სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განცხადება
კორონავირუსის
საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების მიღების მიზნით, სსიპ ,,საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო” მოუწოდებს მოქალაქეებს, გარდა გადაუდებელი
აუცილებლობისა, თავი შეიკავონ სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მობრძანებისგან.
ელექტრონულ აუქციონებთან, ასევე, ნებისმიერ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ტიპის ელექტრონული სერვისებით:
ცხელი ხაზი: (032) 2 601 601
ონლაინ
კონსულტაცია: www.eauction.ge
სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციით შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ.
ელექტრონული ფოსტა: info@service.gov.ge და eauction.ge@gmail.com
ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით შეგიძლიათ მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია.
გამოაგზავნოთ მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული კორესპონდენცია.
ვებგვერდი - www.eauction.ge
კონკრეტული ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონებზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების შესახებ.
ვებგვერდი - www.service.gov.ge
ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს ზოგადი სერვისების შესახებ.
სოციალური ქსელები:
მომსახურების სააგენტო: https://www.facebook.com/seragency/
Eauction.ge https://www.facebook.com/eauction/
სოციალური ქსელების მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების შესახებ.
ამასთანავე
გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით, დროებით იხურება
მომსახურების სააგენტოს საცალო სავაჭრო ობიექტები.