ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები - საქველმოქმედო ფონდ „ჩემ სახლს“, ბავშვთა ტრანზიტულ ცენტრ „ბეღურებს“, დღის ცენტრ „იმედს“ და სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელას" ესტუმრნენ.
საქველმოქმედო ფონდი „ჩემი სახლის" დაქვემდებარებაშია მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დღის ცენტრის მომსახურეობა. ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. დღეისათვის, საოჯახო ტიპის სახლში 10 ბავშვია, ხოლო დღის ცენტრში დამატებით 15 ბავშვი. ასევე, 10-მდე ბინადარი ჰყავს ბავშვთა ტრანზიტულ ცენტრს „ბეღურებს“.
ცენტრი „იმედი“ ახორციელებს პროგრამებს უნარშეზღუდულ ბავშვთა დასახმარებლად და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. დღეისთვის, დღის ცენტრში 20 ბავშვია.
სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „ცისარტყელა“ ბავშვებს ხელს უწყობს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვითრეალიზაციაში, ცენტრის მრავალმხრივი დახმარებით ყოველდღიურად 40 ბავშვი სარგებლობს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ფინასთა სამინისტროს და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა 70-ზე მეტი ბავშვის გახარება შეძლეს.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები პატარებს ულოცავენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!