>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე (ს/კ 34.02.62.434), სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური უფლების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT74925721   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 749257
რაოდენობა
1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
01/11/2021 18:00 - 19/11/2021 17:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ლოტის სტატუსი
Sold
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 7550.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 2000.00 e
საგარანტიო თანხა: 100000.00 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 10.01.2032
ტელეფონი: 599151908; 595796226
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქალაქიქუთაისიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიგადახდის ბოლო ვადა20.12.2021
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა3702სარგებლობაში გადაცემის ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წელი. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 (ხუთი) წლით.
ტელეფონის ნომერი599151908; 595796226რაოდენობა1
ბრძანების ნომერიN77 29.10.21წ.
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური უფლების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის დეტალური სააუქციონო პირობები იხილეთ ქვემოთ.

დანართი #2-ის აუქციონის გვერდზე მიმაგრება ვერ განხორციელდა დიდი ფორმატის გამო, მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  

https://drive.google.com/file/d/1zhLB8hIymhWbYhx0rz1psOTrTyNgdD9/view

პირობებში მითითებული სხვა დანართები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

პირობა

1.      აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან.
2.      გადასაცემი უფლება: შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული, სამტრედიის რაიონის სოფ. დიდ ჯიხაიშში, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე (ს/კ 34.02.62.434),  სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, დანართი #1 და დანართი #2-ით განსაზღრულ ადგილებზე.
3.      გამარჯვებულ პირს უნდა გააჩნდეს 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლების მანძილზე
Ø დახურულ ან/და ღია სივრცეში რეკლამის გაყიდვისა და განთავსების გამოცდილება; 
Ø საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით, თოთოეულ მითითებულ წელს უნდა გააჩნდეს ერთ კონკრეტულ ობიექტზე/ქალაქში რამდენიმე (ჯამურად არანაკლებ სამი) სარეკლამო წერტილი (მათ შორის ციფრული გამომსახველი მოწყობილობა). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ციფრულ გამომსახველ მოწყობილობებზე მისაღებია საკუთრების/ფლობის დადასტურება 2019, 2020 წლების მანძილზეც.
4.      2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში, ცალ-ცალკე, გამარჯვებულის ბრუნვა უნდა იყოს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარი ან მეტი. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით - ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.
5.      გამოცდილების დასადასტურებლად, გამარჯვებულმა პირმა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს:
(1) თითოეულ წელს (იგულისხმება 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლები) გაფორმებული, მინიმუმ ერთი, შესაბამისი ხელშეკრულება ან/და მიღება-ჩაბარების აქტი. თითოეულ წელს თითო ხელშეკრულების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ წარმოდგენილი ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულება ფარავს შესაბამის პერიოდს.
(2) სარეკლამო წერტილების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს/შესაბამისი უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ გამარჯვებული კომპანიისთვის მიცემული ნებართვა სარეკლამო წერტილების განთავსების თაობაზე.
(3) ბრუნვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების დადასტურება უნდა მოხდეს წარმოდგენილი, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების საფუძველზე.
6.      სარეკლამო ექსკლუზიური უფლებით სარგებლობა გულისხმობს, რომ უფლების მიმღებმა, შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან” (შემდგომში - უფლების გამცემი) წინასწარი შეთანხმებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (შემდგომში - აეროპორტი) წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე (დანართი #1 და #2) განახორციელოს:
Ø  სარეკლამო კონსტრუქციებისა და მათზე სარეკლამო მასალების განთავსება თანდართული  სარეკლამო კონცეფციისა (დანართები #2, #2(1) და #2(2)) და “LED ეკრანთან” დაკავშირებული მოთხოვნების (დანართი #3 და დანართი #4) შესაბამისად;
Ø  კედლებზე, იატაკზე, აივნებზე, სვეტებსა და სხვა ადგილებში სარეკლამო მასალების განთავსება სტიკერების დამაგრება და ა.შ.);
Ø  სარეკლამო          მიზნებისთვის    პროდუქციის      განთავსება აეროპორტის ტერიტორიაზე;
Ø  ფლაერების გავრცელება;
Ø  არასტანდარტული სარეკლამო საშუალებების განთავსება;
Ø  სარეკლამო დროშების განთავსება;
Ø  გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერი ფორმით, გარდა ხმოვანი გამოცხადების, ნებისმიერი მომსახურეობისა და პროდუქტის რეკლამირება (რეკლამის განთავსება, გავრცელება (მათ შორის, აეროპორტის უკაბელო ინტერნეტით (wifi)) და სხვ.)
7.      სარეკლამო საქმიანობა უნდა წარიმართოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ასევე თანდართული სარეკლამო კონცეფციის შესაბამისად.  უფლების მიმღები რეკლამის გავრცელებისას ვალდებულია დაიცვას უფლების გამცემის ბიზნეს ინტერესები და არ დაუშვას ამ უკანასკნელთან ან მის საქმიანობასთან კონკურენციაში მყოფი პირის ან/და საქმიანობის შესახებ რეკლამის ნებისმიერი ფორმით ან/და საშუალებით გავრცელება აეროპორტის ტერიტორიაზე.
8.      აუქციონში გამარჯვებულ პირს/უფლების მიმღებს ექნება ”ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში” (დანართი #1 და #2) რეკლამის განთავსების (გავრცელების) ექსკლუზიური უფლება, რაც გულისხმობს უფლების გამცემის ვალდებულებას არ დაუშვას აეროპორტში მესამე პირის მიერ რეკლამის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი სახით გავრცელება (მათ შორის, მესამე პირების სარგებლობაში არსებული ფართების/დახლებისა და მათი გარე ფასადის სივრცეში რეკლამის განთავსება ნებისმიერი ფორმის პროდუქტით ან მომსახურეობის საშუალებით, თუ აღნიშნული არ ეხება თავად მესამე პირის მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურეობას ან/და გასაყიდ პროდუქციას ან/და იმ მესამე პირებს, რომლებსაც  სარგებლობაში არ აქვთ გადაცემული ფართი ან/და დახლი, თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე, შესაბამისი ლოკაციიდან ახორციელებენ მომსახურების/პროდუქციის შეთავაზებას/რეალიზაციას). ამასთან, უფლების მიმღები ვალდებულია დაიცვას აეროპორტის იერსახე, ასევე რეკლამის განთავსებამ ხელი არ უნდა შეუშალოს აეროპორტში განთავსებული სხვა ობიექტების ან/და აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფრაქტრუქტურის ხილვადობას, ისევე როგორც აეროპორტის ან/და აეროპორტის კონტაქტორების ოპერირებას/ფუნქციონირებას. აღნიშნული არ გულისხმობს სარეკლამო ვიზუალის/შინაარსის  შეთანხმების ვალდებულებას.
9.      იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ გაფორმებული ექნება ხელშეკრულებები, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეკლამის ნებიმიერი ფორმით გავრცელება/განთავსებასთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია არ შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულებები და ისინი დარჩება მოქმედი, მათი დარჩენილი მოქმედების ვადით და აღნიშნული არ მიიჩნევა წინამდებარე სააუქციონო პირობებით განსაზღვრული რეკლამის განთავსების ექსკლუზიური პირობის დარღვევად.
10.  უფლების გადაცემის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წელი. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 (ხუთი) წლით.
11.  უფლების გადაცემის ყოველთვიური თანხის მინიმალური საწყისი ოდენობები განისაზღვროს წლიურ მგზავრთნაკადზე მიბმული სქემის  შესაბამისად:
Ø 0 – 500,000 მგზავრი - 7,550.0 (შვიდიათასხუთასორმოცდაათი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
Ø 500,001 – 1,000,000 მგზავრი  - 30,000.0 (ოცდაათიათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
Ø 1,000,001-დან და ზემოთ მგზავრი - 40,000.0 (ორმოციათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით.
Ø აუქციონზე ვაჭრობა გაიმართება წლიური 0 – 500,000 მგზავრის შემთხვევისთვის დადგენილი, უფლების გადაცემის თვიურ მინიმალურ საწყის ოდენობაზე (7550 ლარი). 500,001 – 1,000,000, ისევე როგორც 1,000,001 და ზემოთ მგზავრთნაკადის შემთხვევაში, თვიური უფლების გადაცემის  მინიმალური საწყისი ოდენობები დაკორექტირდება აუქციონში დაფიქსირებული ფასის პროპორციულად და ხელშეკრულებაში დაფიქსირდება პროპორციულად გაზრდილი ოდენობებით.
12.  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა განისაზღვროს 100,000.0 (ასიათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 (შვიდი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს უფლების გადაცემის ვადას.
13.  ბიჯის ოდენობა - 2,000.0 (ორიათასი) ლარი. 
14.  ხელშეკრულების საბოლოო თვიური უფლების გადაცემის თანხა განისაზღვროს, უფლების მიმღების მიერ ყოველთვიურად აეროპორტიდან სარეკლამო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული, მგზავრთნაკადზე დამოკიდებული,  უფლების გადაცემის თვიური ოდენობისა, მე-11 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სქემისა და პირობების შესაბამისად.
15.  აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა დაკონვერტირდება აშშ დოლარში, აუქციონის დასრულების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით და საფასურები ხელშეკრულებაში განისაზღვრება აშშ დოლარის              ვალუტაში განსაზღვრული ოდენობით. თუ რომელიმე თვეში აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ნაკლები იქნება აუქციონში ვაჭრობის შედეგად დადგენილ მინიმალურ ოდენობ(ებ)აზე, ასეთ შემთხვევაში უფლების მიმღები გადაიხდის აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დადგენილ მინიმალურ ღირებულებას.
16.  გადახდის სტანდარტული წესი:
·   გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საანგარიშსწორებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 რიცხვის ჩათვლით ვადაში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე დაფიქსირებული  ღირებულებ(ებ)ისა. ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვის მომენტიდან.
·   უფლების მიმღები, აეროპორტს, ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში, მაგრამ არაუგვიანეს 5 რიცხვისა, ოფიციალური წერილის სახით, უგზავნის ინფორმაციას წინა კალენდარულ თვეში მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიწერება ანგარიშფაქტურა შესაბამის თვეზე.
17.  ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ინტერნეტით მომსახურების საფასური წარმოადგენს უფლების მიმღების ხარჯს. ელექტროენერგიის ხარჯი, გარდა “LED ეკრანისა”, დაანგარიშდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ და დაემატება ხელშეკრულების მინიმალურ დასაფარ ოდენობას. დაანგარიშება მოხდება შემდეგი პრინციპით: ელექტროენერგიის ტარიფი x ((ნებისმიერი იმ მოწყობილობის მუდმივი მოხმარების სიმძლავრე, რომელსაც ესაჭიროება ელექტროენერგია x 24სთ) x 30დღე). ზემოთმოცემული ცვლადების ნებისმიერი მიზეზით ცვლილებისას, ფორმულის გადაანგარიშება მოხდება ხელახლა და ცვლილება აისახება მინიმალურ დასაფარ ოდენობაზე.
18.  “LED ეკრანის” ფარგლებში ელექტროენერგიით სარგებლობის საფასური წარმოადგენს უფლების მიმღების ხარჯს.
19.  გარდა 17 და 18 პუნქტებით გათვალისწინებულისა, ელექტროენერგიის სხვა ხარჯი შედის ხელშეკრულების ღირებულებაში.
20.  აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზის ან გენერატორის უზრუნველყოფა. შესაბამისად, უფლების მიმღები ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა.
21.  ყველა ციფრული გამომსახველი მოწყობილობისთვის, გარდა “LED ეკრანისა”, არსებული და ახალი ტერმინალის მთავარ სასერვეროებში (MER A, MER B) გამოყოფილი იქნება თითოეულში 2RU (Rack Unit) ადგილი შესაბამისი საკონტროლო და საკომუნიკაციო მოწყობილობებისათვის. LED ეკრანისთვის MER B სასერვეროში გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 7 RU სივრცე შესაბამისი დაკაბელებისა და კონტროლერების განთავსების მიზნით. მოცემული 9 RU-ის ღირებულება გათვალისწინებულია უფლების გადაცემის ღირებულებაში.
22.  აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია, 125,000.0 (ასოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას არანაკლებ 7 (შვიდი) დღით.
23.  უფლების მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) თვეში დაასრულოს სარეკლამო კონცეფციის მიხედვით აეროპორტის მოწყობის სამუშაოები (შემდგომში - მოსამზადებელი პერიოდი) და დაიწყოს უფლების რეალიზება. უფლების გამცემი უფლებამოსილია აღნიშნული ვადები გადაწიოს ცალმხრივი შეტყობინების საფუძველზე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული თვის ვადით.
24.  მოსამზადებელ პერიოდში უფლების გადაცემის ყოველთვიური ღირებულება განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.
25.  უფლების მიმღები ვალდებულია სარეკლამო კონცეფციის მიხედვით აეროპორტის მოწყობისთვის, მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, გასწიოსრანაკლებ 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიცია. უფლების მიმღები ვალდებულია, აღნიშნული ინვესტიციის დასადასტურებლად, მოსამზადებელი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში, უფლების გამცემს, საკუთარი ხარჯით წარუდგინოს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
26.  მოსამზადებელი პერიოდის დასრულებისთანავე, აეროპორტი უფლების მიმღებს მიაწვდის მგზავრთნაკადის პირველ პროგნოზს. პირველი ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრულ ვადაში, უფლების მიმღები ვალდებულია განახორციელოს აეროპორტისთვის გადასახდელი მიმდინარე უფლების გადაცემის თანხიდან დაანგარიშებული 12 (თორმეტი) თვის შესაბამისი ოდენობის წინასწარ ჩარიცხვა, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით. აღნიშნული წინასწარი ანგარიშსწორების პირობა, არ ცვლის სტანდარტულ ანგარიშსწორების პირობას და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება წინასწარ ჩარიცხული თანხის კორექტირება, უფლების მიმღების მიერ ყოველთვიურად მიღებული შემოსავლის 25%-ის შესაბამისი თანხის ოდენობით.
27.  კალენდარული წლის იანვრის თვიდან ითვლება აეროპორტის მგზავრთაკადი, რომლის პროგნოზს წლის დასაწყისში ან ხელშეკრულების გაფორმებისას, აეროპორტი უგზავნის უფლების მიმღებს. უფლების მიმღებისთვის აღნიშნული კალენდარული წლის მანძილზე თვიური უფლების გადაცემის თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა ხდება აღნიშნული პროგნოზიდან გამომდინარე. კალედარული წლის დასასრულისას, არაუგვიანეს პირველი თვის 10 რიცხვისა, უფლების მიმღებს გადაეგზავნება აეროპორტის წლიური მგზავრთანადის ფაქტობრივი მონაცემები, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება წლის ჭრილში უფლების მიმღების მიერ გადასახდელი თვიური უფლების გადაცემის  თანხის მინიმალური ოდენობა. ასეთ შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებები გაქვითონ სამომავლო გადახდებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს უახლოესი მომდევნო ყოველთვიური ანგარიშსწორებისას ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მიმდინარე კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე. მხარეები შესაძლებელია დამატებით წერილობით შეთანხმდნენ აღნიშნული ფინანსური ვალდებულების გადახდის განსხვავებულ წესზე.
28.  მაშინ, როდესაც ყოველთვიური, უფლებით სარგებლობის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა ხდება არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის პროგნოზის ან/და ფაქტოვრივი მონაცემების კალკულაცია ხდება ქვემოთმოცემული პრინციპით.
Ø მგავრთნაკადის პროგნოზის კალკულაცია არასრული კალენდარული წლისთვის:
არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის პროგნოზი გამოიანგარიშება შესაბამისი საპროგნოზო თვეებისთვის ჯამური საპროგნოზო მგზავრთნაკადის რაოდენობიდან თვიური საშუალო მგზავრთნაკადის გამოანგარიშებით და აღნიშნული ციფრის 12-ზე გამრავლებით.
Ø მგზავრთნაკადის ფაქტობრივი მონაცემების კალკულაცია არასრული კალენდარული  წლისთვის:
არასრული კალენდარული წლისთვის, მგზავრთნაკადის ფაქტობრივი მონაცემი გამოიანგარიშება შესაბამისი განვლილი თვეების ჯამური ფაქტობრივი მგზავრთნაკადის რაოდენობიდან თვიური საშუალო მგზავრთნაკადის გამოანგარიშებით და აღნიშნული ციფრის 12-ზე გამრავლებით.
29.  უფლების მიმღები ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 ივნისისა, წარმოადგინოს დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტორული ფირმის (ფირმა შერჩეული უნდა იყოს დიდი ათეულიდან)  შესაბამისი დასკვნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო საქმიანობიდან წინა წელს მიღებული შემოსავლების დადასტურების მიზნით (დამოუკიდებელი დასაბუთებული რწმუნების ანგარიში). იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტიას/ბეს ვადა ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე გასდის, უფლების მიმღები ვალდებულია გაუგრძელოს ასეთ გარანტიას მოქმედების ვადა, ან აუდირებული დასკვნა წარმოადგინოს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე. თუ საგარანტიო თანხა/ბე დეპონირებულია აეროპორტის ანგარიშზე, აეროპორტი უფლებამოსილია არ დააბრუნოს საგარანტიო თანხა/ბე, აუდირებული დასკვნის წარმოდგენამდე.
        აუდიტის სამუშაოთა აღწერა (ე.წ. Scope) წინასწარ უნდა შეუთანხმდეს უფლების გამცემს. პირველი წლის დასრულებისას წარმოდგენილი იქნება აუდიტორული დასკვნა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის. იმ შემთხვევაში, თუკი დასკვნის წარმოდგენის შედეგად აღმოჩნდება, რომ საანგარიშო პერიოდისთვის უფლების გამცემს მიღებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრულზე ნაკლები შემოსავალი, უფლების მიმღები ვალდებულია დააკომპენსიროს აღნიშნული დანაკლისი, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
30.  რეისების შემცირებისას, გადახდის განსხვავებული წესი: 
Ø იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა 39 (ოცდაცხრამეტი) ან ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისი, თვიური უფლების გადაცემის თანხა განისაზღვრება, უფლების მიმღების მიერ ყოველთვიურად აეროპორტიდან სარეკლამო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ  1000 ლარის ოდენობით, მიუხედავად წლის მანძილზე დაგეგმილი მგზავრთნაკადის საპროგნოზო ოდენობისა.
Ø ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში 40 (ორმოცი) ან მეტი საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი თვიდან მოქმედებს უფლების გადაცემის ყოველთვიური ღირებულებისა და მისი გადახდის სტანდარტული წესი.
31.  რეისების გაუქმებისას, ხელშეკრულებით დროებით შეჩერება:
        იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, აეროპორტიდან არ იგეგმება საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისების განხორციელება ხელშეკრულების მოქმედება დროებით შეჩერდება და უფლების მიმღები განთავისუფლდება უფლების გადაცემის ყოველთვიური ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან, ასეთი თუნდაც ერთი რეისის განახლებამდე ვადით. საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეის(ებ)ის განახლებისთანავე, განახლდება ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ დროს, ხელშეკრულების მთლიანი მოქმედების პერიოდი რჩება უცვლელი. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პირობით სარგებლობის მიზნით, უფლების მიმღებმა წერილობით უნდა მიმართოს აეროპორტს, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აეროპორტი ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაუდასტუროს უფლების მიმღებს, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პუნქტის ამოქმედების საკითხი, ამ აუქციონის პირობების სრული დაცვით.
32.  აეროპორტის/უფლების გამცემის რეკლამა, ასევე აეროპორტის/უფლების გამცემის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები და მისი რეკლამირება, ასევე აეროპორტის/უფლების გამცემის ბარტერული აქტივობები წარმოადგენს აეროპორტის/უფლების გამცემის უფლებას. აეროპორტი/უფლების გამცემი უფლებამოსილია მისი საქმიანობის/აქტივობების რეკლამირების უფლება მიანიჭოს მესამე პირს.
33.  აეროპორტის/უფლების გამცემის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობად შეიძლება მოიაზრებოდეს უფლების გამცემისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის:
Ø ავიაკომპანიების რეკლამირება;
Ø სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებების/აქტივობის რეკლამირება;
Ø სხვადასხვა სახის პროდუქციის დარიგება, თუკი აღნიშნულ პროდუქციას გააჩნია ქუთაისის აეროპორტში ოპერატორი ავიაკომპანიების, აეროპორტის/უფლების გამცემის ან მის მმართველობაში არსებული სხვა რომელიმე აეროპორტის ლოგო;
Ø საქართველოს, ან/და საქართველოს კონკრეტული დანიშნულების ადგილის საპრომოციო აქტივობა გაფრენის დარბაზში სარეჟიმო ტერიტორიაზე.
34.  აეროპორტი უფლებამოსილია აეროპორტში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს აეროპორტში, ისე რომ ხელი არ შეეშალოს უფლების მიმღების კომერციულ საქმიანობას. ამასთან, აეროპორტის გზამკვლევზე დატანილი ინფორმაცია/მანიშნებელი კომერციული ობიექტის (ბრენდის მითითებით) ადგილმდებარეობის შესახებ არ ჩაითვლება უფლების მიმღების კომერციული საქმიანობის ხელშეშლად.
35.  უფლების მიმღები ვალდებულია თითოეულ ციფრულ გამომსახველ მოწყობილობაზე დაუთმოს უფლების გამცემს სარეკლამო დროის 10% საათში, ავიაკომპანიების და აეროპროტიდან სხვადასხვა მიმართულებების რეკლამირების მიზნით . აღნიშნულ სარეკლამო დროში, მოფრენის დარბაზში აეროპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია გაეშვას საქართველოს, ან/და საქართველოს კონკრეტული დანიშნულების ადგილის  საპრომოციო მასალა. აღნიშნული სარეკლამო დროის გამოუყენებლობის შემთხვევაში, დაგროვილი წუთები აკუმულირდება და აეროპორტი უფლებამოსილია მოითხოვოს მათი სურვილისამებრ გამოყენება, მაგრამ არაუმეტეს საათში ჯამურად 18 წუთისა.
36.  უფლების მიმღებმა აეროპორტში გაფრენის საერთო სივრცეში, უნდა მოაწყოს არაუმეტეს 220,8 კვ/მ LED ტიპის ეკრანი (ყველგან აღნიშნული, როგორც „LED ეკრანი“) სარეკლამო კონცეფციის შესაბამისად. ეკრანის 18% (დანართი #3-ის შესაბამისად, ეკრანის მონტაჟის შემდგომ მოხდება შეთავაზებული ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის შერჩევა უფლების გამცემის მიერ) უნდა დაუთმოს უფლების გამცემს, სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ეკრანის ტექნიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს დანართი #4-ით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტს., ეკრანის მომსახურება უნდა მოხდეს წინა მხრიდან ე.წ. front service.
37.  გამოყენებული ლაითბოქსები (ე.წ. მანათობელი ყუთი) უნდა იყოს ჩარჩოს გარეშე, ეგრედ წოდებული “frameless lightbox” (გარდა ლანდშაფტზე განთავსებული სარეკლამო წერტილებისა).
38.  აეროპორტში განთავსებული ყველა სხვა დანარჩენი ციფრული გამომსახველი მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ სტანდარტებს:
LCD Display Outdoor
       ტიპი - გარე გამოყენების LCD მონიტორი
       რეზოლუცია - 1920x1080px (Full HD)
       დიაგონალი - 55''
       მონიტორის მომიჯნავე ჩარჩოების ჯამური სისქე - არაუმეტეს 1,8 მმ.
       გარემო ზემოქმედებისგან დაცულობა - არანაკლებ IP66 რეიტინგი
       უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 26000 საათი
       ოპერირების ტემპერატურები -  /- 30°C +50°C/
       სიკაშკაშე - არანაკლებ 2500 nits
 
LCD Display Indoor
       ტიპი - შიდა გამოყენების LCD მონიტორი
       რეზოლუცია - 1920x1080px (Full HD)
       დიაგონალი - 55''
       მონიტორის მომიჯნავე ჩარჩოების ჯამური სისქე - არაუმეტეს 1,8 მმ
       გარემო ზემოქმედებისგან დაცულობა - არანაკლებ IP56 რეიტინგი
       უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 26000 საათი
       ოპერირების ტემპერატურები -  / 0°C +40°C/
       სიკაშკაშე - არანაკლებ 500 nits
 
LED Panel Outdoor
       ტიპი - გარე გამოყენების LED პანელი
       პანელის გაბარიტები - გათვლილი 121x68 სმ გაბარიტებთან მაქსიმალურად მიახლოებული ზომის დისპლეის ასაწყობად
       პიქსელებს შორის ვერტიკალური/ჰორიზონტალური დაშორება - არაუმეტეს 4მმ
       გარემო ზემოქმედებისგან დაცულობა - არანაკლებ IP66 რეიტინგი
       უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 26000 საათი
       ოპერირების ტემპერატურები -  /- 30°C +50°C/
       სიკაშკაშე - არანაკლებ 2500 nits
 
LED Panel Indoor
       ტიპი - შიდა გამოყენების LED პანელი
       პანელის გაბარიტები - გათვლილი 121x68 სმ გაბარიტებთან მაქსიმალურად მიახლოებული ზომის დისპლეის ასაწყობად
       პიქსელებს შორის ვერტიკალური/ჰორიზონტალური დაშორება - 1,2 მმ
       გარემო ზემოქმედებისგან დაცულობა - არანაკლებ IP56 რეიტინგი
       უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 26000 საათი
       ოპერირების ტემპერატურები -  /0°C +40°C/
       სიკაშკაშე - არანაკლებ 500 nits
 
LED Panel Indoor (ბარგის ზონა) Baggage Reclaim
       ტიპი - შიდა გამოყენების LED პანელი
       პანელის გაბარიტები - გათვლილი 610x170 სმ გაბარიტებთან მაქსიმალურად მიახლოებული ზომის დისპლეის ასაწყობად
       პიქსელებს შორის ვერტიკალური/ჰორიზონტალური დაშორება - არაუმეტეს 1,2 მმ
       გარემო ზემოქმედებისგან დაცულობა - არანაკლებ IP56 რეიტინგი
       უწყვეტად მუშაობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 26000 საათი
       ოპერირების ტემპერატურები -  /0°C +40°C/
       სიკაშკაშე - არანაკლებ 500 nits
 
შენიშვნა: (1) ზემოთ მოცემული მახასიათებლები ეკუთვნის თითო LCD მონიტორს და თითო LED პანელს შესაბამისად. მთლიანი გამომსახველი არე უნდა აიწყოს შესაბამისი ტიპის დისპლეის ჯგუფისგან სარეკლამო წერტილის გაბარიტების მიხედვით; (2) უფლების გამცემთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, დასაშვებია ციფრულ გამომსახველ მოწყობილობების ზემოთმოცემულ სტანდარტსა და დანართი N4-ში მოცემულ სტანდარტებში მცირედი კორექტირებები.
 
·         LED ტიპის ეკრანის პიკური (მაქსიმალური) ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 90 კვტ-ს, ხოლო სხვა დანარჩენი ციფრული გამომსახველი მოწყობილობების ან/და ლაითბოქსების სიმძლავრე ჯამურად - 15 კვტ-ს.
·         სარეკლამო ციფრული გამომსახველ მოწყობილობებს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთწლიანი მწარმოებლის გარანტია.
·         ბარგის ზონაში განსათავსებელი ციფრული გამომსახველი მოწყობილობები, შესაბამის კედლებზე უნდა დამაგრდეს ზემოდან და შეიფუთოს აღნიშნული კედლების იდენტური მასალითა და ფერით.
 
39.      აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია ქსელური ინფრასტრუქტურა და სარეკლამო წერტილების უმეტესომადე მიყვანილია ელექტრო კვება სარეკლამო კონცეფციის (დანართი N2-ის) შესაბამისად, გარდა 1-დან 4-ის ჩათვლით გასასვლელებთან (ე.წ. GATE-თან) განთავსებული, იატაკზე დასადგმელი მონტორებისა. უფლების მიმღებმა თავადვე, საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს საჭირო ქსელური ინფრასტრუქტურის, ახლო მდებარე გასასვლელის მაგიდიდან (ე.წ. GATE DESK-დან) მოცემულ მონიტორებამდე მიყვანა.
ჭერიდან ჩამოსაშვები ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისთვის (გარდა სამომავლო განვითარების გეგმისთვის) აეროპორტში, ჭერში დამონტაჟებული იქნება ბოძები (7x7სმ გაბარიტების მილი), რომლებიც გაუძლებს 500 კილოგრამამდე წონას. ბოძი დაეშვება იატაკიდან 300სმ სიმაღლეზე. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ბოძზე ციფრული გამომსახველი მოწყობილობისთვის საკუთარი ხარჯით დაამაგროს კარკასი შესაბამისი მოწყობილობებით.
40.  სარეკლამო ციფრულ გამომსახველ მოწყობილობებზე/ლაითბოქსებზე თავისუფალ დროს, როდესაც არ ხდება სარეკლამო მომსახურების გაწევა უფლების მიმღების მიერ მესამე პირებისათვის, უფლების მიმღებმა ვიზუალი უნდა შევსოს აეროპორტის ლოგოთი. უფლების მიმღები ასეთ დროს უფლებამოსილია ვიზუალზე განათავსოს საკუთარი ლოგოც. ასეთ შემთხვევაში, ლოგოები უნდა იყოს შესაბამისი ზომის/გარჩევადობის, თანაბრად ხილვადი. 
41.  უფლების მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, განახორციელოს მის მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ნებისმიერი ინფრასტრუქტურის (მათ შორის სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები/ლაითბოქსები) მოვლა-პატრონობა და დაზიანების, ისევე როგორც მოძველების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს მათი შეკეთება,  პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა ან/და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა.  დამონტაჟებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები/ლაითბოქსები) ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურა, ისევე როგორც აღნიშნულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს ამ პირობებით დადგენილ პროცედურასა და სტანდარტებს.
42.  წინა პუნქტში არსებული პირობების არსებობისას, უფლების მიმღები ვალდებულია შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს საკუთარი ხარჯით. ამავე დროს, აეროპორტი არ აუნაზღაურებს უფლების მიმღებს მის მიერ გაწეულ ხარჯებს, არც სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ და იგი არ მოახდენს გავლენას აეროპორტის მიერ, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, კონსტრუქციების/ციფრული გამომსახველი მოწყობილობების შესყიდვასთან დაკავშირებულ პირობებზე.
43.  უფლების მიმღები ვალდებულია ითმინოს აეროპორტის მიერ ქონების მიმართ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მის შესანახად ან/და ოპერირების გაუმჯობესებისთვის.
44.  ზემოაღნიშნული მიზნით, უფლების მიმღები, მაშ შორის, ვალდებულია  მუდმივად გააჩნდეს დასაწყობებული რეზერვი „LED ეკრანისთვის“ -  მინიმუმ მთლიანი ეკრანის 5%-ის მოცულობით.
45.  უფლების მიმღები ასევე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, უზრუნველყოს მის მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ნებისმიერი ინფრასტრუქტურის (მათ შორის სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები/ლაითბოქსები) მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით. 
46.  უფლების მიმღები ვალდებულია აეროპორტის ტერიტორიაზე სარეკლამო კონცეფციის ფარგლებში განსათავსებელი სარეკლამო კონსტრუქციების/ციფრული გამომსახველი მოწყობილობების/ლაითბოქსების რაოდენობა, ზომები, ტიპები/მოდელები, ტექნიკური მახასიათებლები და განთავსების ადგილები წინასწარ შეათანხმოს უფლების გამცემთან. უფლების მიმღები  ვალდებულია გაითვალისწინოს უფლების გამცემის შენიშვნები.
47.  სარეკლამო კონცეფციაში დასაშვებია მცირედი კორექტირების შეტანა, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, უკიდურესი აუცილებლობისას, როდესაც ტექნიკურად შეუძლებელია არსებული სარეკლამო კონცეფციის ამა თუ იმ  მოთხოვნის შესრულება და აღნიშნული დასაბუთდება მყარი არგუმენტაციით.
48.  იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, აეროპორტის გეგმარება შეიცვალა იმგვარად, რომ აღნიშნულმა არსებითი გავლენა მოახდინა, მგზავრების მოძრაობის სქემაზე და მითითებული გარემოებიდან გამომდინარე სარეკლამო მიზნებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა სარეკლამო კონცეფციით გათვალისწინებული სარეკლამო წერტილის ან წერტილების კომერციული მიმზიდველობა, უფლების მიმღები უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეკლამო კონცეფციაში კორექტირების შეტანა და შესაბამისი სარეკლამო წერტილის ან წერტილების ლოკაციის ცვლილება (გარდა LED ეკრანისა). ასეთი მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული. ამავე დროს, ახალი სარეკლამო წერტილები წინასწარ უნდა შეთანხმდეს აეროპორტთან, ხოლო ჩანაცვლება განხორციელდეს სარეკლამო მიზნებისთვის უკეთესი კომერციული მიმზიდველობის მქონე სარეკლამო წერტილებით.
49.  სარეკლამო კონცეფციის სამომავლო განვითარების გეგმა:
        სარეკლამო კონცეფცია ითვალისწინებს სამომავლო განვითარებას (შემდგომში - სამომავლო განვითარების გეგმა), რაც გულისხმობს უფლების მიმღების მიერ, სარეკლამო კონცეფციით განსაზღვრული, სარეკლამო წერტილების სრულად ათვისების ვალდებულებას იმ შემთვევაში, როდესაც აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 1,000,000 მგზავრს მიაღწევს. მგზავრთნაკადი ითვლება კალენდარული წლის იანვრის თვიდან და წლიური მგზავრთანადი მიღწეულად ჩაითვლება იმ თვეში, რომელშიც შესრულდება აღნიშნული ნიშნული. სამომავლო განვითარები გეგმის ფარგლებში დასამატებელი სარეკლამო წერტილების მოსაწყობად უფლების მიმღებს აქვს ასეთი კალენდარული თვის ბოლო დღიდან 3 (სამი) კალენდარული თვე. უფლების მიმღები უფლებამოსილია მგზავრთნაკადის ამ პუნქტით განსაზღვრული ნიშნულის მიღწევამდე განახორციელოს სამომავლო განვითარების გეგმა, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, სრულად ან/და ნაწილობრივ. ნებისმიერ შემთხვევაში, სამომავლო განვითარების გეგმის ნაწილობრივ ან/და სრულად რეალიზაციისას, არ ხდება სარეკლამო წერტილების დამატებიდან გამომდინარე, უფლების გადაცემის მინიმალური დასაფარი ღირებულების ზრდა.
50.  სარეკლამო წერტილების დამატება სარეკლამო კონცეფციის სამომავლო განვითარების გეგმის გარეთ:
        უფლების მიმღები უფლებამოსილია სარეკლამო კონცეფციას დაამატოს სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები (მონიტორები/ეკრანები), ლაითბოქსები, პროდუქციის განთავსების ადგილი (product placement),  უფლების გამცემთან წინასწარი შეთანხმებით. ასეთ დროს, სარეკლამო წერტილების დამატების შედეგად იზრდება უფლების გადაცემის მინიმალური დასაფარი ღირებულება, შესაბამისი პერიოდით. დასამატებელი (ახალი) სარეკლამო წერტილების თვიური ან/და დღიური ღირებულება გამოიანგარიშება სარეკლამო წერტილის კვადრატულობის მიხედვით, სარეკლამო წერტილის ტიპისა და განთავსების ლოკაციის (ზონების) გათვალისწინებით აუდიტის მიერ დადგენილი, ქვემოთ მოცემული ღირებულებით (ღირებულებები მოცემული დღგ-ს ჩათვლით, რომელიც დაკორექტირდება აუქციონზე დაფიქსირებული მინიმალური ყოველთვიური ღირებულების პროპორციულად. სარეკლამო წერტილების დამატების შემთხვევაში, უფლების მიმღები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით მოაწყოს შესაბამისი  ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ქსელი და ყველა განსახორციელებელი სამუშაო წინასწარ შეუთანხმოს უფლების გამცემს. დღიური ღირებულების გამოთვლის საჭიროების შემთხვევაში, დღიური ფასი იანგარიშება თვიური ფასიდან, პროპორციულად.
დასამატებელი წერტილების ტიპები და 1 კვ.მ-ის მინიმალური ღირებულებები ზონების და მგზავრთნაკადის მიხედვით:
 
ციფრული გამომსახველი მოწყობილობები (მონიტორები/ეკრანები) (1 კვ..):
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 0 – 500,000:
საერთო სივრცე - 16 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 32 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 48 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 24 ლარი,
ლანდშაფტი - 24 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 500,001 - 1,000,000:
საერთო სივრცე - 56 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 72 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 80 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 48 ლარი,
ლანდშაფტი - 40 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 1,000,001 და ზემოთ:
საერთო სივრცე - 72 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 88 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 96 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 72 ლარი,
ლანდშაფტი - 56 ლარი.
 
ლაითბოქსები/ბანერები (1 კვ.მ.):
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 0 – 500,000:
საერთო სივრცე - 10 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 20 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 30 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 20 ლარი,
ლანდშაფტი - 10 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 500,001 - 1,000,000:
საერთო სივრცე - 35 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 45 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 50 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 35 ლარი,
ლანდშაფტი - 25 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 1,000,001 და ზემოთ:
საერთო სივრცე - 45 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 55 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 60 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 45 ლარი,
ლანდშაფტი - 35 ლარი.
 
პროდუქციის განთავსების ადგილი (product placement) (1 კვ..):
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 0 – 500,000:
საერთო სივრცე - 10 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 20 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 30 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 15 ლარი,
ლანდშაფტი - 15 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 500,001 - 1,000,000:
საერთო სივრცე - 71 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 91 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 101 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 61 ლარი,
ლანდშაფტი - 51 ლარი.
 
Ø  აეროპორტის მგზავრთნაკადი 1,000,001 და ზემოთ:
საერთო სივრცე - 100 ლარი,
გაფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 122 ლარი,
მოფრენის სარეჟიმო ტერიტორია - 133 ლარი,
საერთო სივრცე (არასარეჟიმო) მე-2 სართული - 100 ლარი,
ლანდშაფტი - 78 ლარი.
 
შენიშვნა: ზემოთმოცემული ღირებულებები არის სასაწყისი საორიენტაციო. მათი კორექტირება მოხდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ყოველთვიური ღირებულების პროპორციულად.
 
51.  უფლების მიმღები ვალდებულია, თავად მიიღოს ზომები მისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, მესამე პირების მიერ მათი მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში.
52.  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უფლების გამცემის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს სტანდარტული ფასების ცხრილი სარეკლამო მომსახურების სახეობების შესაბამისად.
53.  უფლების მიმღები ვალდებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ აეროპორტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინოს ანგარიში სარეკლამო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე, სარეკლამო მომსახურების დამკვეთი მხარის, სარეკლამო მომსახურების სახეობის, განთავსების ადგილისა და სტანდარტული ფასის (გამონაკლის შემთხვევაში განსხვავებულ პირობაზე) მითითებით.
54.  უფლების მიმღებმა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა აითვისოს და განავითაროს უფლებით განსაზღვრული სარეკლამო ადგილები და აეროპორტის სარეკლამო პოტენციალი. უფლების მიმღები მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ აეროპორტში მის მიერ დამონტაჟებული სარეკლამო ინფრასტრუქტურა (მათ შორის სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები/ლაითბოქსები) მუდმივად შესაბამისობაში იყოს თანამედროვე სტანდარტებთან და პასუხობდეს თანამედროვე ტენდენციებსა და აღნიშნულ სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს. 
55.  დაუშვებელია აეროპორტში რეკლამის ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, უსასყიდლოდ განთავსება. ამ პირობიდან გამონაკლისი დაიშვება, აეროპორტის წინასწარი თანხმობით, სახელმწიფოებრივი ან/და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში.
56.  ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, უფლების მიმღებს უნდა გააჩნდეს მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, რომელიც შესაბამისი იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
57.  ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ უფლების გამცემი უფლებამოსილია გამოისყიდოს უფლების მიმღების მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სარეკლამო კონსტრუქციები/ციფრული გამომსახველი მოწყობილობები (გარდა LED ეკრანისა და ქსეი ინფრასტრუქტურისა) დამოუკიდებელი ექსპერის/აუდიტის მიერ დადგენილი, იმ პერიოდისთვის  არსებული საბაზრო ფასის შესაბამისად. გამოსყიდვის შემთხვევაში, ექსპერტის/აუდიტის მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება ორივე მხარის მიერ თანაბრად.
58.  იმ შემთხვევაში, თუ უფლების გამცემი არ გამოიყენებს თავის უფლებას კონსტრუქციების/ციფრული გამომსახველი მოწყობილობების შესყიდვასთან დაკავშირებით, უფლების მიმღები ვალდებულია, უფლების გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოახდინოს სარეკლამო კონსტრუქციების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად დაზიანებული ქონება მოიყვანოს პირვანდელ  მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების მიმღები ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებული ზიანის შესაბამისად. ექსპერტის მომსახურების ხარჯი ეკისრება უფლების მიმღებს.
59.  ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტა ხდება უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, ან მისი ინიციატივით, უფლების მიმღების მიერ მოწყობილი LED ეკრანი შესაბამის აღჭურვილობასთან, სისტემასთან ერთად, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქსელური ინფრასტრუქტურა ავტომატურად, დამატებითი შეთანხების გარეშე, რჩება საკუთრებაში უფლების გამცემს, ანაზღაურების გარეშე.
60.  ხელშეკრულების ვადის გასვლით შეწყვეტის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტა არ ხდება უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, ან მისი ინიციატივით, უფლების მიმღები ვალდებულია, მისცეს უფლების გამცემს საშუალება, გამოისყიდოს უფლების მიმღების მიერ მოწყობილი LED ეკრანი შესაბამის აღჭურვილობასთან, სისტემასთან ერთად, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქსელური ინფრასტრუქტურა. შესასყიდი ღირებულება დადგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტის მიერ საბაზრო ღირებულების მიხედვით. გამოსყიდვის შემთხვევაში, ექსპერტის/აუდიტის მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება ორივე მხარის მიერ თანაბრად.
61.  უფლების მიმღების მიერ დამატებით გამოყენებული ნივთი, რომელიც უფლების მიმღების მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც იატაკიდან/მიწიდან შეუძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, ავტომატურად, დამატებითი შეთანხების გარეშე, რჩება საკუთრებაში უფლების გამცემს, ანაზღაურების გარეშე.
62.  უფლების მიმღები ვალდებულია, აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან მარკეტინგული აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი  აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით.
63.  დათქმა დანართებთან დაკავშირებით: წარწერები, აღნიშვნები და სხვა ინფორმაცია, გარდა ამ აუქციონის პირობებში უშუალოდ მითითებული ინფორმაციისა, დანართებში მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის სახით. აეროპორტი არ კისრულობს დანართში მოცემული სხვა ინფორმაციის უცვლელი სახით შენარჩუნების ვალდებულებას. აეროპორტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეცვალოს იგი.
64.  უფლების მიმღები ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.
65.  უფლების მიმღები ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს.
66.  აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, უფლების მიმღები ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, უფლების მიმღები ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა.
67.  საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, უფლების მიმღები პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. უფლების მიმღების მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.
68.  უფლების მიმღები ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები.
69.  საწარმოს ან სარეკლამო საქმიანობის განხორცილებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე არსებული დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები  (ხელშეკრულებები).
70.  დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპსსაქართველოს აეროპორტების გაერთიანების კაპიტალიდან ამოღების შემტხვევაში. ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.
71.  აეროპორტი უფლებამოსილია შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, 6 თვით ადრე, მოიჯარისთვის გაგზავნილი წერილობით შეტყობინების საფუძველზე. აეროპორტს აღნიშნული უფლება წარმოეშობა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 3 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.
72.  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, განსაზღვროს რეისებზე ან/და მგზავრთნაკადზე მორგებული ოპერირების, ხელშეკრულების მოქმედებისა და გადახდის განსხვავებული პირობები, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები აუდიტის მიერ დადგენილ ოდენობაზე. ასევე, აეროპორტი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათალისწინებული პირობების არსებობისას.
 

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

აღწერილობა

ზოგადი სააუქციონო პირობები:

·  ექსკლუზიური უფლების გადაცემის ყოველთვიური საწყისი და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

·   აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის გადაცემის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება.
·   თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
·   გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას).
·   აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
·   აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში:
Ø დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;
Ø ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;
Ø იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. 
·   აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.