>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ არსებული 2000 კვმ მიწის ნაკვეთი, ს.კ 01.19.26.009.040-ის შემადგენელი ნაწილი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT103511924   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 1035119
რაოდენობა
1 ერთეული
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
19/11/2024 17:00 - 26/11/2024 15:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
36 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1500 e
ვაჭრობის ბიჯი: 100 e
საგარანტიო თანხა: 1800 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 11.02.2028
ტელეფონი: 595796226; 599151908
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ბუნებრივი გაზიკვადრატულობა(მ²)2000
კოორდინატები01.19.26.009.040წყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)აეროპორტის მიმდებარედ
რაოდენობა1ბრძანების ნომერი#107 19.11.2024
მიწის ფართობი(მ²)2000საკადასტრო კოდი01.19.26.009.040
Rs რუკის მხარდაჭერასაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1170
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიზომის ერთეულიერთეული
ტელეფონის ნომერი595796226; 599151908
აღწერილობა
აღწერილობა
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტოტელ:  0322487353; +995599151908;+995595796226;
მოკლე აღწერილობა

შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საკუთრებაში არსებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმადებარედ, 01.19.26.009.040 საკადასტრო კოდში შემავალი 2000 კვ.მ მიწის ფართობი;
პირობა

Ø  იჯარით გადასაცემი ფართი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 2000 კვ.მ მიწის ფართობი (ს.კ 01.19.26.009.040-ის შემადგენელი ნაწილი);

Ø  სარგებლობის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელი. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით.

Ø  საწყისი სააუქციონო ყოველთვიური ღირებულება: 1500 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

Ø  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - საწყისი წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.

Ø  ბიჯის ოდენობა: 100 ლარი.

Ø  გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე;

Ø  აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ხელშეკრულების წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია  (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 30 დღით. იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილია საბანკო გარანტია ხელშეკრულების მოქმედების არასრულ ვადაზე და გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ მოხდება განახლებული/ახალი ვადით საბანკო გარანტიის წარმოდგენა ან შესაბამისი ოდენობის დეპონირება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე, აეროპორტი გაანაღდებს მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც განთავსდება მის ანგარიშზე და ჩაითვლება ამ პუნქტის ფარგლებში თანხის დეპონირებად.

Ø  აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში.

Ø  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

Ø  აუქციონის დასრულებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე აეროპორტთან შეათანხმოს საიჯარო მიწის ფართობის გამოყენების მიზანი. აეროპორტის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს დამატებითი ინფორმაცია;

Ø  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

Ø  აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს საიჯარო ქონება ან საიჯარო ქონების ნაწილი დროებით სარგებლობაში გადასცეს მესამე პირს (ქვეიჯარა);

Ø  აეროპორტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს ობიექტის მდგომარეობის მონიტორინგი და დასაბუთებული შენიშვნები წარუდგინოს მოიჯარეს. რის შემდეგაც აეროპორტი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორებისათვის კონკრეტულ ვადას, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები;

Ø  მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.

Ø  მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს.

Ø  აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა.

Ø  საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.

Ø  მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები.

Ø  დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.

Ø  საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები.

Ø  იჯარის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

Ø  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია იჯარის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება.

Ø  გამარჯვებულ პირს ბე-ს თანხა ეთვლება  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების ღირებულებაში. წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი, ორივე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის  უზრუნველსაყოფად.

Ø  თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

Ø  აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

Ø  აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში:

·     დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

·     ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;

·     იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. 

Ø  აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

Ø  ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მოიჯარე.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.