>
პარტნიორები
ცვლილებები მომსახურების სახეებსა და ტარიფებში!
13 / 3 / 2015

     გაცნობებთ, რომ ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2012 წლის 12 აპრილის #141 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები.

          ცვლილებები ეხება ქონების რეალიზების ახალი ფორმის დანერგვას, ინტერნეტაუქციონის ფორმას - შესაძლებლობით ,,იყიდე ახლავე'' (ე.წ. ,,Buy It Now"), ასევე, დაინტერესებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზაციისას,  მომსახურების საფასურის გადახდის წესსა და პირობებს.

ცვლილებები და დამატებები:

veb 1) ვებგვერდზე www.eauction.ge ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზებას ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. “Buy it Now”) დაემატა, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, ასევე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც სურთ თავიანთი ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით გაყიდვა.

2.     2) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, მიუხედავად სახელმწიფო წილის ოდენობისა, მომსახურების გაწევის ერთთვიანი ვადის შემთხვევაში ნაცვლად 250 ლარისა, გადაიხდიან 200 ლარს, ერთჯერადი მომსახურების გაწევის შემთხვევაში ნაცვლად 50 ლარისა - 100 ლარს, ხოლო ერთწლიანი მომსახურების გაწევის შემთხვევაში ნაცვლად 3000 ლარისა - 2400 ლარს. ამასთან, კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან ინტერნეტაუქციონსა ან საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გადაიხადონ მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების 1%.

3.     3) იურიდიული პირებისათვის ცვლილების შემდგომ შესაძლებელია საჯარო აუქციონების შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება და საჯარო აუქციონების ჩატარება ან საჯარო აუქციონების ჩატარება.  


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>