>
პარტნიორები
მაღაზია "კალათა" ქალაქ გორში გაიხსნა.
22 / 7 / 2013
20 ივლისს ქალაქ გორში გაიხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სავაჭრო ობიექტი „კალათა“, რომელშიც ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვა უამრავი წვრილმანი.
ეს უკვე, მომსახურების სააგენტოს რიგით მეექვსე სავაჭრო ობიექტია, სადაც 3 ადამიანი დასაქმდა. მაღაზიის გახსნას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი და სააგენტოს სხვა თანამშრომლები. მაღაზიის მისამართია: ქ. გორი, რუსთაველის ქუჩა #83. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთავარი მიზანია - მომხმარებლისთვის კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების შეთავაზება.
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>