დასახელება: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემა
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქალაქი
ქუთაისი
ქვეყანა
საქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)
სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
რაოდენობა
1
ბრძანების ნომერი
51
შეფასების თანხა
3380
სარგებლობაში გადაცემის ვადა
3 წელი
ზომის ერთეული
ერთეული
ტელეფონის ნომერი
595796226;599151908
აღწერილობა
აღწერილობა
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში.საკონტაქტო ტელ: 2487353,599151908; 595796226.
მოკლე აღწერილობა
·დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით-ტაქსით (სედანის, ჰეჩბექის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების გადაცემა.
პირობა
·აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ·უფლების გადაცემის ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წელი. ·უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა განისაზღვროს სააუქციონო საწყისი ფასის წლიური ოდენობის 30%-ით (12168 ლარი), რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უფლების გადაცემის ვადას. ·საწყისი ფასი აუქციონზე ვაჭრობის დასაწყებად შეადგენს 3 380 (სამი ათას სამას ოთხმოცი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის 1 (ერთი) თვის ღირებულებას.
·აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია უფლების გადაცემის საწყის ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად შემოთავაზებული მაქსიმალური საფასურის ოდენობა. ·იჯარის ხელშეკრულება ფორმდება აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ·აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია, აუქციონის ფარგლებში გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული მაქსიმალური თანხის ორმაგი ოდენობით, „აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების გზით ან ამავე რაოდენობის თანხაზე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 7 კალენდარული დღით საგარანტიო თანხა/საბანკო გარანტია აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება უფლების გადაცემის ვადის გასვლიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
აუქციონში გამარჯვებულს/ოპერატორს (ოპერატორი - პირი, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისა და აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლება) არ აქვს უფლება აეროპორტების გაერთიანების წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობები მესამე პირებს. ·ოპერატორი ვალდებულია ყოველთვიურად აეროპორტების გაერთიანებას გადაუხადოს მზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის ღირებულება.
·მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში ან დროებით კანონიერ მფლობელობაში/სარგებლობაში ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ·სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე 4 (ოთხი) წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან. ·მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსულ ენებს ცოდნა. ·სატრანსპორტოსაშუალებისმძღოლებმაუნდადაიცვანდადგენილიდრესკოდიდაშემოსილებიუნდაიყვნენსუფთადამოწესრიგებული (არასპორტული) სამოსით. ·სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, გამართულ მდგომარეობაში, ტექნიკური და ვიზუალური დაზიანებების გარეშე, აღჭურვილი კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. სატრანსპორტო საშუალების სალონი და გარე ვიზუალი უნდა იყოს სუფთა, კუსტარული გადასაკრავებისა და მოპირკეთების გარეშე. სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით. არ უნდა იყოს ტრამვასაშიში კონსტრუქციული ელემენტები. ·არ დაიშვება არაქარხნული წესით დამონტაჟებული რაიმე სახის დამატებები ან განხორციელებული ცვლილებები, გარდა სპეციალური ქარხნული წესით დამზადებული დახურული საბარგო კონტეინერისა ან სპორტული ინვენტარის დასამაგრებელი ქარხნული მოწყობილობებისა, რომელიც შესაძლებელია დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე. ·არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მარჯვენა საჭიანი სატრანსპორტო საშუალებები. ·ყველა სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ·სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს არაუმეტეს 4ადგილიანი და არანაკლებ 4 კარიანი, მითითებული ადგილების რაოდენობა გულისხმობს უშუალოდ მგზავრებისთვის გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. აკრძალულია არაქარხნული წესით დამონტაჟებული / ჩადგმული დასაჯდომი ადგილების გამოყენება. ·ყველა სატრანსპორტო საშუალების საბარგო უნდა იყოს არანაკლებ 380 ლიტრი მოცულობის. ·სატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელს უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების ღვედი. ·სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებისათვის არ უნდა იყენებდეს თხევად ან ბუნებრივ აირს.სატრანსპორტო საშუალება შეიძლება იყოს დიზელზე, ბენზინზე ან/და ელექტრო ძრავით. ·ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ერთი ფერის. ოპერატორმა ისინი საკუთარი სახსრებით უნდა გააფორმოს ბრენდირებული სტიკერით. ბრენდირების დიზაინი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შპს „საქართველოს აეროპორტის გაერთიანებასთან“. ·ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მომსახურებით სარგებლობის შესაძლბელობა დაბრკოლებების გარეშე გააჩნდეთ შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებსაც. ·სატრანსპორტო საშუალების სალონში, მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს ე.წ. „საინფორმაციო ფურცელი“ სადაც მითითებული იქნება: მძღოლის სახელი და გვარი (ფოტოსურათი სავალდებულოა), ოპერატორის სახელწოდება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მგზავრობის ფასები (მათ შორის, მიმართულებების მიხედვით) შესაბამისი ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მოთხოვნები მომსახურების ხარისხის მიმართ:
·მგზავრთა გადაყვანის დაწყების მომენტიდან უფლების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ოპერატორს უნდა გააჩნდეს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარი (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით), ასევე ტრანსპორტით გადაყვანის დროს მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 5 000 (ხუთ ათასი) ლარი თითოეულ მგზავრზე (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით) და ჯამური ლიმიტით 25,000 (ოცდახუთი ათასი) ლარი წლის მანძილზე იმგვარად, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ჯამურად შესაძლებელი იყოს ერთდროულად სულ მცირე 5 მგზავრისათვის სადაზღვევო თანხის გადახდის შესაძლებლობა. ·მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ან/და მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების კანონმდებლობით შემდგომში განსხვავებულად დარეგულების შემთხვევაში, აეროპორტი უფლებამოსილია გადახედოს ხელშეკრულებაში განსაზღვრულ დაზღვევის პირობებს და დაარეგულიროს იგი კანონმდებლობის შესაბამისად. ·სატრანსპორტო კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მგზავრზე უნდა გასცეს გადახდის ჩეკი და ინვოისი. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებაც. ·ფასები უნდა იყოს ფიქსირებული, ან უნდა ხდებოდეს ფასის აღრიცხვა სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული მრიცხველის საშუალებით. დაშვებულია ორივე ალტერნატივის ერთდროულად გამოყენება, გარკვეული მიმართულებებზე (მათ შორის: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) ფასის დაფიქსირების გზით. ფასი, როგორც ფიქსირებული მიმართულების, ასევე მრიცხველის კილომეტრაჟის მიხედვით, წინასწარ უნდა შეთანხმდეს აეროპორტების გაერთიანებასთან, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს მგზავრთათვის თვალსაჩინო ადგილზე. ·ამასთანავე, მგზავრობის ფასი (გადასახადების ჩათვლით) ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი - 200 ლარი, ბათუმი - 120 ლარი, ქუთაისი - 30 ლარი.მგზავრობის ფასი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებით ერთი მიმართულებით შესრულებული ერთი მარშრუტისათვის მგზავრ(ებ)ის მიერ გადასახდელ მაქსიმალურ ჯამურ ღირებულებას. ·დადგენილი მაქსიმალური ფასის გადახედვა შესაძლებელი იქნება საქართველოში საწვავის ფასის და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ოპერატორის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მგზავრობის ფასი ყველა მიმართულებით უნდა მიესადაგებოდეს საბაზრო ფასს.
აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: Øამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (თუ გამარჯვებული ფიზიკური პირია); Øხელშეკრულების შესრულების გარანტია (საბანკო გარანტიის ან თანხი დეპონირების სახით); Øავტომობილების სია, სარეგისტრაციო მოწმობების ასლები, დროებით სარგებლობაში ქონის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაინტერესებული პირის საკუთრება არ დგინდება სარეგისტრაციო მოწმობით); Øავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები; Øმძღოლების სია, მართვის მოწმობების ასლები; Øმესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობისა და მგზავრების სიცოცხლისა და ჯამრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი, აუქციონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი დოკუმენტაცია. (დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ნომრები, რომელთა ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანიც ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით); Øავტომობილის ბრენდირების დიზაინის ნიმუში; Øსაინფორმაციო ფურცლის ნიმუში; Øოპერატორი ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან 30 დღის ვადაში აეროპორტების გაერთიანების მიერ მითითებულ მისამართზე წარმოადგინოს ავტო სატრანსპორტო საშუალებები დათვალიერებისა და განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის. წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტებს აეროპორტების გაერთიანება განიხილავს წარმოდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. ოპერატორის მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტების და ინფორმაციის წარმოუდგენლობის, არასრულად წარმოდგენის ან წარმოდგენილი დოკუმენტების აუქციონის პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აეროპორტების გაერთიანება უფლებამოსილია, განუსაზღვროს გამარჯვებულს დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ოდენობით.
გამარჯვებულის მიერ აუქციონის პირობებთან სრულად შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის თაობაზე.
·ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანის უფლების ყველა პირობის მუდმივი დაცულობა, მგზავრთა გადაყვანის უფლების მოქმედების მთელ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, უზრუნველყოს მგზავრთათვის მისი მომსახურების მიწოდება/შეთავაზება უწყვეტ რეჟიმში. ამავე დროს, ოპერირება განახორციელოს მხოლოდ აეროპორტების გაერთიანებასთან წინაწარ შეთანხმებული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლების მეშვეობით. ·ოპერატორმა მგზავრთა გადაყვანის უფლების მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად, წინასწარ, საანგარიშო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მოსაკრებლის გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ოპერატორს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ·იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი დაარღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მგზავრთა გადაყვანის პირობებს (გარდა წინა პუნქტში აღწერილი დარღვევისა) და ვალდებულებას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით მისცეს გაფრთხილება ან დააკისროს პირგასამტეხლო, 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეულ დარღვევაზე ცალ-ცალკე, ერთჯერადად. „აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით ხარვეზის აღმოფხვრამდე შეუჩეროს ოპერირების უფლება ოპერატორს ან მისცეს გაფრთხილება, რაც არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს შესაბამისი პერიოდისთვის მგზავრთა გადაყვანის უფლების მოსაკრებლის გადახდისგან. აეროპორტების გაერთიანება უფლებამოსილია დარღვევის ხასიათისა და სიხშირის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის ხელშეკრულება. ამავე დროს, ერთი ინსპექტირების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა არსებით ვალდებულებებზე, არ იქნება ჩათვლილი ცალ-ცალკე დარღვევად დარღვევების სიხშირის განსაზღვრის მიზნებისთვის. ·დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების შემთხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვით. ·საწარმოს გაყიდვის შემთხვევაში ქონების შემძენი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის ხელშეკრულება. ·ოპერატორი ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია საკუთარი სახსრებით მიიღოს სარეჟიმო ტერიტორიაზე შესასვლელი საშვები. · ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსის სწავლების გავლა საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით მისი ყველა იმ თანამშრომლის მიერ, რომელიც თავის ფუნქციია-მოვალეობებს ასრულებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ·იმ შემთხვევაში, თუ „აეროპორტების გაერთიანებამ“ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა უკან უბრუნდება. ·გამარჯვებულ პირს /ბე-ს თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). ·გამარჯვებულის მიერ უფლების გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება. ·გამარჯვებულის მიერ, სააუქციონო პირობებით დადგენილ ვადაში, ამავე პირობებით განსაზღვრული დოკუმენტების და ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ დოკუმენაციაში არსებული ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება. ·აუქციონში გამარჯვებულზე მგზავრთა გადაყვანის უფლება გადადის უფლების გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. ·ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულების შემდეგ.
ოპერატორი აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებს განათავსებს მხოლოდ საამისოდ აეროპორტების გაერთიანების მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. აეროპორტების გაერთიანება უფლებას იტოვებს წინასწარ 2 კვირით ადრე გაფრთხილების საფუძველზე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეცვალოს ავტომობილებისათვის გამოყოფილი ადგილები ან/და ადგილების რაოდენობა. ადგილების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, გამოყოფილი უნდა იყოს გასაჩერებელი ადგილები არანაკლებ 5 (ხუთი) სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლება. შენიშვნა: უფლების ექსკლუზიურობა გულისხმობს იმას, რომ აეროპორტების გაერთიანება იძლევა გარანტიას, რომ მგზავრთა ტაქსებით გადაყვანისუფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში და რომელთანაც გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაყვანის თაობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში უფლების არმქონე პირების სატრანსპორტო საშუალებები არ იქნებიან დაშვებული აეროპორტების გაერთიანების მიერ უფლების მქონე პირებისთვის ამ პირობების შესაბამისად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მგზავრთა გადაყვანის უფლების არმქონე პირებზე უძრავი და მოძრავი ქონება არ გაიცემა სარგებლობის უფლებით,აეროპორტში სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების მიზნებისთვის. ამასთანავე, აეროპორტების გაერთიანება არავითარი ფორმით არ იქნება პასუხისმგებელი მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მგზავრთა გადაყვანის უფლების მქონე პირებისთვის ამ პირობების შესაბამისად სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა) ტურისტული მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შემთხვევებზე, რომელიც გამიზნული იქნება მგზავრების კონკრეტული ჯგუფის გადასაყვანად და წინასწარ შეთანხმდება აეროპორტების გაერთიანებასთან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ცალ-ცალკე. აეროპორტების გაერთიანება არავითარი ფორმით არ იქნება პასუხისმგებელი, აეროპორტის ტერიტორიაზე მესამე პირების მიერ მგზავრებისთვის რაიმე სახის შეთავაზების განხორციელებაზე თუ დაცულია წინამდებარე პუნქტის მოთხოვნები.
(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)
ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).
ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების განკარგვის ხელშეწყობა ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.
ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში.
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება
1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.
2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.
3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.
7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“
8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).
2. ინტერნეტმაღაზია
1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო .
2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.
3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.
4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.
მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.
სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ, მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.