>
პარტნიორები
კონფერენცია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თემაზე
29 / 11 / 2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით 28 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კიბერუსაფრთხოებისა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე რიგით VI ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია  ელექტრონული აუქციონების უნივერსალური პორტალი eauction.ge, რომელიც მომსახურების სააგენტოსა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ www.eauction.ge არის სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  პორტალი, რომელიც 2010 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მოქნილ სისტემას, რომელიც ამიერკავკასიაში ინოვაციური პროექტია.

ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს გაეცნენ. რეგიონული კონფერენცია კიბერუსაფრთხოებისა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე 2008 წლიდან იმართება და ყოველწლიურად უფრო მეტ ინტერესს იწვევს. 
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>