>
პარტნიორები
ელექტრონული აუქციონის სტატისტიკა
8 / 10 / 2015

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.

ელ. აუქციონის საიტზე www.eauction.ge 2015 წლის პირველ სამ კვარტალში სულ 44 887 ლოტზე გაიმართა აუქციონი; მათ შორის 13 740 ლოტი გაიყიდა.

ვებ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე 60 000 ზე მეტია, საიდანაც 54 304 ფიზიკური პირია, 6 016 კი - იურიდიული პირი (მათ შორის არიან როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი პირებიც).

მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, 2015 წლის იანვრიდან, ვებ-გვერდზე დაინერგა მომსახურების ახალი სერვისი ონლაინ კონსულტაცია. ამის შემდეგ ამ სერვისით 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს  ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>