>
|
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
5 /
8 / 2013
31ივლისს დღის 3 საათზე ქ. ახალციხის უნივერსიტეტის შენობაში შედგა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და ახალციხის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის მქონე მოსახლეობას შორის. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე ქეთევან კიკნაძემ შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნო სააგენტოს მუშაობა, ჩატარდა გაცნობა-პრეზენტაცია უნივერსალური პორტალისwww.eauction.ge- ს შესახებ, განიხილეს არსებული სერვისები და კონკრეტული შეთავაზებები, სააგენტოში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი ინოვაციები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სატყეო მეურნეობის, ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის, რეგიონალური მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები და დაინტერესებული ბიზნესმენები. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მომავალშიც გეგმავს მსგავსი გაცნობითი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
|
|