მიმდინარე წლის
27 თებერვალს სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს „ ცენტრალურ ოფისში
(გულუას ქ.No 4 ) გაიმართა სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის შეხვედრა ქ. თბილისში
მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან.
შეხვედრა მიზნად
ისახავდა მიკროსაფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის სააგენტოს სერვისების გაცნობას.
მოწვეული სტუმრები გაეცნენ სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს „ ვებგვერდის
www.eauction.ge
ფუნქციონალურ მხარეს. მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე აუქციონებსა და განთავსებულ ლოტებზე.
გაეცნენ ონლაინ აუქციონით სარგებლობის უპირატესობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც
სააგენტოს ვებ-სივრცე აძლევს მიზნობრივ კლიენტებს.
შეხვედრისას მოხდა მოსაზრებათა ურთიერთგაზიარება, განხორციელდა ინოვაციური გეგმების
პრეზენტაცია და სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალა www.eauction.ge -ზე აუქციონის
წარმოების შესახებ.