ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს ,,მ-100’’ მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების დაწყების თარიღია 2016 წლის 1 ნოემბერი, ხოლო დასრულების - 2016 წლის 30 ნოემბერი.
პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები.
ქონება განთავსებულია შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის’’ კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში, შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2;
სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან“ შეთანხმებით.
ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 322 601 601