მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილებები შევიდა სსიპ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“აუქციონის გამოცხადების წესებსა და პირობებში.
აღნიშულის გათვალისწინებით, ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ, ყველა მომხმარებელს შეტყობინების სახით გამოუჩნდება ფანჯარა (ე.წ. პოპაპი) შესაბამისი ბმულით, რომლის გახსნის შემდგომ დაინტერესებული პირი შეძლებს ხსენებული წესებისა და პირობების გაცნობას.
ვებგვერდზე შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად აუცილებელია მომხმარებელი დაეთანხმოს ცვლილებებს შესაბამის ღილაკზე დაჭერით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ავტომატურად მოახდენს მისი სისტემიდან გათიშვას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ.