გაცნობებთ, რომ
მიმდინარე წლის 21 მაისს ვებ-გვერდზე eAuction.ge
არსებული ტექნიკური ხარვეზის შედეგად გაუქმდა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული
ბიურო“-ს გამოცხადებული ყველა აუქციონი, რომელიც სრულდებოდა 21 მაისს. ასევე, სსიპ
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს აუქციონები, რომელიც
სრულდებოდნენ 21 მაისს 15:00 საათზე და მათ მიენიჭათ სტატუსი ,,შეწყვეტილი“, ხოლო დანარჩენი
ყველა იურიდიული პირის მიერ გამოცხადებული აუქციონი შემდგარია.
ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მიზნით გაჩერებული
თანხები დღეს, 29 მაისს, 12 საათიდან გადაირიცხება შესაბამისი მიმართულებებით. სტატუსით
,,შეწყვეტილი“ აუქციონების საგარანტიო და დარჩენილი ღირებულების თანხები მონაწილეებს
უკან დაუბრუნდებათ. აუქციონებში გამარჯვებული მომხმარებლების თანხები გადაირიცხება
შესაბამისი გამყიდველი იურიდიული პირების ანგარიშებზე, ხოლო დამარცხებულ პირებს განებლოკებათ
(დაუბრუნდებათ) გადახდილი შესაბამისი საგარანტიო თანხები.
დამატებითი
ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 601 601