გაცნობებთ,
რომ სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ,
2020 წლის 23 მარტამდე დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ
გატანილი ქონების აუქციონში გამარჯვებული პირებისათვის გადაცემის პროცედურები განახლდა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის
გასვლის გამო.
შესაბამის
აუქციონებში გამარჯვებულმა პირებმა, გთხოვთ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის
დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (2020 წლის 01 ივნისის ჩათვლით) უზრუნველყოთ
აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა განთავსების
ადგილიდან. ამასთანავე გაცნობებთ,
რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაგეკისრებათ ქონების
გატანის ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით სააგენტოს ცხელს ხაზს:
(+995) 32 2601 601.