>
პარტნიორები
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საპატიო სიგელი გადაეცა
5 / 1 / 2017
2016 წელს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ნუმიზმატური და ჰერალდიკური ხასიათის ექსპონატები დადგენილი წესით - უსასყიდლოდ გადასცა.

ექსპონატებმა სათანადო ადგილი დაიკავეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ჩაირიცხნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექცია მადლობას უხდის და საპატიო სიგელით აჯილდოებს სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ აღნიშნული ნივთების გადაცემისათვის, როგორებიცაა: გერმანული მონეტა, გერმანული მედალი, მეორე კლასის რკინის ჯვარი და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის გერმანული ღირსების ორდენი.
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>