>
პარტნიორები
განცხადება!
11 / 11 / 2015

გაცნობებთ, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს 15:57 საათიდან - 16:20 საათამდე ინტერვალში ვებ-გვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის შემდეგაც მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 10 ნოემბრის №4797 ბრძანების საფუძველზე გაუქმდება სსიპ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს გამოცხადებული ყველა აუქციონი, რომელიც სრულდებოდა 2015 წლის 4 ნოემბერს 16:00 საათზე.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ მითითებულ აუქციონებში მონაწილე ან/და გამარჯვებულ პირებს დაუბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხები. გაუქმებული აუქციონები გამოცხადდება დადგენილი წესითა და პირობებით. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზს: 2 749 649

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>