>
პარტნიორები
ნერგების რეალიზაცია eAuction.ge-ზე
16 / 3 / 2016


        სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მიმდინარე წლის 16 მარტიდან განაახლებს სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“-ს მიერ გადმოცემული ნერგების რეალიზაციას.

         ელექტრონულ აუქციონზე www.eauction.ge სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნება ვაშლისა და მსხლის ნერგები, ასევე, ვაზის საძირე რქები. გთავაზობთ ჯიშების ჩამონათვალს:

 

·          ვაშლი: ბრაბერნი, მელოდიე, რენო ჩემპიონი, სინაპი ქართული, აჩაბეთურა, კეხურა, ფუჯი ნაგაფუ 12, ჯონაპოლი, გოლდენ ბი, აიდარედი, ფლორინა, სამერ რედი, როიალ გალა, გოლდ რაში, ზამთრის ბანანი, ზაფხულის ვაშლი, რაიკა, სევეს ვაშლი. საძირე M9  და საძირე MM106

·          მსხალი: კონფერენცია, აბატი ფეტელი, კონკორდი, სანტა მარია, კარმენი. საძირე MA  და  საძირე BA-29

·          ვაზის საძირე რქა - საერთო რაოდენობით 2660 ერთეული.

 

          ელექტრონულ აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დასახელებისა და  რაოდენობის  ნერგისაგან შემდგარი 137 ლოტი. ნერგის საწყისი ღირებულება (ვაშლისა და მსხლის შემთხვევაში) მერყეობს 1 ცალი  - 4-დან 6 ლარამდე, ხოლო ვაზის საძირე რქის ერთეულის საწყისი ღირებულება 0,15 ლარია.


         უახლოეს დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მსურველებს  დამატებით შესთავაზებს ვაშლისა და ბლის ნერგებს, ვაშლის ჯიშები: გოლდენ დელიშესის, გრანი სმიტის, პინოვას, გალა ვენერას, ხოლო ბალი - რეგინა და კორდი (4700 ერთეული).  სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნება ასევე ვაშლის M9 და MM106 საძირეები, საერთო რაოდენობით 2300 ერთეული.


 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601.

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>