სიახლე გადახდებთან დაკავშრებით eauction.ge–გან!
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო eauction.ge-ის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, გაუმჯობესებულ და მოქნილ სისტემას, რომლის საშუალებითაც გამარტივდება ჩვენს ვებ–გვერდზე განთავსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარისწორება. გადახდის ახალი სისტემა, რომელიც მომსახურების სააგენტომ და "ლიბერთი ბანკმა" ერთობლივად წარმოადგინა, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის კიდევ უფრო მოსახერხებელი იქნება, რადგან ახალი სისტემა, საგარანტიო თანხების მომენტალური ასახვისა და უკან დაბრუნების საშუალებას იძლევა. გადახდის შემდეგ, ახალი სერვისის მომხმარებელი, აუქციონში ავტომატურად ერთვება (გადახდის ქვითრის განმკარგავთან წარმოდგენის გარეშე) და იხდის ბანკში მხოლოდ ფიქსირებულ 1 ლარს. სერვისით ხელმისაწვდომი გადახდის ტიპებია: საგარანტიო დარჩენილი ღირებულება (საგარანტიო თანხის შემთხვევაში) მთლიანი ღირებულება. (საბანკო გარანტიის შემთხვევაში) სერვისით სარგებლობა გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება;პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი). სერვისით სარგებლობისას აუქციონში მონაწილე უკან დასაბრუნებელ საგარანტიო თანხას მიიღებს ავტომატურად, მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე ან სს ''ლიბერთი ბანკის'' ნებისმიერ ფილიალში (პირადობის წარდგენის საფუძველზე). ფინანსთა სამინისტროს მომსხაურების საააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა- გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებულ ყველანაირ დისკომფორტს.