>
პარტნიორები
მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს
7 / 7 / 2014

სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდი www.eauction.ge უძრავ-მოძრავი ქონების  შეძენისა და გაყიდვის მოხერხებული პროცედურების შეთავაზების მიზნით მოხმარებელს სთავაზობს  ახალ სერვისს.

სააგენტოს ახალი სერვისია - აუქციონის შეტყობინებები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი აუქციონში მონაწილეობის დროს, კერძოდ აუქციონის მსვლელობისას, თუ მომხმარებელი არ იმყოფება პერსონალურ კომპიუტერთან, მიიღებს მობილურ ტელეფონზე შეტყობინებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ აუქციონზე განხორციელდა მის მიერ დადებული ფასის ზრდა  სხვა მომხმარებლის მიერ, ასევე eauction.ge  შეტყობინებით აუქციონის დასრულებამდე სასურველი დროით ადრე მონაწილეს მიიღებს შემახსებენელ შეტყობინებას აუქციონის დასრულების შესახებ.

ჩვენი შეტყობინების მეშვეობით, თქვენ არასდროს გამოგეპარებათ აუქციონის დასრულების დრო და სხვა მონაწილის მიერ ბიჯის გაზრდა.მიიღეთ მონაწილეობა მომსახურების სააგენტოს აუქციონებში და იყავით  ინფორმირებულნი თქვენი აუქციონების შესახებ!

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>