25 ივნისიდან, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ აუქციონზე ვაჭრობის შეტყობინებების ახალი (ფასიანი) სერვისით.
ელექტორნული აუქციონის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო კომპორტულად იგრძნონ თავი აუქციონში მონაწილეობის დროს, კერძოდ აუქციონის მსვლელობისას, როდესაც მომხმარებელი არ იმყოფება პერსონალურ კომპიუტერთან, ის მიიღებს მობილურ ტელეფონზე შეტყობინებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ აუქციონზე მის მიერ დადებული ფასის ზრდა მოხდა სხვა მომხმარებლის მიერ.
მომსახურების გადასახადი
აღნიშნული სერვისის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის, მომსახაურების ღირებულებებისა და რემაინდერის გადახდების არჩევის და თანხის გადახდის შემდეგ. ერთთვიანი პაკეტი მოიცავს 100 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომლის საფასურია 5 ლარი. იმ შემთხვევაში თუ ამ 100 მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოყენება ვერ მოახერხეთ, დარჩენილი მესიჯები შემდეგ თვეში არ გადავა.
სერვისით სარგებლობა
კონკრეტულ ლოტზე სერვისის ჩართვისათვის საჭიროა გადახდილი გქონდეთ რემაინდერის საფასური, შეხვიდეთ ლოტის გვერდზე და დააჭიროთ ვარსკვლავის ფორმის ღილაკს ხელი.
სერვისის გათიშვა კონკრეტულ ლოტზე შესაძლებელია ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსბეული ვარსკვლავის ფორმის ღილაკის მეშვეობით "შეტყობინება გადაბიდვის შესახებ" გვერდზე გადასვლით და გათიშვის ღილაკზე ხელის დაჭერის შედეგად.