>
პარტნიორები
განცხადება!
20 / 3 / 2015

 

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გაცნობებთ, რომ 2015 წლის 18 მარტიდან, ყოველდღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, სოფელ ჯიღაურაში არსებულ სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ხორციელდება ყურძნისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების რეალიზაცია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ჯიშის ნერგები ხელმისაწვდომ ფასად.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ პროდუქციის შეძენით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათი მხრიდან ადგილზე ხდება სასურველი ნერგების შერჩევა და შესყიდვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, რეალიზაციის პროცესის დაწყებიდანვე შექმნილია ე.წ. ცოცხალი რიგი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი გარკვეული დისკომფორტისთვის და მუშაობს იმისთვის, რათა გაითვალისწინოს თითოეული მათგანის ინტერესი და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>