>
პარტნიორები
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გამოფენა-გაყიდვა
28 / 7 / 2014

25-27 ივლისს ქ. სამტრედიაში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რეგიონული ბაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.დაინტერესებულ მომხმარებლებს სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შეძენა ყველაზე ხელსაყრელ ფასებში შეეძლოთ. სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ავტონაწილები, ტანსაცმელი და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი ოჯახისა თუ ბიზნესისათვის.მომსახურების სააგენტო ანალოგიურ ღონისძიებებს წელიწადში 2-ჯერ მართავს, რაც მოსახლეობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოფენა-გაყიდვა იმართება ღია ცის ქვეშ, სააგენტოს მიერ სარეალიზაციოდ გამოდის მაქსიმალური რაოდენობის ქონება და მომხმარებლებს აქვთ დიდი არჩევანი.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>