზით. მის უშეცდომოდ შევსებაში აპლიკანტს დაეხმარება სააგენტოს მიერ შექმნილი გზამკვლევი. შემოთავაზებული ახალი სერვისი საშუალებას აძლევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხანგრძლივი და არაავტომატიზებული პროცედურების გარეშე გასაყიდად გამოიტანონ მოძრავი და უძრავი ქონება, ნებისმიერ დროს, ნებისმერი რაოდენობით. ფინანსთა სამინისტროს მოსახურების სააგენტო კვლავ აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა კიდევ უფრო გაუმარტივოს მომხამრებელს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები. eauction.ge გისურვებთ წარმატებას.