>
|
მომსახურების სააგენტოს ახალი მაღაზია ქ.თბილისში
19 /
8 / 2013
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. მუხიანში, გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზა N2-ის ტერიტორიაზე გაიხსნა ახალი, მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების მაღაზია, რომელიც გამოირჩევა გასაყიდი საქონლის მრავალფეროვნებითა და დაბალი ფასებით. მომხმარებელს შეუძლია ერთ მაღაზიაში შეიძინოს, როგორც ავეჯი და ელექტრო ტექნიკა, ასევე მრავალი სხვა დასახელების საქონელი. ახალი მაღაზიაში სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან 18 საათამდე. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს განვითარებასა და მომხმარებლების კომფორტზე მორგებული სიახლეების დანერგვას.
|
|