>
პარტნიორები
ელექტრონული განკარგულება eAuction.ge-ზე!
28 / 2 / 2018

ელექტრონული განკარგულება eAuction.ge-ზე!

 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ვებგვერდ eAuction.ge-ს მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.

ამჯერად, დაინტერესებული პირებისათვის ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს. ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

პროექტი ფინანსთა სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმატებული თანაშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული სერვისი ინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601; 2 749 649;

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>