>
პარტნიორები
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეხვედრა ქ. თელავის მოსახლეობასთან
3 / 10 / 2013
2 ოქტომბერს, დღის  12:00 საათზე,  ქ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის  უნივერსიტეტის შენობაში შედგა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და თელავის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის მქონე მოსახლეობას შორის.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთევან კიკნაძემ შეხვედრაზე დამსწრებს გააცნო სააგენტოს მუშაობა, ჩატარდა გაცნობა-პრეზენტაცია უნივერსალური პორტალის www.eauction.ge- ს შესახებ, განიხილეს არსებული სერვისები და კონკრეტული შეთავაზებები, სააგენტოში მიმდინარე პროცესები  და დაგეგმილი ინოვაციები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ  რეგიონალური მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო,  მომავალშიც გეგმავს მსგავსი გაცნობითი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>