>
პარტნიორები
მოქნილი გადახდის სისტემა eauction.ge-ზე
14 / 8 / 2014

    ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო  მომხმარებელს სთავაზობს  გაუმჯობესებულ და მოქნილ საგადახდო სისტემას eMoney-ის ელექტრონულ საფულეს, რომლის საშუალებითაც გამარტივდა ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარისწორება.

    აღნიშნული სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ eMoney -ის ბალანსი თვითმომსახურების ტერმინალებიდან eauction.ge-ის ლოგოზე ხელის დაჭერით, ლიბერთის ბანკის სერვის ცენტრებიდან, საბანკო გადარიცხვით და ა.შ.

    www.eauction.ge-ზე eMoney-ის ელექტრონული საფულის გამოყენებით, შესაძლებელია საგარანტიო, დარჩენილი, მთლიანი და მომსახურების თანხების მომენტალური გადახდა.

   მომხმარებელს აუქციონზე დამარცხების შემთხვევაში, თანხა  ელექტრონულ საფულეში უბრუნდება უკან.

       ამასთანვე, ყველა რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს  შესაძლებლობა აქვს www.eauction.ge-ზე პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის გამოყენებით ავტორიზაცია გაიაროს www.emoney.ge-ზე. ანალოგიურად,  eMoney-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ econnect-ის მეშვეობით გაიარონ ავტორიზაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.

      ფინანსთა სამინისტროს მომსხაურების საააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა- გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებულ ყველანაირ დისკომფორტს.

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>