საბანკო გარანტია eauction.ge-ზე !
www.eauction.ge-ის მომხმარებლებს გთავაზობთ პარტნიორი ბანკებისა და სადაზღვეო კომპანიების ჩამონათვალს , სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული საბანკო გარანტიით : სს ,, საქართველოს ბანკი“ სს ,, თი ბი სი ბანკი“ სს ,,ბაზისბანკი“ სს ,,ლიბერთი ბანკი“ სს ,,ბანკი ქართუ“ სს ,,ინვესტბანკი“ სს ,,ბანკი კონსტანტა“ სს ,,ბითიეი ბანკი“ სს ,,კავკასიის განვითარების ბანკი“ სს ,,პრივატბანკი" სს ,,ბანკი რესპუბლიკა" სს ,,პროკრედიტ ბანკი" შპს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ სადაზღვეო კომპანია ,,ალდაგი ბისიაი“ სადაზღვეო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვეო კომპანია "იმედი ელ ინტერნეიშენალი" სადაზღვეო კომპანია „ აი სი ჯგუფი’’ ;სადაზღვეო კომპანია ,,პარტნიორი " შეგახსენებთ, რომ ბანკები და სადაზღვეო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ელექტრონული საბანკო გარანტიის გადახდას უნიკალური კოდის მეშვეობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და საშუალებას მისცემს მომხმარებლს კიდევ უფრო მარტივად შეიძინოს ნივთი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge. საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ ლოტში, ირჩევს საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის მეორე გვერდზე, აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი. რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.