ვებგვერდზე www.eauction.ge ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზებას
ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. “Buy it Now”) ემატება.
ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა არ დაელოდოს სასურველ ნივთზე მიმდინარე აუქციონის დასრულების თარიღს და შეიძინოს ქონება დაუყოვნებლივ ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,buy it Now”) დადგენილ ფასად.
,,იყიდე ახლავე“- ს მეშვეობით ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, (ავტორიზებული
მომხმარებელი) წინასწარ იხდის სასურველ ლოტზე მითითებულ საგარანტიო თანხას, ხოლო ღილაკზე
,,ყიდვა“ დაჭერითა და დადასტურებით ვლინდება გამარჯვებულად. შემდგომ ეტაპზე,
გამარჯვებული პირი ვალდებულია სასურველი ნივთის შესაძენად გადაიხადოს ლოტის დარჩენილი
ღირებულება, ე.წ. ,,Buy it Now”-ს ფასს გამოკლებული მის მიერ გადახდილი საგარანტიო
თანხა.
ქონების ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,Buy it Now”) მეშვეობით რეალიზების შემთხვევაში ნივთზე მიმდინარე
აუქციონი ავტომატურად სრულდება.
,,იყიდე ახლავე“ (ე.წ “Buy It Now“) ღილაკის ფუნქცია იზღუდება:
1. თუ ინტერნეტაუქციონის მიმდინარე ფასი
გადააჭარბებს ე.წ. ,,Buy It Now"-ს მეშვეობით ქონების შეძენისთვის დადგენილ ღირებულებას.
2. აუქციონის დასრულების თარიღამდე, 3 საათით ადრე.
ფიზიკურმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა,
რომელთაც პირველ ეტაპზე მიეცემათ ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ ,,Buy it Now”) საშუალებით თავიანთი ქონების გაყიდვის შესაძლებლობა ვებგვერდზე www.eauction.ge, განაცხადის
რეგისტრაციის დროს თავად უნდა დაადგინონ ქონების ე.წ.
,,Buy It Now"-ს სარეალიზაციო ღირებულება, რომლის ოდენობა უნდა აღემატებოდეს
ქონების საწყის ფასს დამატებული 1 ბიჯის ოდენობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601