>
|
განახლებული სახელმძღვანელოები eAuction.ge-ზე
18 /
8 / 2016
eAuction.ge დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ქონების შეძენის, გაყიდვისა და სარგებლობაში გადაცემის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას გთავაზობთ. 2016 წლის აგვისტოდან მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ვებგვერდზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით განახლებულ სახელმძღვანელოებს გთავაზობთ, რომელთა მეშვეობით მარტივად და მოხერხებულად შეძლებთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, დარეგისტრირდეთ, განათავსოთ ან/და გაყიდოთ სასურველი ქონება eAuction.ge-ს მეშვეობით. ასევე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ონლაინ კონსულტაციისა და ცხელი ხაზის (2 601 601) მეშვეობით. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები. იხილეთ სახელმძღვანელოები: www.eauction.ge/Home/usermanuals გისურვებთ წარმატებას!
|
|