>
პარტნიორები
მომსახურების სააგენტოს შეხვედრა რეგიონებში
11 / 11 / 2013

7 და 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს რეგიონებში მორიგი პრეზენტაცია ჩაატარა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები  თერჯოლის, ამბროლაურისა და ონის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მისული მოსახლეობა გაეცნო სააგენტოს მუშაობას, ჩატარდა გაცნობა-პრეზენტაცია უნივერსალური პორტალის www.eauction.ge- ს შესახებ, ასევე განიხილეს არსებული სერვისები, სააგენტოში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი ინოვაციები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მომავალშიც განაგრძობს გაცნობითი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>