>
პარტნიორები
ელექტრონული აუქციონის 2015 წლის სტატისტიკა
9 / 2 / 2016

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.

ელ. აუქციონის ვებგვერდზე www.eauction.ge 2015 წელს სულ 58 153 ლოტზე გაიმართა აუქციონი;

ვებ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა  64 000-ს აჭარბებს, საიდანაც 57 816 ფიზიკური პირია, ხოლო 6 529 - იურიდიული პირი (მათ შორის არიან როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი პირებიც).

მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, 2015 წლის იანვრიდან, ვებ-გვერდზე დაინერგა მომსახურების ახალი სერვისი ონლაინ კონსულტაცია. აღნიშნული სერვისით დღეისათვის 15 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

2015 წლის 13 მარტიდან ვებგვერდზე www.eauction.ge ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზებას ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. “Buy it Now”) დაემატა. ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა არ დაელოდოს სასურველ ნივთზე მიმდინარე აუქციონის დასრულების თარიღს და შეიძინოს ქონება დაუყოვნებლივ ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,buy it Now”) დადგენილ ფასად.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს  ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>