>
პარტნიორები
2016 წლის ორი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები
6 / 7 / 2016

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.

 

წარმოგიდგენთ 2016 წლის I-II კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს სხვადასხვა მიმართულებით:
 

2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 69 124 პირი; მიმდინარე წლის გასულ ორ კვარტალში დარეგისტრირებული ფიზიკური

5 123 და იურიდიული 759 პირიდან რეგისტრირებულია 5 821 რეზიდენტი და 61 არარეზიდენტი პირი.

 

ელ. აუქციონის ვებგვერდზე www.eauction.ge 2016 წელს სულ 41 986 ლოტზე გაიმართა აუქციონი; მათ შორის მომსახურების სააგენტოს 26 723 ლოტი, ყველა ორგანიზაციის მიერ გაყიდულია 12 472 ლოტი, მათ შორის მომსახურების სააგენტოს 6 242 ლოტი.

 

2015 წლის იანვრიდან, ვებ-გვერდზე დაინერგა მომსახურების ახალი სერვისი ონლაინ კონსულტაცია. აღნიშნული სერვისით 2016 წლის ორ კვარტალში 5 500-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

 

 

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს  ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

გისურვებთ წარმატებას!
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>