2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებისა ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით!
ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.
აღნიშნული ცვლილებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვებგვერდზე www.eAuction.ge ქონების ყიდვა/გაყიდვის პროცედურები განხორციელდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, განაცხადის რეგისტრაციისას შეიზღუდება ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასის სხვა ვალუტაში მითითების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601;
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!