>
პარტნიორები
განახლებული ინტერნეტ მაღაზია eAuction.ge-ზე!
2 / 3 / 2016
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებგვერდზე eAuction.ge მომხმარებელს განახლებულ ინტერნეტ მაღაზიას სთავაზობს!  დღეიდან ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით, მისთვის კომფორტულ გარემოში იყიდოს და/ან სარეალიზაციოდ განათავსოს სასურველი უძრავ-მოძრავი ქონება, ამისათვის კი მხოლოდ რეგისტრაციის გავლა და განაცხადის განთავსებაა საჭირო.

დღეის მონაცემებით eAuction.ge-ზე 66 000 ფიზიკური და იურიდიული პირია რეგისტრირებული, ხოლო ვებგვერდზე სარეალიზაციოდ გამოცხადებული ლოტების რაოდენობა 245 259 ერთეულს უტოლდება.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს განვითარებასა და მომხმარებლების კომფორტზე მორგებული სიახლეების დანერგვას.

გისურვებთ წარმატებას!
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>