>
პარტნიორები
ცვლილება ლოტის განთავსების წესებსა და პირობებში
17 / 7 / 2013

მოგესალმებით!

გაცნობებთ, რომ ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების    სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილი №141 დადგენილებაში განხორციელებული  ცვლილებების   შედეგად,  სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასური ნებისმიერი  დაინტერესებული  ფიზიკური/იურიდიული პირის  მიერ გადაიხდევინება წინასწარ.

 

გამონაკლისს წარმოადგენენ:

1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებულ ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ წლიური მომსახურებით და რომლებსაც უფლება  აქვთ მომსახურების  საფასური გადაიხადონ მომსახურების პროცედურების დასრულების შემდეგ, თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა;

2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც  რეალიზე­ბუ­ლი/სარგებლობის     უფლებით გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზა­ციო ღირებულების პრო­ცენტს იხდიან ინტერნეტაუქციონის პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!


 

 

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>