>
|
ცვლილება ელექტრონულ აუქციონების სისტემაში
14 /
4 / 2014
გაცნობებთ, რომ ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე განხორცილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალური ცვლილებები: 1) ცვლილება რეგისტრაციის პროცესში რეგისტრაციის დროს რეზიდენტ ფიზიკურ პირს მოუწევს შემდეგი ველების შევსება: პირადი ნომერი + სახელი+ გვარი+დაბადების თარიღი + მომხმარებლის სახელი + შემოჭმების ღილაკი - ველების ზუსტი ინფორმაციით შევსების შემთხვევაში (საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ვერიფიკაციის შემდეგ) ავტომატურად შეივსება სქესის და იურიდიული მისმართის ველი. თუ ასეთი მონაცემი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა საიტზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება, რომ მითითებული პარამეტრები არაზუსტია. შეგახსენებთ, რომ აქამდე მხოლოდ პირადი ნომრის მითითების შემდეგ ივსებოდა სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, მისამართის და სქესის ველი. 2)შეზღუდვა არარეზიდენტ პირებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სასოფლო მიწა და სასოფლო მიწა შენობით ქვეკატეგორიაში განთავსებულ ლოტებზე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებსა და არარეზიდენტ იურიდიულ პირებს შეეზღუდათ ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება. 3)ვალუტის კურსის შენახვა იმ ლოტებზე ვაჭრობისას, სადაც ვაჭრობა ხდება უცხოურ ვალუტაში, ვალუტის კურსი დაიანგარიშება იმ მაჩვენებლით, როგორი კურსიც იყო აუქციონის გამოცხადების მომენტში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601
|
|